ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პროზა
18 მაისი, 2014


დედები

იმ წელს ზვარეში ვისვენებდი.
ჰამაკში გადაწოლილი ცას ავყურებდი. გაშტერებულ მთებსაც ცისთვის მიებჯინათ
მწვანე თვალები...გაბმულმა ბღავილმა გამომარკვია.
-ბეეეეეე.....
წამოვდექი, ღობესთან მივედი: ბიჭი, თოკჩაბმულ ციკანს ძალით მიათრევდა .
უკან თხა მისდევდა,  ბიჭი თავისუფალი ხელით ქვებს ესროდა...აგდებდა,
მაგრამ ის  ჯიუტად მაინც  მისდევდა და განწირულად ბღაოდა .მთელ სამყაროს
სთხოვდა შველას...-აღმართს მიეფარნენ.
-ზვარელებმა ჩრდილელებს ფეხბურთში მოუგეს და ამაღამ ქეიფობენ ციკანზე.-ჩაილაპარაკა მოახლოებულმა დეიდა ციცომ.
დიდხანს თვალიდან არ გადამდიოდა დედა-შვილობის ეს ტრაგიკული სურათი.
მოგვიანებით, როცა ჩემს დაქალს შვილი მოუკლეს...-სასოწარკვეთილი დედა, საავადმყოფოს ეზოში, თავწაცლილი ქათამივით,  აქეთ-იქით აწყდებოდა, ხოლო ჩვენ,  ვერცერთი ვერ ვეუბნეოდით სიმართლეს, ზვარეში ნანახი სურათი ამომიტივტივდა...-როგორ ტყუპისცალივით გავდა, ჩემი დაქალი , იმ ციკნის დედას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები