ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
26 თებერვალი, 2014


ვინა თქვა?..

ვინა თქვა - მიწა გრილია,
ან დრო კურნავსო ტკივილებს,
მაშ, რა დავარქვა სახელად
გულზე რომ შემომკივის მე?!
რაც უნდა ცეცხლის ზარდახშად
მზე გადმოგემხოს თავღია,
სიცოცხლე უსიხარულოდ,
გულს დაწოლილი ჯანღია!
ძვლები გაითბე ნისლებით,
ზვავად  ჩავლილო ზამთარო,
სად დაგაქუჩოთ დღეებო,
გულიდან ჩამონაქარო?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები