ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: დრამატურგია
26 თებერვალი, 2014


ელექტრონული ჯოჯოხეთი

სცენა წარმოადგენს ჯოჯოხეთს
ოთახი ეკონომ-ნათურებითაა განათებული და მაგიდის ლამპით.
კედელზე Wi-Fi -ია დამონტაჟებული. მაგიდაზე დგას 2 ლეპტოპი, პროექტორი, კლავიატურა, ვაირლესს-მაუსი, USB ადაპტორი, ფლეშკა, კამერა.....ვირტუალური რეალობის სიმულიატორი...ტელეფონები. Switch. მაგიდის ქვეშ სერვერი. 3 მონიტორი, მეოთხე---- კედელზეა.
ადამიანი მიბმულია სკამზე.სკამზე მაღალი ძაბვის კონტაქტებია, ყოველი პაუზა, 30 წამზე მეტი ხანგრძლივობით, ისჯება ელექტრული განმუხტვით, 30 000 ვოლტი.
ეკრანებზე ჩართულია 1325 ჩატი. 124 საიტი. 8 ონლაინ თამაში და 432 სოციალური ქსელი.
ადამიანს გადაღლილი სახე აქვს. უკვე აშკარად ესაჭიროება ფსიქიატრი.
ის ყვირის.
მგონი "მიშველეთ"..... თუ რაღაც ამის მსგავსი.ხანდახან კლავიატურაზე მიბმული თითებით კრეფს ტექსტს..."უფალო შეგვიწყალენ."და "მე ცოდვილი ვარ"...
როცა თვალები უჭრელდება , ჩასთვლემს და მორიგი დენის დარტყმის შემდეგ თვალებს ხუჭავს ,მერე დაღლილი, ფერდაკარგული ტუჩებით ჩურჩულებს ............".მხოლოდ ახლა არა...მხოლოდ ასე არა....არ მომკლათ..."
ეშმაკი კი იცინის და ამატებს სულ ახალ საიტებს...ჩატებს....თამაშებს...მომხმარებლებს...

..........................................

ადამიანი ყვირის...
ყვირის...
მერე ტირის.
ცრემლი ასველებს მონიტორს,
კლავიატურას...
მაუსს....
ადამიანი შველას ითხოვს .....დენის ძალა თანდათან მატულობს...თვალები გადმოვარდნაზე აქვს ტკივილისაგან, აღარ იცის სძინავს თუ ღვიძავს, რამეთუ მის დაღლილ გონებაში წაიშალა ზღვარი.....

...............................................

აღარ მინდა! არა!..შემიბრალეთ!
და ბოლოს მას იბრალებენ.


...........................................................................................................................................................................................................
სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ:


---უფ...დამარეკინეთ...მომეწყინა ..შეიძლება ხო?...
შემოაქვთ ძველი ტელეფონი....
კიდევ ორი დღის შემდეგ...
----მობილური არის აქ?...
---სენსორული?...
-----ისა და .....რა უნდა გთხოვოთ...ინტერნეტი არის შენობაში?...კაბელით?...ფუუუ...Wi-Fi არ არის?...აუ, არის ხოოო?..
კომპიუტერი არის აქ სადმე?...ლეპტოპი მინდა..არა, აი ეგ. ხოო. ოთხბირთვიანი.
რა არის ?......ასე დაბალი სიჩქარე ?...ვერ ვთამაშობ...ფოსტაც ვერ გავხსენი......ეს რა ინტერნეტია?..
თამაში მინდა.....
სოც ქსელები მინდა....რატომ დამიბლოკეთ?...


---------------------------------------------
და ისევ...
ისევ...
ისევ................



............................................

მიშვეელეთ!....გამორთეთ!..აღარ შემიძლია!


.........................

შემოდის ეშმაკი. მიუთითებს მაგიდისკენ. და ვითომ უემოციოდ ამბობს :
---აი, ადამიანები თავად ირჩევენ და ქმნიან საკუთარ ჯოჯოხეთს. მერე კი მე ათას რამეს მაბრალებენ! დავიღალე!...კარგად ვიცი ჩემი უფლებები! შვებულება არ მქონია დასაბამიდან 7618 წელი! წავედი! ადრე ჩვეულებრივი ჯოჯოხეთი იყო, ახლა კი ციფრულია! დროა დავისვენო და კომპიუტერულ სისტემებს ვანდო ჩემი სამუშაო!.... და ბოლოს მეც მაქვს დუმილის უფლება ....ყველაფერს, რასაც ამის მერე ვიტყვი, შეიძლება გამოყენებული იყოს ჩემს წინააღმდეგ...იმიტომ....ამიტომ.........მე წავედი და თავი დამანებეთ.სულ მკიდია რა მოხდება!
ყველა პრეტენზია უფალთან.
სულ კარგად ბრძანდებოდეთ...............



ს.ნ. 2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები