ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: მევარმე
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2014


დაგვიბრუნდება...

ის გაჰყვა ქარებს,
ვით ნაკადულს , ჩვილი ფოთოლი,
ისე დაეცა ვით დედის წინ ცვარზე გოგონა..
არც ისე სავსე,
(ქვრივ ქალივით) საღამოობით
აფხაზეთიდან მოწყენილი მთვარე მოგორავს..

და გვიბრუნდება,
სამაჩაბლო და აფხაზეთი,
ჩვენ რომ წავირთვით
ან წაგვართვეს მიწა ქურდებმა.
უთქვამს სიტყვები, ჩვენს უწმინდესს,
უფლის სახელით:
მკვდრეთით აღსდგება საქართველო'',
ვიმსახურებთ და..


ის გაჰყვა ქარებს,
ვით ნაკადულს , ჩვილი ფოთოლი,
ისე დაეცა ვით დედის წინ ცვარზე გოგონა..
არც ისე სავსე, ღამ-ღამობით აფხაზეთიდან
შავადმოსილი, განდევნილი მთვარე მოგორავს...

და გვიბრუნდება,
სამაჩაბლო და აფხაზეთი,
ჩვენ რომ წავირთვით
ან წაგვართვეს ჩაგვრით ქურდებმა.
უთქვამს სიტყვები, უნეტარესს,
უფლის სახელით:
მკვდრეთით აღსდგება საქართველო,
დაგვიბრუნდება''.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები