ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2014


მიწის გულის ცემა.

მისუსტებულ ხეებს ჯერაც,
ცა გაუდით ლანდად,
თებერვალი დამდგარა და
ხეში წყალი ჩადგა.
გავცდი უკვე, გავიარე,
ნუ გამატანთ  დარდად,
ვარტყობ მაგ  წყალს ხე ვერ ასწრებს...
რაც დალია -კარგავს.
ცოტა კიდევ, მიწავ, კიდევ,
ფესვთან მეტი დარჩეს...
რათა ბევრი  გადაუსხას
იმ დატოტვილ მაჯებს.
გზისპირს ასე საცოდავად
ბუჩქები რომ  დგანან
ფეხზე ,გამხმარ-გაფარჩხული,
ფიჩხის კონას გვანან,
სადაცაა დრო მოუვათ,
სიყვარულის ხანა,
-თვალი მაყვალს დაუდგება-
დახდებიან  გოგოები,
სავსე მთვარისთანა.
დაგრეხილი ვაზები შორს,
სანახევროდ სჩანან,
მიწოლილან რიგში,
თითქოს დაუსვიათ დანა,
მზემ თითები დაუტარა,
ქარვა დაატანა,
დააწერა სიყვარულის,
-ტანზე -ანა-ბანა.
რა ლამაზად იწყებს ფეთქვას
გაზაფხულის  სული,
მესმის უკვე ,მკვდარი მიწის,
მაჯისცემა სრული,
საოცარი სურნელი დგას
-გამომცხვარი პურის,-
ზეიმია, დასაწყისი,
დიდი სიყვარულის.
მოლოდინით სავსე გული
ამ ზეიმზე  წავა...-
მოგვაკითხეთ მისამართზე:
მდელო, ტყის პირთანა...
-სულ ტყუილად,
თუ გგონია, შენ  გიხმობდეს ნანა,
ერთი ცეკვა ჩავიფიქრე
მე იქ , ნიავთანა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები