ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2014


თბილისური თებერვლის სურათები უბის წიგნაკიდან (გაგრძელება)

                          .  .  .

დილის  სუსხია.
გამოწყობილან  თითქოს  ფრაკებში,
სანაგაოზე  მიფრინავენ  ყვავები  მწყობრად.

                          .  .  .

დგას  ხელგაწვდილი,
მდუმარე  ბიჭი -
ნეტავ  ისა*-ა?
ჯიბეში  ვეძებ  თითებით  ხურდას,
მივალ  ჩავუყრი...
ქარი  ხმელ  ფოთლებს  ატრიალებს,
რაღაცა  ცივა...

* ისა - არაბ.  იესო

                                            კაფეში

                  . . .

კაფეში.
წყნარი ჰანგები ბლუზის.
ვნეტარებ ჩემთვის.
ფურცელს დავყურებ გარინდული
და ველოდები მოფრენას მუზის.

                  . . .

შრიალი კაბის.
ნაბიჯები მსუბუქი, ნელი.
ჰაერში გაწვა, გაიწვართა, უცხო სურნელი ...
ალბათ შანნელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს