ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია123
ჟანრი: პროზა
26 თებერვალი, 2014


სიზმარი თუ არარსებული რეალობა

სიზმარი თუ არარსებული რეალობა

დილის 6 საათი იქნებოდა , როცა საწოლიდან წამოვხტი. უცნაური გრძნობა დამეუფლა  ,  არ ვიცი რატომ მაგრამ ვგრძნობდი რომ საინტერესო დღე მელოდა წინ .  ჩამეძინა , მაგრამ კვლავ  მეღვიძებოდა და ვერაფრით  ვიძინებდი. ავდექი , ვისაუზმე წავედი სკოლაში და სახლში დავბრუნდი . მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო დღე ჩვეულებრივად დაიწყო .
      სახლში პატარა ზუკასთან ვიყავი . ზუკა ჩემი ძმაა , 5 წლის ახლახანს გახდა  , თუმცა მასზე საუბარს ბევრს არ გავაგრძელებ გეტყვით , რომ ძალიან მიყვარს და მისთვის სიცოცხლეს არ დავიშურებ .
    3 საათი ხდებოდა ,როცა ზუკას ვთხოვე კომპიუტერთან დამჯდარიყო , რადგან  სადილი მინდოდა მისთვის მომემზადებინა . ზუკაც დამთანხმდა და სამზარეულოში გავედი.  უცებ საოცარი კარების ბრახუნი მომესმა , თითქოს ვიღაც ყვიროდა და დახმარებას მთხოვდა.  ჭიშკრის კარები ყოველთვის ღია მრჩებოდა ,რაზედაც დიდ საყვედურს ვღებულობდი მშობლებისგან  და იმ დღესაც ეტყობა ღია დამრჩა .  ვიფიქრე , რომ ძაღლმა აიშვა და სწრაფად გავემართე კარებისკენ .
    ვაღებ კარებს და ჩემს წინ დგას ახალგაზრდა ესე 20 წლის უცნობი ყმაწვილი. მის სახეს შიშისფერი დასდებოდა და  საცოდავი თვალებით დახმარებას მთხოვდა.  დასისხლიანებულმა  სახემ , დახეულმა  შარვალმა  და უემოციო მზერამ  ჩემს გულში საოცარი განცდა გამოიწვია.
- დამეხმარე , მცხრილავენ , ადამიანი არ ხარ ?!
მითხრა ეს და და თითქოს ჩემს გულში სრული ემოციური ტალღა შემოიჭრა . ვერ ვხვდებოდი ვინ იყო ან ჩემთან რატომ მოვიდა , მაგრამ სურვილი იმისა რომ დავხმარებოდი აღემატებოდა ყოველივე შიშს რასაც უცნობის მიმართ ვგრძნობდი.
  სახლში შემოვიყვანე  და უკვე როდესაც მეორეჯერ გამიმეორა , მცხრილავენ უნდა დავიმალოო  მაშინ მოვედი გონს . ჩემს თავს არ ვჩიოდი , მაგრამ მე მარტო საკუთარი თავი არ მებარა , სახლში მყავდა 5 წლის ანგელოზი რომელსაც შეიძლებდა საფრთხე დამუქრებოდა .  ზუკა ოთახში შემოვიდა , იკითხა რა ხდებოდა და როცა უცნობმა მიუგო რომ უნდა დამალულიყო ბავშვმა იფიქრა დამალობანას მეთმაშებიანო  და ოთახში შევარდა .  ზუკას თმაშის წესები ავუხსენი რომ  არ უნდა გამოსულიყო სანამ მე არ დავუძახებდი. მე კი ისევ ოთახში შევბრუნდი  ....
    ვხედავ სიცივისგან აკანკალებულ ახალგაზრდა ბიჭს ,რომელსაც შიშისგან ხმა ჩავარდნოდა და საოცარი თვალებით შველას მთხოვდა . სიკვდილი აშინებდა ახალგაზრდა გამოუცდელ ყმაწვილს , უცხო სახლში ყოფნა აფიქრებდა და იდუმალებით აღსავსე თვალებით ისევ დახმარებას მთხოვდა .  მისი ცრემლები სისხლს შერეოდა და ორივე თვალით იპყრობდა ჩემს გაოცებას . არ შეშინდეო მას კი ვუთხარი , მაგრამ მე ? .... არა მე არ მეშინოდა  . არ ვიცი რა მაძლევდა იმის ძალას რომ მეთქვა 
- ნუ გეშინია , მე აქ ვარ  , დაგეხმარებიი
    სისხლი მოვწმინდე , და დავაკვირდი რომ მისმა ცისფერმა თვალებმა საოცარი გრძნობა გამოიწვია ჩემს ცნობიერებაში , მისმა ბოხმა ხმამ კი გული ამიძგერა და სიმპატიით გამაწყო მისდამი.
  რანდენიმე საათის შემდეგ  მომიყვა , რომ მისი მოკვლა უნდოდათ , ტაქსისტმა სიცოცხლე გასწირა მის გამო,  თვითონ მანქანიდან გადმოხტა და პირველივე სახლში ანუ ჩემთან მოვიდა. 
          ბევრი რომ აღარ გავაგრძელო , მკვლელები დაიჭირეს , ჩემი სტუმარი სახლში დაბრუნდა  , ცხოვრბეა გაგრძელდა მაგრამ არა ისე როგორც იყო , ჩემს გონებაში სრული გარდატეხა მოხდა . ყოველდღე თვალწინ მედგა , აღელვებული ახალგაზრა ბიჭის სახე , მისი შემზარავი მზერა , ჭუჭყიანი პერანგი ... ეს  ყველაფერი ცალ-ცალკე და ერთად კი იწვევდა გრძნობას , რომელიც 17 წლის განმავლობაში პირველად განვიცადე. არ ვიცი ეს რა იყო  ან რა იქნებოდა , მაგრამ მივხვდი რომ მე მასთან უხილავი ძაფები მაკავშირებდა , რომელიც ნელ-ნელა იცვითებოდა , მაგრამ არ წყდებოდა .
          დიდი დრო გავიდა , ბევრმა წყალმა ჩაიარა . მე სტუდენტი გავხდი , ჩემი ცხოვრება სამედიცინო  ქირურგიას დავუკავავშირე . წარმატებული ექიმი გავხდი  . კარიერა პირად ურთიერთობებზე წინ დავაყენე  და ყოველივე ამაზე ფიქრის დროს კარებზე კვლავ საშინელი ბრახუნი გავიგე , ისევ შველას მთხოვდნენ , ცნობილი არქიტექტორი იღუპებოდა . როგორც კი პალატაში შევვარდი , ამ ადამიანის ცისფერმა თვალებმა იგივე განცდა გამოიწვია რაც 17 წლის წინ .  სისხლი კვლავ მოვწმინდე და თვალებში ჩავხედე , მისი ცისფერი თვალები  კვლავ შველას მთხოვდნენ . ის მზერა და ის გამოხედვა ჰქონდა რაც მაშინ . იგივე ბოხი ხმა , რომელმაც კიდევ ერთხელ ააძგერა ჩემი გული  და იგივე სიტყვები ,  - დამეხმარე ადამიანი არ ხარ ?! მაგრამ ამჯერად ვერ ვუშველე , გული ამიჩქარდა , სულმა შფოთვა დამიწყო და გულმა ჩემდა დაუკითხავად გაწირა გონება . ვერა ვუშველე ვერაა ... ხელში ჩამაკვდა  , ვეცადე მაგრამ ტყვიამ გულში გაუარა , მაგრამ განა მარტო მის გულში ? .... მკვდარ სხეულზე მის სისხლს უყვე ჩემი ცრემლები შეერია . ვყვიროდი , დახმარებას ვითხოვდი  , მაგრამ რა ? ....  ვგრძნობდი როგორ ნელ-ნელა  ცივდებოდა მისი სხეული  , ვეღარ გავუძელი და გონება დავკარგე ......
          გონზე მოსულს ისევ კარების ბრახუნმა მომესმა  , კარებს მივვარდი სადაც წერილი დამხვდა.  წერილში  ეწერა :
      ,,  მე თვენ არ გიცნობთ , მაგრამ მადლობელი ვარ , თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ , თქვენს ამაგს ვერასდროს ვერ გადავიხდი ..... ”
  მაშინ მივხვდი რომ ამ ახალგაზრდას გადარჩენამ ჩემში ძლიერი ტრამვა გამოიწვია და ის სიზმარიც რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ ვნახე , ამ ყოვლივეს ანარეკლი იყო . მაგრამ განა მარტო სიზმარი იყო ის ჩემთვის ? გრძნობა , რომელიც დამრჩა ის , ის სად წავიდა ? ნუთუ ისიც სიზმარივით გაქრა ? ....
    და რადგანაც ამბობენ რომ სიზმრები რეალობაშიც ხდება , ამიტომაც ვცვლი დღეს მე ჩემს არჩულ პროფესიას და ეკონომიურზე ვაბარებ , იმ გრძნობას კი რომელიც დამრჩა მუდამ გულით ვატარებ .......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს