ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2008


***

ქართველი ქალი დავინახე თითქოს პირველად,
გულში დაბუდდი, საყვარელო , წმინდა ფრინველად,
სწორედ იმ დღიდან ჩემს სიცოცხლეს მიეცა ფასი,
სულმოუთქმელად, სიყვარულის, მე შევსვი თასი,
როცა გხედავდი, სიყვარული მემატებოდა,
ენა ვერ იტყვის, თუ რა გრძნობა მებადებოდა,
შენს გვერდით კარგო, არ ვიცი რა მემართებოდა,
აზრი, რომელიც უნდა მეთქვა, მეკარგებოდა,
დადიანი ხარ და თამარის მშვენებით ბრწყინავ,
სხივმოსილი ხარ, ხან კი მკაცრი სუსხითაც მყინავ,
თავად ღვთაებავ, ჩემს სიცოცხლეს ზვარაკად გწირავ,
დასაღუპავად ხელს ხომ არ მკრავ, ხომ არ გამწირავ?
ჩემო ფერიავ, მე მადლობას მოგიხდი ურიცხვს,
რომ სიყვარული მაგრძნობინე საბრალოს, უღირსს,
უძლიერესი გრძნობა შენ რომ განმაცდევინე,
შენს მოლოდინში, სიბერემდე დამაცდევინე,
ჩემო ლამაზო სიყვარულო, ჩემო ცის ნამო,
ჩემი ლექსების მუზის მეფევ, უკვდავო წამო,
შენ ერთადერთო, სახიერო, სიცოცხლევ ჩემო,
სიყვარულის ხის ნაყოფს შენით გავუგე გემო.


ნონა ლაცაბიძე


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები