ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
20 თებერვალი, 2014


კატა (ფანტასმაგორია)

ერთ პატარა, სრულიად ჩვეულებრივ სოფელში საოცარი ამბავი მოხდა.
თუმცა ამაზე ჩუ! არავისთან წამოგცდეთ...
ერთ ოჯახს თაგვები შემოეჩვია , სულ დაღრღნეს ყველაფერი, ცოლ --ქმარმა საღამოს მოილაპარაკეს, კატა თუ არ მოვიყვანეთ, არაფერი გვეშველებაო
მოიყვანეს დიდი ბოხვერა, მხიარული კატა, დღე მზის გულზე კოტრიალობდა, ღამე კი  თაგვებს მუსრი გაავლო....უცებ მიეჩვია იქაურობას , თაგვებმა იკლო...მაგრამ .....
ერთხელაც, როცა ქალმა  ქმარი დილით საქმეებზე გაისტუმრა,  კატა  ეზოში დახტუნავდა და დიასახლისს  დასდევდა, ქალი მეზობელთან გადიოდა სერიალის საყურებლად და საჭორაოდ, ჭიშკარი რომ გააღო, კართან  სველი იყო და გუბე იდგა.
--ნეტავ ვინ მოფსა აქა, შუა სოფელში?...იმას გაუხმეს საფსმელა--- ჩაილაპარაკა ქალმა...ნეტავ ვინა ქნა, ვინა!
---მულამ მოფსა..---- თქვა უცებ იქვე დასკუპებულმა კატამ 
---რაო?..გადაირია ქალი.
---მულა...მულაააა...----.ამოიკნავლა კატამ, მერე გადაკოტრიალდა და გაიქცა.
    გაკვირვებული ქალი მას მერე გაუტოკებლად იქამდე იჯდა ეზოში, სანამ ნასვამი ქმარი არ წამოადგა თავზე, ამ დროისთვის კარგა  გვარიანად შებინდებულიყო  .
-- გადაირიე დედაკაცო?....ამდენი ხანია მოვედი, გავედი გამოვედი შალიკოსთანაცა, დავლიეთ  კიდეცა და შენ უსევ ესრე უზიხარ?  რა გეტაკა?
--ქალი შეხტა, თმაზე წაივლო ხელი, მერე კაბა შეისწორა და  წამოხტა.
------ისა,დაიცა  კაცო,  ისეთი  უცნაური რაღაც შემემთხვა, ახლაც ვერ გამოვრკვეულვარ....
---აბა რაო? ცუდი ხომ არაფერია შენს თავსა?  მოსაკლავი ხომ არა მყავს ვინმე? ---ყასიდად გადირია და გაიჯგიმა კაცი---თავს მავაჭრი!...
--ისა კაცო..ჩვენი კატა...ნეტავ ვინ მოფსა მეთქი ჭიშკართან , ჩემთვისა ვთქვი და მულაო, მულაო... მულაო მითხრა!!!
ქმარმა გაკვირვებულმა შეხედა.
მერე ზემოთ აიხედა, ჭიშკარსაც დააკვირდა, ბინდში რომ ძლივს მოჩანდა და მერე ქალს ჩახედა სახეში
----გადაირიე დედაკაცო და არ ამხელ, ჰაააა?...
--მულაო....მულაო.... დაიცა  მეთქი! ახლა მივხვდი!...მურაო უნდა ეთქვა ჩვენს კატასა! მურა!  დახე, რა ჭკვიანი ყოფილა.....
---რა კატა ქალო? ---- ისე დაიყვირა კაცმა რომ მეზობელ ეზოში  ძაღლები აყეფდნენ, ხოლო გზის იქითა სახლში  კი  მაგრად და საჩქაროდ გადაკეტეს კარი
ქალმა ცრემლები გადმოყარა  , ისევ კატაო, ლუღლუღებდა, შიგადაშიგ მურას ახსენებდა და თან მოფსაო..დაუნახიაო...კატას ლაპარაკი ცოდნიაო!  ლაპარაკიოოო....
კაცი ჩაფიქრდა, მერე გადაწყვიტა, ალბათ ამ სერიალებმა დაღუპა  ეს ქალიო და  მიაძახა:
--მაშ  მაგ  ურჯულოების სერიალში  ბორანს ისევ ესროლეს და შენ  ჭკუაზე გადახვედი?
ქალი უცებ ვერ გამოერკვა და სწრაფად მიაყარა....
--მაშა, მაშა!...ესროლეს....შენ საიდან იცი კაცო? შენც უყურებ  ჩუმად  სერიალებსა? ..დახე....
----ეხლა ადექი ქალო და საჭმელი გამიცხელე....თორემ ბორანს კი არა ნავს  გაჩვენებ თუ შემოგარტყი მაგ დებილ თავში! ამხელა თავი გაგეზარდა მზესუმზირასავითა  და ტვინი სულ არ გიდევს?  აბა მალე თორემ მე ვიცი !..კატა.......კატა არა  ხბო!..
ქალს  სახე შეეცვალა, ცრემლები მოიწმინდა და  სახლში შევარდა.სულ რახა -რუხი აუტეხა  ჯამ -ჭურჭელსა...
    კაცი კი დიდხანს იჯდა  გარეთ, აბოლებდა  და ეცინებოდა... ამ დროს ბუჩქებიდან კატა გამოძვრა და კოტრიალი დაიწყო, მერე ფეხზე მიეგლასუნა.
კაცმა ვერც გაიგო ეს, სახლიდან უკვე საჭმლის    სუნი გამოდიოდა.
.....................................................................................................................................................
რომ  გაძღა , ღვინოც დალია, დაწყნარდა, მერე ერთხანს იჯდა ტახტზე,თვალები ეხუჭებოდა, თავი ძირს უვარდებოდა...
---მაშ კატა არაა, ქალო?...კატა და ძაღლები მიგაკვდა სულში......კატაო...----დაასლოკინა, მერე  გაჩუმდა, მიწვა  და  ხვრინვაც ამოუშვა
---ჭირი და სიკვდილი! --ჩაიბურტყუნა ქალმა და მაგიდის ალაგება დაიწყო---ჭირი! . ---არც მომისმინა წესიერადა, გაგონილა?
.................................................................................................................................................................................................
ქალი ჯერ  არ დაწვა, ცოტა იტრიალა, იტრიალა, მერე კარი გააღო და კატას დაუწყო ძახილი ჩუმად.
კატა მოსუნსულდა. ოთახში  შემოიძურწა და მშიერი თვალები მაგიდას დააშტერა, თან ცხვირი ზემოთ  აეწია,  ჰაერს სუნავდა.
--მოდი აქ, შე სასიკვდილე, --დაუყვავა ქალმა.-- აჰა, ხეთქე!---- და ძეხვის თხელი ნაჭერი მოუგდო.
ქალმა აცალა ჭამა, კიდევ მისცა ძეხვი , მერე მუხლებზე დაისვა.
---მულააააა?... ჩუმად ჩაუჩურჩულა ქალმა კატას.--აბა თქვი, ეშმაკის ფეხო...
კატამ თავი ამოატრიალა და უცებ გარკვევით უპასუხა.
--მურრრრამ მოფსა ჭიშკართან...მურამ...მიაუ...მიაუ...მურრრრამ  ....
ქალმა კივილი ამოუშვა, წამოხტა, კატა ძირს დაეხეთქა, მერე ახტა და გარეთ  გავარდა....
ქალს პირზე აეფარებინა ხელი და გადმოკარკლული თვალებით  უყურებდა თავწამოწეულ კაცს.
----ვინა კიოდა? რა გჭირს ქალო? რა დაგემართა!
---ღმერთო შენ გვიშველე!  გაიგონეე?...ჩვენი კატა...ლაპარაკობს....ჩაიჩურჩულა ქალმა და გულწასული ძირს გაიშხლართა.



...........................................................
დილით კაცმა ისაუზმა,  უკვე დარწმუნებული იყო რომ ცოლი გაუგიჟდა.მერე ხელი ჩაიქნია და სალოთაოდ წავიდა.
  ქალმა კი ითმინა, ითმინა , ბოლოს შეყარა მეზობლები, სათითაოდ დაუძახა  და გარეთ გამოიყვანა.მერე მოუყვა ეგეთი და ეგეთი რამე შემემთხვაო.
--მოგეჩვენებოდა თალიკო!---- უთხრეს მეზობლებმა. ზოგმა გაიცინა და გაგიჟებულაო.
  მერე რომ აღარ გაჩუმდა, დაიფიცა ყველა და ყველაფერი, მკვდარი და ცოცხალი, წამოყვნენ, იქნებ სასწაული მოხდა და მართლა ლაპარაკობსო
ჭიშკარში რომ შევიდნენ, ქალმა ხელები გაშალა და კატას დაუწყო ძახილი
--აბა ფისო, ფისო...ჩემი ლამაზი ფისო...სად დაიმალა?
--ნამდვილად გაგიჟდა ,უბედური, ----გადაულაპარაკა ჩუმად ერთმა მეზობელმა მეორეს ,თან ერმანეთს  გადახედეს---  აბააა? ,უშვილობამ ეგრე იცის ....
--აბა, აბაო,---- დაეთანხმენ  დანარჩენები, ზოგმა ცრემლი მიწმინდა და ისე უყურებდნენ როგორ ლანძღავდა კატას უბედური თალიკო, თან სთხოვდა, დამელაპარაკეო.
--ხმა ამოიღე შე სასიკვდილე! ----ანჯღრევდა კატას თალიკო და ჩუმად მეზობლებს დარცხვენილი გადახედავდა ხოლმე...--აკი მაშინ ამბობდი, აკი ამბობდი! მურაო.! მურამ მოფსაო!...აბა მითხარი!
მერე ხვეწნაზე გადავიდა
--აბა უთხარი დედიკოსა..მუუუურააა..აბა მიდი,  მურა!  თქვი თორემ სულს გაგაფრთხობინებ! რამე მითხარი!
---ეჰ, ხომ გეუბნებოდი, ----ხმადაბლა უთხრა  ერთმა მეზობელმა მეორეს --გადარეულა და ეგ არის
მეზობლები ნელ-ნელა გილალენ....გამწარებული თალიკო კი  კატას ხელს არ უშვებდა, ჭეჭყავდა  და დაჰკიოდა...
.........................................................................................................................................................................................................
----დაწყნარდი თალიკო,. მოგეჩვენებოდა, უთხრეს ქალებმა . მოგეჩვენებოდა,  მაშ!... ასე დაემართა ჩემს დისშვილსაცა....ეგონა ბავშვი ტიროდა ღამე და ეს ოხერი კატა ბავშვის ხმაზე ღნაოდა!....შენ დაწყნარდი!.....გაუშვი ეგ  უბედური კატა, ცოდოა, ...კნუტებს  ელოდება..
ქალს კატის ნჯღრევა მობეზრდა და ხელი უშვა , კატამ შეიბერტყა , ულვაში მოილოკა..მერე სახლს უკან გაუჩინარდა...ქალმა ბოროტი  მზერა  გააყოლა, ხელები შეიწმინდა ხალათზე და სახლში შევიდა..







თალიკოს ქმარმა  იმ დღეს  ერთი  მაგრად დალია და გვიან დაბრუნდა . ეზოში  ფეხარეული შემოვიდა, ამ დროს კატა აედო ფეხებში და კინაღამ წააქცია , --წადი შენიო--- და ფეხი მოუქნია...ხმა მოესმა უცებ:
--შალოოოო..მიაუუუ..შალიკო...კო....მიავ, მიავ..მიაუუუუუ...
კაცმა გადაფურთხა და პირჯვარი გადიწერა...სახლში შევიდა.
მერე  დაფიქრებული სახით  დაჯდა და დიდხანს ხმა არ ამოუღია, არც საჭმელი მოუთხოვია...
---რა ხდება  კაცო, აღარ იტყვი?
კაცი დაიღრიჯა .მაგიდას ხელი დაკრა.
---მაგის დედა ვატირე და...რაღაც ხმა შემომესმა მეთქი , ქალო, მგონი ...ეზოში...მერე კნავილი..მაშ ქალო! მგონი ჩვენი კატა მართლა ლაპარაკობს---- და უცებ ჩაჩუმდა მოულოდნელი აღმოჩენით შეშინებული...--მართალი ყოფილხარ!
ქალი დაიბნა და გახარებულმა წამოიყვირა:
--აი, ხომ გეუბნებოდი და არ გეჯერა.....კატა! ჩენი კატა......და რაო, რა სთქვა მაგ ეშმაკის ფეხმა!
კაცი ჩაფიქრდა, შუბლი მოიქექა...
--აბა?...ჩაეკითხა გახარებული ქალი--ამოსთქვი რაღა!
---შალო.შალიკო, ჰო, ასე  ამოიკნავლა მგონი...
ქალი  უცებ დაჯდა , ფერი შეეცვალა! პირზე ხელი აიფარა და მერე შეშინებული, შეცვლილი ხმით ალაპარაკდა
--არა, რას ამბობ...მოგეჩვენებოდა..... მეც მომეჩვენა მაშინა ! ორივეს გვეჩვენება!...აბა  კატა როგორ ილაპარაკებდა კაცო! კატა კატაა!
----აკი ერთი თვეა ამბობ ლაპარაკობსო!...მეზობლები დაგვცინიან!---შემოუტია კაცმა---ახლა აღარ ლაპარაკობს? გასაკვირია,  ახლა მეც გავიგე და....
შალიკოო...ნეტავ რომელი ?  ჩვენი მეზობელი რომაა?---რა უცნაურია --თქვა კაცმა და ხვრენა ამოუშვა.
ქალი იჯდა და აწითლებულ ლოყებზე ხელები აეფარებინა...............
.........................................................................................................................
      დილას, როცა ქმარი გააცილა, ქალმა მოძებნა  კატა ,  ჯერ  დიდხანს აკვირდებოდა, კატა თათებს ილოკავდა, კუდს პარჭყავდა ...
---უხ ,შე ოხერო! ----დაიწივლა უცებ ქალმა და ხელი სტაცა.---- რა შალიკო აგიტყდა !
კატამ თავი გაითავისუფლა, ხეზე შეხტა , თან ისევ  ულვაშებს ილოკავდა
---შე მართლა კატა! დაგიჭერ და დაგახრჩობ,მართლა, ვერ გადამირჩები!  რას დამცინე მეზობლებთანა?...  გეთქვა რამე!..ან შალიკო საიდან იცი?
კატამ ულვაშის ლოკვას თავი დაანება, უფრო ზემოთ შესკუპდა, თავი მოატრიალა  და ქალს გარკვევით ჩამოსძახა:
---ახლა არ გამაბრაზო,ქალო,  მშია! ახლა  წადი, გლდანის შაურმა მომიტანე,  თუ ჩემს ყველა თხოვნას არ შეასრულებ,  შენს ქმარს მოვუყვები როგორ იწექი მეზობელ შალიკოსთან. მე საწოლის ქვეშ ვიყავი მაშინ....კინაღამ  დაამტვრიეთ საწოლი! მერე? რეებს ეუბნებოდით ერთმანეთს?  კარგად დავიმახსოვრე ყველაფერი , დღეიდან  თუ რამე არ მომეწონება ....იცოდე...
--ქალმა გულზე იტაცა ხელი.....

....................................................................................................................................
მას მერე , კატას საჭმელი არ მოკლებია, გოჭივით მოსუქდა, მალე  8 კნუტი გააჩინა  და ლაპარაკისთვის აღარ ეცალა,მხოლოდ კმაყოფილი კრუტუნებდა.... ლაპარაკი აღარც იყო საჭირო, შეშინებული ქალი ხმას ვეღარ  იღებდა და კატებს აღმერთებდა, ქმარიც კმაყოფილი იყო,    ცოლი რომ  "გამოჯანმრთელდა".....ასე რომ მათი ბედნიერება სრული გახლდათ.....,



P.S.  მათი მეზობელი შალიკო კი შემოდგომაზე  უცებ გარდაიცვალა...არავინ იცის რისგან ..მაგრამ ეს ამ ამბავს არ ეხება და ამას ისე , უბრალოდ , სხვათაშორის გეუბნებით.....




ს.ნ. 2014


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები