ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია123
ჟანრი: პროზა
23 თებერვალი, 2014


ბაფთიანი გოგონა

საოცარი  ამინდი იდგა. მზეს ირგვლივ არე-მარე გაეთბო და პატარა გოგონას თავს დანათოდა.  გოგონა მიაბიჯებდა უცხო ადგილას , გულში ემღერებოდა , მაგრამ სიმღერას ვერ ბედავდა , ემოციებისაგან გული უთრთოლავდა და სიხარულით  სავსე თვალები უბრწყინავდა .  იცოდა , რომ მიდიოდა იქ , სადაც ადამიანები განათლებას ღებულობენ და ,, დიდი კაცები ხდებიან ‘’ . მისი ასაკისდა მიუხედავად გრძნობდა  , რომ წინ რთული გზქა ჰქონდა გასავლელი  , თუმცა კი არ უშინდებოდა და ამაყად ეჭირა თავი . საოცარია , ბავშის აზროვნება , იმაზე მეტად დამაფიქრებელი და  საყურადღებო ვიდრე ნებისმიერი ჩვენთაგანის ოცნებები და მისწრაფებები .  ბაფთიანი გოგონა ყვავილებით ხელში მიისწრაფოდა იმ ადამიანის შესახვედრად ვისიც სჯეროდა , სწამდა და აიდიალებდა. პირველმა დღემ საოცარი სიხარულით ჩაიარა .... ეს იყო ბავშობასთან დამშვიდობება .
  ახლა უკვე ,მეორე კლაში ვარ , ვხვდები რომ სწავლა განუყრელი ნაწილია ჩემთვის , თუმცა თამაში ისევ ძალიან მიყვარს და ბავშვებთან დროის გატარების მეტი არა რა მომეთხოვება , ყველანი ერთმანეთს ვეჯიბრებით  და ყოველდღე ერთმანეთის გასწრებას ვლამობთ ... ეს იყო განცდა რომელიც მოითხოვდა ჩემგან ბრძოლას
  მესამე კლასი ? ო , როგორი დიდი ვარ და ამაყად მივაბიჯებ სკოლაში , სიხარულითა და ემოციებით აღსავსე  , ხუთიანის მიღების სურვილი მკლავს , ხო სულ დამავიწყდა რომ მე არც ისე თნამედროვე  , მე-20 საუკუნის შვილი ვარ , იმ დროის როცა მოდაში 5- ის მიღება იყო ..... ეს იყო ბრძოლა ხუთოსნობისკენ
  აი , მეოთხე კლაშიც გადმოვედი , სულ სხვა გარემოა , ბავშვებს არ ვიცნობ . ცოტა უხერხულად , გაუცხოებულად ვგრძნობ თავს . არც მეგობრები მყავს , არც დაქალაბი , მარტო ჩემთვის ვარ და ვაკვირდები ირგვლივ ყველაფერს , საოცარია უცნაური განცდა მეუფლება ახალ კლასში  ..... ეს იყო  სრული მეტამორფოზი  და არფერი მის იქით
  ხვალ ახალ მასწავლ;ებლებს გავიცნობ , თურმე იცით რომ ყველა საგანში სხვა და სხვა მასწავლებელი მეყოლება  ?  რა საოცარია როგორ შევეგუები მათ , ნუთუ მოვახდენ თვითრეალიზაციას ისე როგორც აქამდე ? მეხუთე კლაში ვარ , ცოტა ხომ არ არის ?    მეშინია მაგრამ იმედით ვინმსჭვალები , რომ ადამიანები კეთილები არიან  ..... ეს იყო გაცნობა საზოგადოების
  რა უცბად შემოვაბიჯე მე-6 კლაში . დრომ საოცარი სისწრაფით ჩამიარა . თითქოს თვალის დახამხამებაში აღმოვჩდი აქ.  ბედნიერი ვარ , უდარდებელი ლაღი ბავშვობით  , ვღებულობ ათიანებს  რა მაქ რო საქმე მეტი ?  .... ეს იყო გემო  თავისუფალისა
  სრული გარდატეხა , რეალობის მიუღებლობა , ოცნების სამყაროსკენ სწრაფვა , სტერეოტიპების მსხვრევა , შინაგანი გაორება . ლექსები ადამიანების ნაცვლად , შექმნილი არსებები მეგობრების მაგივრად ღალატი დაუნდობლობა და დეგრადაცია . მე  მე-7 კლაში ვარ  ..... ეს იყო საკუთარი თავის ფერიცვალება 
    და აი მე-8 კლასი .... გოგონა მიაბიჯებს სკოლაში , სწავლისგან ცოტა დაღლილი , უემოციო , თავის თავში ჩაკეტილი . ინტერესებს აყოლებული და გაუბრალოებული . .... ეს იყო განცდა არაფრობისა
ოოო , როგორ მეშინოდა რომ მომიწევდა ამ კლასთნ დაბრუნება . არ ვიცი ეს რა იყო ან რას ნიშნავდა მაგრამ ვხვდებოდი რომ ჩემს ცნობიერებაში ახალ გრძნობას ვუღებდი კარს , რომელიც აქამდე ჯერ არ განმეცადა . მე-9 კლასის ირგვლის სხვა არაფერი მახსენდება თუ არა ის სიყვარული რასაც მე ვგრძნობდი კონკრეტული პირის მიმართ ... ეს იყო სიახლესთან ჭიდილი
  ვაა , მე-10 კლასშ მოვედით .... წარმატებები , წარმატებები და კიდევ წარმატებები . ყოველი დღე წუთი და წამი მე მიყვარს ამ დროის . ათოსნობა რა საოცად ჟღერს , ჩემი პირველი კომპიუტერი , ქიმის პროექტი , ბიოლოოგის გამარჯვება და კიდევ მრავალი  დაბრკოლება რომელიც საოცარი ენთუზიაზმითა და იმედით გადავლახე .... ეს იყო წარმატება
  იყო 16 წლის ადვილი არ არის , ცხოვრების ახალ ფაზაზე გადავედი . ლექსები ჩანახატებმა  შეცვალა , გამოგონილი პერსონაჟები სულ უფრო და უფრო დიდ როლს თმაშობენ ჩემს ცხოვრებაში. არის წარმატება , არის ტკივილი , არის დამცირება და არის საზოგადოებასთნ ( ბრბოსთან ) დაპირისპირება . ახალი იდეები , ახალი აზრები , სიამაყის გამო დაშვებული შეცდომები . სიყვარული და  იმედგაცრუება , დაბრკოლება და წარმატება , სიცოცხლე და სიკვდილი . სიხარული და სიმწარე , აღმასვლა და წაქცევა , რამდენ წყალს ჩაუვლია 11 კლასში ... ეს იყო ჩემი პიროვნებად ჩამოყალიბება .
    და ახალა როცა ამ ყველაფერს ვემშვიდობები , თვალებზე ცრემლი მადგება , სკოლაში მომავალს მახსენდება ის განცდები რაც მაკავშრებს თითოეულ დეტალთან .ვემშვიდობები მათ ვინც მასწავლეს ცხოვრება , ვინც მსხვერპლი გაიღო ჩემს ადამიანად ჩამოყალიბებაში . ვემშვიდობები მას რამაც წარუშელი კვალი დატოვა ჩემს ცნობიერებაში . და როცა უყვე აბიტურიენტობის ტვირთი ზურგზე დამაწვა , მივხვდი  რომ ცხოვრება საოცრებაა . სკოლა სამყაროა , რომელიც თავის პერსონაჟებს ქმინს , რა ქნას თუ ყველას ვერ გაუნათა გზა . განა მისი ბრალია რომ დღეს ბევრი უფსკრულისკენ იძვრის , განა ჩემი ცხოვრება იმ მატარებელს არ ჰგავდა , რომელიც მუდამ სისწრაფით მიჰქროდა ?  ახლა კი სხვა მატარებლით უნდა წავიდე .  სკოლის მატარებელმა მომატარა მთელი ბავშვობა და ჩამომსვა სადღაც. ახლა კი ვემზადები ბოლო ზარისთვის . ბანტიანი გოგონა უნდა გაემართოს უკვე კარგად ნაცნობი  ადამიანების შესახვედრად . ისევ ისე მიძგერს გული როცა მაშინ , ისევ ისეთი შემართებით ვარ განწყობილი და ვიცი რომ ცხოვრება კიდევ უფრო რთულია , თუმცა კი  არც აქამდე ყოფილა მარტივი . .... ესაა მზადება მომავლის შესახვედრად 
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები