| ავტორი: ბერი18 ჟანრი: დრამატურგია 24 თებერვალი, 2014 |
აღსარება (მოკლემეტრაჟიანი ფილმი)
შესავალი
მოქმედება: კვირა საღამოა ოცდარვა წლის (ჩატუნტულებული) ნუკა შხაპის მიღების შემდეგ სარკის წინ დგას (აბაზანის ხალათით) და ელექტრო საშრობით თმას იშრობს. საშრობი გამორთო, სარკეში აკვირდება თავის თავს და ეუბნება:
- ნუკი ძალიან გასუქდი! იცოდე აღარავის არ ეყვარები. ხვალ ორშაბათიდან იცოდე მკაცრი დიეტა!
კარზე ზარია. ნუკი აღებს კარს. მეზობელი სამოც წელს მიტანებული თამარა ერთ ხელში ყავარჯნით და მეორე ხელში თეფშით დგას, რომლებზეც ახლად გამომცხვარი შუები, (ოთხი და თავზე ერთი, სულ ხუთი) თავზე შაქარ ფხვნილ მოყრილი ნერწყვის მომრევად აწყვია.
თამარა: ნუკი ხომ არ გეძინა შვილო? ნუკი: არა თამარა დეიდა. ეხლა ვაპირებდი.. თამარა: აი ეს გამომართვი... (თეფშს აწვდის ) შენ რომ შუები გიყვარს ის გამოვაცხვე. ხვალ ჩემი ანზორიკოც გამოვა შვილიშვილებს გამომიყვანს. ნუკი: აუ, რატო შეწუხდით თამარა დეიდა... მადლობთ.. თამარა: რა შეწუხებაა შვილო.
ნუკი სამზარეულოში შედის და მაგიდაზე დებს თეფშს.
ორშაბათი დილა. ნუკი ჯერ კიდევ საწოლში ფიქრობს " ყავასაც არ დავლევ ისე წავალ სამსახურში, დღეიდან არავითარი ტკბილეული და ფუნთუშეული"
ტანზე ჩაცმული, სამზარეულოში დატოვებულ ხელჩანთას იღებს, უეცრად მაგიდაზე დადებულ შუებიან თეფშ მოკრავს თვალს გაეღიმება.... შუებს მიმართავს
- არც ელოდოთ, აიიიი.. (სამი თითის კომბინაციას აკეთებს) გადის სახლიდან.
დასაწყისი
ვაჟა - 23 წლის ახალგაზრდა მამა ბესარიონი - მისი მოძღვარი მოქმედება ტაძრის ეზოში ვითარდება, ბაღის სკამზე სხედან.
ვაჟა: მამა ბესარიონ აღსარება მაქვს სათქმელი.
მამა ბესარიონი: გისმენ შვილო ვაჟა: მამაო წელს პირველი წელია რაც დიდი მარხვის შენახვა გადავწყვიტე. ვიფიქრე სიგარეტსაც არ მოვწევ, არც შევიგინები, არც გავბრაზდები და არც სხეულით შევცოდავ... , ყველაფერი კარგად მიდიოდა მაგრამ გუშინ ოცდამეცამეტე დღეს ყველაფერი დასრულდა... (სიუჟეტები ეტაპიბრივად კადრებად ვითარდება) ჯერ იყო დილა სიგარეტის მოწევის სურვილით დამეწყო, მაგრამ მოვერიე თავს. ინსტიტუტში შესვენებაზე რატომღაც ყოველი მეორე ნაცნობი თუ უცნობი სიგარეტს მთავაზობდა - ეგეც დავძლიე. მერე მამიდამ დამირეკა.ლექციების მერე გამოიარე ლერიმ, მამიდაშვილია ჩემი ამერიკიდან ამანათი გამოგიგზავნაო. მამიდასთან მისულმა ამანათი იქვე გავხსენი. ლერის ერთი ბლოკი ამერიკული მალბორო და ელიტარულ ალუმინის ქეისში მოთავსებული ხუთი კუბური სიგარა გამოეგზავნა. მამიდა: მარხვაში ხომ არ ეწევი მამიდა? ვაჟა: არა მარხვაში არა....
გზაში ვგრძნობდი ცელოფნის პარკში ჩადებულ ამერიკული ამანათის შიგთავს როგორ ეკიდა ცეცხლი. თითებს მწვავდა და ამავე ცეცხლოვან რიტუალში მონაწილეობას მთავაზობდა.
- ჩემი ხარ და როცა მინდა მაშინ მოგწევ... ამ სიტყვრბით ვიმშვიდებდი თავს როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ავედი. ავტობუსში ექვსი წლის უნახავი, ყოფილი მეზობელი და საბავშვო ბაღის პირველი სიყვარული დიანა შემხვდა. ვაჟა:- დიანა როგორ ხარ? დიანა: (გაუფართოვდა თვალები)- ვაჟა?.. კარგად, შენ როგორ ხარ? ვაჟა:- მეც არამიშავს. ... გავიგე გათხოვდი დიანა: კი ხუთი წლის გოგო მყავს.. ვაჟა: მეუღლე? დიანა: მეუღლე ექიმია, ერთი წელია გერმანიაშია მოწვევით, სტაჟირებას და კვალიფიკაციას იმაღლებს....
- არაფერი არ მესმოდა რას ამბობდა... მხოლოდ იმას ვგრძნობდი როგორ ცახცახებდა მისი სხეული. ჩემს სიყვარულს მის მიმართ ყოველთვის ვნიღბავდი, მაგრამ ეხლა ვგრძნობდი რომ იცოდა ყველაფერი. ვაჟა: შემდეგ გაჩერებაზე ჩევიდეთ და თუ დრო გაქვს ყავაზე დამეწვიე. დიანა: კი, სიამოვნებით, დრო მაქვს.
ისე მოკლედ თქვა და ისე დახარა წამწამები რომ წამიერად გული შარვალში წამივიდა....
(ისევ მამაოს მიმართავს) არ ვიცი საიდან მოვიდა ეს სითამამე ჩემში, ადრე ათასჯერ მეტი დრო და საშუალება იყო მისთვის სიყვარული ამეხსნა, მაგრამ ერთ სიყტვასაც ვერ ვძრავდი. ადრე არავისი მშინებია ამ ქვეყანაზე ისე როგორც მისი.უშიშარი - მშიშარა ვხდებოდი, ჩემი ენა მოსწრებულობა-ბლუყუნად მეცვლებოდა, გამჭრიახეობა - დაბნეულობად. მხოლოდ იმ დღეს ვიყავი თამამი, თავისუფალი, უდნავ უხეშიც კი, ალბათ როგორებიც მოწონთ გოგოებს.
გვრძნობდი რაღაც შეუძლებელი ხდებოდა....
(მოქმედება სასტუმროს ოთახში) მაშინ მოვეგე გონს როდესაც აბაზანაში შესულმა დიანამ საშხაპეში წყალი მოუშვა.
საწოლიდან გადავწვდი ამერიკულ ამანათს და მალბორო გავაბოლე.
მაჯობე..., დამთავრდა... ხმამაღლა ვამბობდი ჩემთვის და ხარბად ვეწეოდი.
ვაჟა: არ მძინებია,მთელი ღამე ვიფიქრე მამაო, გუშინდელი დღის მომხდარი კადრებად განვიხილე....არაფერი არ შეგვძლებია, არაფერი... ეხლა მესმის წმინდა წერილის ნურავის შეპირდები ნურაფერს , ნურასდროს დაიფიცებ ნურავის, ნურასდროს იტყვი არასდროს.
მამა ბესარიონი: სწორ გზაზე შემდგარს ეშმაკი მეტად ებრძვის შვილო, უნდა გებრძოლა ბოლომდე.
ვაჟა: რა ეშმაკთან ბრძოლა მამაო, საკუთარ თავს , საკუთარ სურვილებს ვერ ვაკონტროლებ. რომელ ეშმაკთან ბრძოლის თავი აქვს ადამიანს. (პაუზა) თავის ცოდვებიც ეყოფა ეშმაკს ჩემი ცოდვები საკუთარი უსუსურობა რომ არ დავუმატო. ის გვთავაზობს მხოლოდ, არჩევანს კი ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენ. ჯერ ცოტას გთავაზობს, თუ არ მიეყიდე, მერე უმატებს, უმატებს და ჩვენც ვებმებით მის ბადეში.
მამა ბესარიონი: ბადეში მოხვედრილი კი ეშმაკის კერძი ხდები შვილო
ვაჟა: მაგრამ ბადედან ხდება რომ თევზი აღწევს თავს? გუშინ დავაღწიე მას მამაო, მიუხედავად ჩემი ცოდვისა
(მამა ბესარიონი ხმას არ იღებს გაკვირვებით აკვირდება ვაჟას) მამა ბესარიონი: ამპარტავნობამ ხომ არ მოგიცვა შვილო?
ვაჟა: საკუთარი თავის უსუსურობის დანახვა ამპარტავნობაა?
ვირტუალურ ბადეში მოვყევი გუშინ, იქ თევზები დიდიც იყო და წვრილიც, ბადე კი იმიტომ იყო ვირტუალური რომ დიდ თევზებისთვის დიდი ნაქსოვი იყო, სუსტი თევზისთვის პატარა ნაქსოვად იცვლებოდა, ვერც დიდი თევზი აღწევდა თავს ნაქსოვს და ვერც პატარა ლიფსიტა. მე დავაღწიე მის ბადეს თავი, როდესაც ჩემი თავის უსუსურობა დავინახე და ვაღიარე რა ჩემი თავის სისუსტე ბადემ გამატარა როგორც სუსტი ლიფსიტა. ვფიქრობ იმ წამში განცდილმა სინანულმა და თავმდაბლობამ მიხსნა. ეხლა ვაანალიზებ ყოველივეს და ხვდები, როგორც ადამმა გადააბრალა ევას შემაცდინაო, ხშირად ისევე ვაბრალებთ ეშმაკს ჩვენსავე ჩადენილ ცოდვას, მან შეგვაცდინა ეშმაკმა, თორემ ჩვენ ანგელოზები ვართ. სწორედაც მაშინ ვუღებთ გულის კარებს მას და ვეპატიჟებით ჩვენს გულში "თავისი" ცოდვების მისაღებად. ისიც ისაკუთრებს ადგილს ჩვენსავე გულში.
მამა ბესარიონი: ეს რა დაგმართნია შვილო, ალბათ იცი რომ ამ შემთხვევის მერე ვერ გაზიარებ. ლოცვები და მეტანიები გააკეთე დღეში ორმოცდაათჯერ.
ვაჟა: ამ შემთხვევამ მამაო არა თუ დამასუსტა არამედ გამაძლიერა სულიერად და მორიგი ცხოვრებისეული გაკვეთილი ჩამიტარა. მე ცოდნას ვეზიარე და ამითაც კმაყოფილი ვარ, ცოდნა რომელსაც ბევრი ნაზიარებიც ვერ ეზიარება.
დასასრული:
ნუკი სამსახურშია.
ანი თანამშრომელი : ნუკი დღეს შვიდ საათზე რესტორან თავადურში ვართ დაპატიჟებული, თამუნა გვეპატიჟება არ დააგვიანო.
ათ საათზე რესტორანში მყოფი მშიერი ნუკი, ხედავს როგორ შემოდის რესტორანში თავისი "ბოიფრენდი" გოგონასთან ერთად ხელ გადახვეული.
(მოქმედება ვითარდება ფოიეში)
ნუკი: ვინ არის? მიშა(ბოიფრენდი): ჩემი საცოლეა... ნუკი სილას აწნის და გარბის რესტორნიდან ქვითინით... გაბრაზებული, მშიერი , აღზნებული, მიდის სახლში სადაც ერთგული შუები ელოდებიან.
ბოლო კადრი:
ნამტირალევი ნუკი, თვალებზე ცრემლებისგან ტუშ მოთხუპნული ზის სამზარეულოში წინ ყავის ფინჯანი დევს და ოდნავი სლუკუნით ბოლო (მეხუთე) შუს იღებს თეფშიდან. თეფში ცარიელია.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ძვირფასო თამარ გმადლობთ კომენტარისთვის. მე მხოლოდ მთავარი დედააზრი გადმოვეცი ჩვენი სულიერი სისუსტეების ფიზიკური გამოვლინებით და ხაფანგი რასაც ცხოვრება გვიგებს სხვადასხვა პრობლემების თუ ცდუნებს სახით. ეს ყოველივე სათაურს სავსებით აკაყოფილებს, ხოლო შემდეგი გავრცობას მკითხველს ფანტაზიას ვანდობ, მისი უსასრულო ვარიანტებით. რაც თქვენ მშვენივრად აღწერეთ. თუმცა ასე გავრცობით შიძლება ვრცელ ნაწარმოებად იქცეს და სათაური სულ ამოვარდეს სიუჯეტის გავრცობით.
დიდი მადლობა. ძვირფასო თამარ გმადლობთ კომენტარისთვის. მე მხოლოდ მთავარი დედააზრი გადმოვეცი ჩვენი სულიერი სისუსტეების ფიზიკური გამოვლინებით და ხაფანგი რასაც ცხოვრება გვიგებს სხვადასხვა პრობლემების თუ ცდუნებს სახით. ეს ყოველივე სათაურს სავსებით აკაყოფილებს, ხოლო შემდეგი გავრცობას მკითხველს ფანტაზიას ვანდობ, მისი უსასრულო ვარიანტებით. რაც თქვენ მშვენივრად აღწერეთ. თუმცა ასე გავრცობით შიძლება ვრცელ ნაწარმოებად იქცეს და სათაური სულ ამოვარდეს სიუჯეტის გავრცობით.
დიდი მადლობა.
11. ბერი 18, შენი ნაწარმოების სიძლიერე იმაშია, რომ, ორივე სიტუაციაში შენმა გმირებმა, ერთდროულად სულისა და ხორცის სისუსტე გამოავლინეს, რაც საერთო სენია ძალიან ბევრისთვის. ანუ აჩვენე, რომ არც დიეტის შენახვაა ადვილი, თუ სხეული გეწინააღმდეგება, არც სიგარეტისთვის თავის დანებება... არც ვნებასთან გამკლავება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ეს კავშირი არაფერს გავალდებულებს, - დიანას ხომ ქმარი ჰყავს? ჰოდა მანვე იმტვრიოს თავი თავისი პრობლემების გამო...
აი, ნაწარმოების სისუსტე კი ის არის, რომ შენს გმირებს გადაკვეთის საერთო წერტილი არ მოუძებნე... ვერსიები: 1. თუნდაც ტელეფონს რომ დაერეკა ატირებულ და შუების ჭამაზე გადართულ ნუკისთან და შემთხვევით ეს პიროვნება ვაჟა აღმოჩენილიყო... 2. ქუჩაში შემთხვევით დაჯახებოდნენ ერთმანეთს. ერთი - ტირილით მიდიოდა გზაზე და ყურადღებას არ აქცევდა გამვლელებს... მეორე - ცაში იყურებოდა და საავდროდ გამზადებულ ღრუბლებს შეჰყურებდა... და ამ დროს შემთხვევით დაეჯახნენ ერთმანეთს... შეხვდა ერთმანეთს მათი თვალები და............... ამის შემდეგ თავად მკითხველმა გადაწყვიტოს, რა იქნება შემდეგ... 3. ერთი ფეხით მიდის, მეორე - მანქანით, საკუთარით ან ტაქსით, არ აქვს მნიშვნელობა. და მანქანა ეჯახება ფეხით მოსიარულეს. მანქანაში მჯდომი სწრაფად გადმოდის მანქანიდან და სასწრაფოში რეკავს. სასწრაფო მოდის და დაზარალებული მიჰყავს. თუ მანქანა საკუთარია, ეს პიროვნება მანქანით მიჰყვება უკან სასწრაფოს. და თუ ტაქსით მიდიოდა, მაშინ ისიც სასწრაფოს მანქანაში ჯდება და დაზარალებულს მიჰყვება........... და აქაც შეგიძლია შეწყვიტო ფილმი, - მკითხველმა თუ მაყურებელმა თავად იფანტაზიოროს, დარჩებიან ერთად ნუკი და ვაჟა თუ არა...
გამიგე, ბერო18-ო?
ბერი 18, შენი ნაწარმოების სიძლიერე იმაშია, რომ, ორივე სიტუაციაში შენმა გმირებმა, ერთდროულად სულისა და ხორცის სისუსტე გამოავლინეს, რაც საერთო სენია ძალიან ბევრისთვის. ანუ აჩვენე, რომ არც დიეტის შენახვაა ადვილი, თუ სხეული გეწინააღმდეგება, არც სიგარეტისთვის თავის დანებება... არც ვნებასთან გამკლავება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ეს კავშირი არაფერს გავალდებულებს, - დიანას ხომ ქმარი ჰყავს? ჰოდა მანვე იმტვრიოს თავი თავისი პრობლემების გამო...
აი, ნაწარმოების სისუსტე კი ის არის, რომ შენს გმირებს გადაკვეთის საერთო წერტილი არ მოუძებნე... ვერსიები: 1. თუნდაც ტელეფონს რომ დაერეკა ატირებულ და შუების ჭამაზე გადართულ ნუკისთან და შემთხვევით ეს პიროვნება ვაჟა აღმოჩენილიყო... 2. ქუჩაში შემთხვევით დაჯახებოდნენ ერთმანეთს. ერთი - ტირილით მიდიოდა გზაზე და ყურადღებას არ აქცევდა გამვლელებს... მეორე - ცაში იყურებოდა და საავდროდ გამზადებულ ღრუბლებს შეჰყურებდა... და ამ დროს შემთხვევით დაეჯახნენ ერთმანეთს... შეხვდა ერთმანეთს მათი თვალები და............... ამის შემდეგ თავად მკითხველმა გადაწყვიტოს, რა იქნება შემდეგ... 3. ერთი ფეხით მიდის, მეორე - მანქანით, საკუთარით ან ტაქსით, არ აქვს მნიშვნელობა. და მანქანა ეჯახება ფეხით მოსიარულეს. მანქანაში მჯდომი სწრაფად გადმოდის მანქანიდან და სასწრაფოში რეკავს. სასწრაფო მოდის და დაზარალებული მიჰყავს. თუ მანქანა საკუთარია, ეს პიროვნება მანქანით მიჰყვება უკან სასწრაფოს. და თუ ტაქსით მიდიოდა, მაშინ ისიც სასწრაფოს მანქანაში ჯდება და დაზარალებულს მიჰყვება........... და აქაც შეგიძლია შეწყვიტო ფილმი, - მკითხველმა თუ მაყურებელმა თავად იფანტაზიოროს, დარჩებიან ერთად ნუკი და ვაჟა თუ არა...
გამიგე, ბერო18-ო?
10. ვაააააააააააა საინტერესოა ნამეტანი..........2 საღოლლლ. ვაააააააააააა საინტერესოა ნამეტანი..........2 საღოლლლ.
9. ნენენენე რამ გაგაოცათ? ნენენენე რამ გაგაოცათ?
8. გაოცებას საზღვარი არ აქვს... გაოცებას საზღვარი არ აქვს...
7. თემური57 ერთიანი ნაწარმოებია კავშირს კრავს განსხვავებული სუტუაციების საერთოს პოვნა. ფილმებშიც და ნაწარმოებშიც ხშირად შეხვდებით სხვა და სხვა დროში ან სხვადა სხვა სრულიად განსხვავებული მოქმედებების მონაცვლეობას. ეხლა ზუსტად არ მახსოვს რომ ჩამოგითვალო...
თუ ვინმე გაიხსენებთ აქ შემომსვლელთაგან დამიწერეთ თემური57 ერთიანი ნაწარმოებია კავშირს კრავს განსხვავებული სუტუაციების საერთოს პოვნა. ფილმებშიც და ნაწარმოებშიც ხშირად შეხვდებით სხვა და სხვა დროში ან სხვადა სხვა სრულიად განსხვავებული მოქმედებების მონაცვლეობას. ეხლა ზუსტად არ მახსოვს რომ ჩამოგითვალო...
თუ ვინმე გაიხსენებთ აქ შემომსვლელთაგან დამიწერეთ
6. არამითი ნაწარმოების სათქმელი სწორედაც ორი განსხვავებული მოქმედებების საერთო წერტილის პოვნაა. ვწუხვარ რომ ვერ დაინახეთ არსი ამ განსხვავებულის მსგავსებამ.
სიბრტყეზე ორი კოორდინატია საჭირო რომ წერტილი იპოვო.
მადლობა ყველას ვინც წაიკითხა და კომენტარი არ დაიშურა. არამითი ნაწარმოების სათქმელი სწორედაც ორი განსხვავებული მოქმედებების საერთო წერტილის პოვნაა. ვწუხვარ რომ ვერ დაინახეთ არსი ამ განსხვავებულის მსგავსებამ.
სიბრტყეზე ორი კოორდინატია საჭირო რომ წერტილი იპოვო.
მადლობა ყველას ვინც წაიკითხა და კომენტარი არ დაიშურა.
5. წავიკითხე. თუ ერთიან ნაწარმოებად აღვიქვამთ, კავშირი დარღვეულია. ცალ-ცალკე საინტერესო და კარგი მინი-პიესებია. წავიკითხე. თუ ერთიან ნაწარმოებად აღვიქვამთ, კავშირი დარღვეულია. ცალ-ცალკე საინტერესო და კარგი მინი-პიესებია.
3. სულისა და ხორცის ბრძოლა სამწუხაროდ ხორცის გამარჯვებით მთავრდება ხშირად ... ,,ეშმაკი ებრძვის ღმერთს და მათი ბრძოლის ადგილი ადამიანთა გულებია”(დოსტოევსკი) წარმატებები + + სულისა და ხორცის ბრძოლა სამწუხაროდ ხორცის გამარჯვებით მთავრდება ხშირად ... ,,ეშმაკი ებრძვის ღმერთს და მათი ბრძოლის ადგილი ადამიანთა გულებია”(დოსტოევსკი) წარმატებები + +
2. ნუკი,ვაჟა,დიანა,მიშა,მამაო, ვერაფრით დავაკავშირე ერთმანეთთან,აქ ორი სხვადასხვა ამბავია შეუკრავი.. 0 ნუკი,ვაჟა,დიანა,მიშა,მამაო, ვერაფრით დავაკავშირე ერთმანეთთან,აქ ორი სხვადასხვა ამბავია შეუკრავი.. 0
1. ომგ :)))))))))))))) რა დრამატიზმია! :))))))))))))) ომგ :)))))))))))))) რა დრამატიზმია! :)))))))))))))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|