| ავტორი: თანანა ჟანრი: პროზა 1 მარტი, 2014 |
პირველკურსელი იყო, უნივერსიტეტის წინ, გაჩერებაზე დიდხანს მოუწია ლოდინი, ავტობუსი იგვიანებდა. მის გვერდით მთვრალი კაცი იდგა და ცაცხვის ხეს ესაუბრებოდა. მუქი სათვალე ეკეთა, საყელოაწეული და აცა-ბაცა შეკრული პალტო ეცვა. ფრაზები ნაწყვეტ-ნაწყვეტ ესმოდა, მაგრამ, რაღაც იყო ამაში, მთლად მთვრალის ბჟუტურს რომ არ ჰგავდა... მგონი, ზბიგნევ ციბულსკის ჰგავს- გაიფიქრა ნიამ. ჰო, რაღაცით, მართლაც ჰგავდა ცნობილ პოლონელ მსახიობს... ავტობუსის მოსვლას არ დაადგა საშველი, არა და, ჯიბეში დედისერთა 5 მანეთიანი ედო, ისეთი, კონკიას რომ გაატანა დედინაცვალმა, შენც ჭამე, სხვასაც აჭამე და სახლშიც მოიტანეო... ბევრი არ უფიქრია, ტაქსი გააჩერა და მთვრალიც მიიპატიჟა. ის გაოცებული სახით და სათვალის სწორებით ჩაჯდა. ორივე უკან ისხდნენ. უცნობის გაკვირვება სითბომ დაადნო და გოგოზე ხელის გადახვევაც დააპირა. გოგომ ხელი მშვიდად ჩამოაღებინა და სად ცხოვრობთო, ჰკითხა. პავლოვზე - იყო პასუხი. კაცი გოგონას სახელით დაინტერესდა და იქნებ, ჩემთან ან შენთანო, დააყოლა... ნიას სახელი არ უთქვამს, თუ ჭკვიანად არ იქნებით, ჩამოგსვამთო! - უპასუხა. უცნაური ვინმე ჩანხარ, გნებდები, ოღონდ, შენი ტელეფონი მაინც მითხარიო. გოგო გაიტრუნა, უცნობმა ბანქოს ცარიელ კოლოფზე თავისი სახელი და ნომერი მიუწერა და ამასობაში ტაქსიც გაჩერდა. უცნობმა ნიას ჯიბისკენ წაღებულ ხელზე ხელი მოკიდა, თავის გაქნევით - არც გაბედოო, ანიშნა, მძღოლს ფული გადაუხადა და ეს გოგო სახლამდე მიიყვანეო! - უთხრა. გადასვლისას - მაგარი „სნეგუროჩკა“ ხარ, ჭუკლიო, თქვა და წავიდა. ნიამ ორი დღე აწვალა ბანქოს კოლოფი, ბოლოს დარეკა, მაგრამ თავი არ გაახსენა, ვითომ სხვაგან რეკავდა და შემთხვევით მოხვდა, გიორგი იკითხა... ისეთი კრუტუნა და რბილი ხმა ჰქონდა, „შნურს“ გამოყვებოდა კაცი... ზურამ - გიორგი არა ვარ, ჭუკლი, მაგრამ, იქნებ, ზურაობაზე დამეწვიოო და საუბარიც გაიბა... ნია კარგი მოსაუბრე იყო, 18 წლის პირობაზე ნაკითხიც ეთქმოდა, იმ დროის ბესთსელერებს ხელიდან არ უშვებდა, ერთი სიტყვით, სატელეფონო გაცნობა შედგა. (იმ წლებში მოდაში იყო სატელეფონო საუბრები, მე შენ გეტყვი, ტარიფი შეგიშლიდა ხელს)... პირველივე საუბარი, როგორც ჩანს, საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მეორე დღიდან უკვე ზურა რეკავდა. საუბრის ხანგრძლივობა ყოველდღიურად მატულობდა და ერთ ღამეს, როცა ნიას მამამ ტელეფონი ვერ იპოვა და დიდი ძებნის შემდეგ ქალიშვილის ბალიშის ქვეშ მიაგნო, სიბრაზისგან შნური ჩამოგლიჯა და ახლაც ილაპარაკეო - მიაყვირა! ღამის ჩაგდება ორივემ მძიმედ გადაიტანა და ტელეფონის ხაზის აღდგენისთანავე ზურამ შევხვდეთო, - სთხოვა ნიას. ნიამ უცნაური პირობა წაუყენა, თბილისში ყველაზე წყნარი და არახალხმრავალი ქუჩა უნდა აერჩიათ, ჩაცმულობაშიც არაფერი უნდა ყოფილიყო თვალშისაცემი, არავითარი მინიშნება გარეგნობაზე და თუ ერმანეთს მაინც იცნობდნენ, ე.ი. იმ მაღალს და ყოვლისშემძლეს სურდა ასე... ცოტა ყოყმანის შემდეგ ზურა დათანხმდა, ნიას უცნაურობა აღნიშნა და ამის გამო შეხვედრის გაათმაგებული ინტერესიც არ დამალა... თბილისის ერთ ძველ უბანში, ყველაზე მყუდრო ქუჩაზე შეთანხმდნენ. საღამოს ექვსს აკლდა წუთები. პირველი ზურა მივიდა. თოვლის საფარქვეშ ქუჩა ისე გარინდულიყო, თითქოს ისიც ამ შეხვედრას ელოდა. ნია ცნობილი მეგვიანე იყო, 10 წუთით დაგვიანება მისთვის ადრე-ს ნიშნავდა. შორიდანვე შენიშნა ზურა, სწორად შეკრული პალტოთი, მუქი სათვალით და შენელებული კადრივით ნაბიჯებით. ვიღაც მოხუცი ძაღლს ასეირნებდა, უხდებოდა თოვლს დალმატინელის შავ-თეთრი. ძაღლი პატრონს გაექცა, ნიას წრე დაარტყა, ჯერ დაყნოსა და მერე წაეთამაშა, ნიამ დალმატინელის მოფერება დააპირა და უცებ, ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან - ნიააა!!! - დაიძახა ზურამ და ადგილიდან მოწყდა, მირბოდა ნიაც, უკან დალმატინელი . მშვენიერი კადრი იყო, რომელიღაც მერე გადასაღები ფილმიდან... - თურმე შენ ხარ ის უცნაური გოგო, ტაქსით რომ წამიყვანა, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი, ისიც შენ ხარ, ვის გამოც ტელეფონი ლოგინში მიწევს, შენ, ჩემი პატარა, უცნაური ბარტყი! - სითბოდ იწვიმა ზურამ, მერე ნია ხელში აიყვანა, ერთი ორჯერ ჰაერში დატრიალდა და ასე ხელში აყვანილი ატარა ქუჩის ბოლომდე... სუნთქვაშეკრული ნია გრძნობდა სადღაც მზის წნულთან როგორ დაიწყო ათი ათასმა ჭიანჭველამ ფუთფუთი... უნდოდა ეთქვა, დამსვიო, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო, მოულოდნელად ზურამ ტუჩებში აკოცა... ნიამ პირველად იგრძნო, რა იყო უწონადობა... უცებ წაიშალა ყველა ზღვარი, პირობითობები, რას იტყვის ხალხი (სად იყო, თორე კი...), ეს რა მიქენი, შე მამაძაღლო ბავშვოო!- ამბობდა ზურა. ნია ვერ ხვდებოდა, რას ეკითხებოდნენ, ქუჩა, კაცი, თოვლი და გულისცემა ერთმანეთში აირია, გაიდღაბნა... პირველი კოცნა იყო ეს... ზურა ნიაზე 10 წლით იყო უფროსი, პროფესიით ფიზიკოსი. მისი განმარტებით ფიზიკა თავის თავში პოეზიას, მუსიკას და ჭეშმარიტების ძიებას ხელოვნებას ერთად მოიცავდა... საკუთარ თავს „ფიზიკოს-ლირიკოსს“ ეძახდა... უკვე მუშაობდა რომელიღაც ინსიტუტში. ადვილი წარმოსადგენია, რას ნიშნავდა 18 წლის გოგოსთვის ამ ახლადაღმოჩენილ, საინტერესო სამყაროსთან შეხება... ღამეული სატელეფონო საუბრები გათენებამდე გრძელდებოდა. ნია უკვე ყურებამდე იყო შეყვარებული, ზურა შეყვარებულივით კი იქცეოდა, მაგრამ ის ჯადოსნური სიტყვები ჯერ არ ჰქონდა ნათქვამი... ნიას ოჯახი ტრადიციულად ყოველ ახალ წელს მეზობელთან ერთად ხვდებოდა. ხან ნუნუ დეიდა გადმოდიოდა მთელი ჯალაბით, ხან ნიას ოჯახი. ამჯერად ნუნუსთან იყვნენ სტუმრად, გვერდზე კორპუსში. დედა ტკბილეულით ხელდამშვენებული კი მიადგა, მაგრამ ნუნუსთვის ნაყიდი საჩუქარი დაავიწყდა. საჩუქრისთვის შინ მობრუნებულს კიბის პირველივე საფეხურზე ყვავილი დახვდა, ალბათ, ვინმე სტუმარს დაუვარდაო, გაიფიქრა, მაგრამ ყველა საფეხურზე თითო ყვავილი რომ შენიშნა, ნეტა, რა ხდება და ვისია ეს ყვავილებიო? - დაინტერესდა. საკუთარ კართან თაიგულით ატუზული ბიჭი რომ დაინახა, შეცბა, ინსტიქტურად ჩანთა ჩაბღუჯა და საკმაოდ მკაცრი ხმით იკითხა, ახალგაზრდავ, რა გნებავთ და ვინ ბრძანდებითო?.. - მე ზურა მქვია, ქალბატონო, თქვენი ქალიშვილისთვის ახალი წლის მოლოცვა მინდოდა... ქეთევანი დაიბნა, სახლის გასაღები ჯერ ამოიღო, მერე ისევ ჩანთაში ჩადო და ნია სტუმრად არისო -უპასუხა. ზურამ თაიგული ნიას დედას მიაწოდა, გილოცავთ ახალ წელსო და ის იყო წასვლა დააპირა, რომ ქალბატონმა ქეთევანმა - კარს მომდგარ მეკვლეს ასე როგორ გაგიშვებთო და შინ შეიპატიჟა. ზურამ ფეხბედნიერობისა, ახალი წლისა და ოჯახის სადღეგრძელო ერთად შესვა და გულგამთბარ და მომღიმარ ქალბატონ ქეთევანს - მე მიყვარს თქვენი ქალიშვილიო!!! - გამოუცხადა. ნიას და ზურას ურთიერთობა გაგრძელდა, თუმცა, ერთი დღე რომ გამოჩნდებოდა, მერე მთელი კვირით იკარგებოდა. იმ დღეს ნია იყო დედამიწის ზურგზე ყველა ყვავილის აყვავება, მთელი კვირა კი - გაუსაძლისი ზამთარი... ხან ქალღმერთის კვარცხლბეკზე იდგა, ხან მიწას ენარცხებოდა... მელას თავის მახრჩობელა უყვარსო, სწორედ ეს სჭირდა ნიას... ლექციების გაცდენას უმატა, მისი უდიდებულესობა-სიყვარული ფეხმორთხმით იჯდა ნიას გულსა და ტვინში... ფიქრის ყველა გზა ზურასკენ მიდიოდა, მხოლოდ ის იდგა ნიას ჰორიზონტს გადაღმაც და გადმოღმაც... ერთ საღამოს, როცა ნია ლექციიდან შინ ბრუნდებოდა, ვიღაც ბიჭმა ხელჩანთის წართმევა დაუპირა. გამხდარი და სუსტი კი იყო, მაგრამ, ისეთი წინააღმდეგობა გაუწია, რომ მძარცველმა დანა გააძრო და მოიხსენი თუ რამე სამკაული გაქვსო. სამკაულის დიდი მოყვარული არ იყო, მაგრამ რომც ჰქონოდა, არ მისცემდა. ამ კაფანდარას საიდან მიეცა ამხელა ძალა, არ იცოდა... დანის პირზე წაუვლო ხელი და ისეთი კივილი მორთო, მთელი უბანი შეიყარა. მძარცველი ხელცარიელი გაიქცა, ნიას გაჭრილი ხელიდან კი სისხლი სდიოდა. მეორე დღეს მთელი ქალაქი ამ შემთხვევაზე ლაპარაკობდა. ნიასგან ინტერვიუც აიღეს და საინფორმაციო გამოშვებაშიც მოხვდა. ზურას არ დაურეკავს. თვითონ დარეკა, მოკლედ უამბო თავს გადამხდარი და საღამოს ლექციების მერე სახლში გაცილება სთხოვა. ზურამ - დღეს პრეფერანსის დღე მაქვს, ვერ გავმაზავ, იქნებ, შენებს უთხრაო... ნიამ იგრძნო როგორ აყირავდა დედამიწა... ეს ყველაზე მძიმეწონიანი „უწონადობა“ იყო... თეთრმა ღამეებმა „შედეგი“ გამოიღო, სასესიო გამოცდები კინაღამ ჩააფლავა, არადა, კურსზე საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა... სადღაც გაქრა მხიარული და ტიკტიკა ნია. საკუთარ თავში შეიკეტა. სიყვარული აღარ იჯდა ფეხმორთხმით, იდგა გულის კუნჭულში და ვარდისფერი სათვალის ნამსხვრევებს აგროვებდა... ეს იყო ნიას პირველი მტკივნეული შეხვედრა საკუთარ თავთან. რაღაცეების წერა დაიწყო, ჯერ დღიურის, მერე მოთხრობების. თანდათან შველოდა სიტყვა... თუმცა, ზურას სახე მაინც ხრჩოლავდა ოცნების აუშენებელ სახლში... დედა განიცდიდა შვილის ტკივილს, ათასგვარი მაგალითებით ამშვიდებდა, აუცილებლად შეგხვდება ისეთი, ვინც გულს არ გატკენს, ეს ყველაფერი ცუდი სიზმარივით გაივლისო!.. ღამით დასიზმრებულმა ზურამ მოულოდნელად დილით დარეკა, შენს სადარბაზოსთან ვარ და უნდა გნახოო. დედამ - არ გაგიშვებ, შენ მაგისი სანთებელა ხომ არა ხარ, ხან აგანთოს, ხან ჩაგაქროს, შენი ფეხი არ ვნახო გადგმულიო! გაცხარებულმა ქეთევანმა კარი გადაკეტა და ვერსადაც ვერ წახვალო! - გამოუცხადა ქალიშვილს. ვისღა ახსოვდა წყენა, უძილო ღამეები, შელახული თავმოყვარეობა, სასურველი დოზისთვის ყველაფერზე წამსვლელ ნარკომანს ჰგავდა ნია! ფანჯარა გამოაღო, რაფაზე შეხტა და სახანძრო კიბისკენ თვალით მოზომა მანძილი, ფანჯრიდან კიბემდე ისეთი მანძილი იყო, მარტო კასკადიორი თუ გადახტებოდა... დედა მიხვდა, რასაც აპირებდა, სადარბაზოს კარი გაუღო და წადი, შე გადარეულოო! - მიაძახა. გაგრძელება იქნება...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ყველაზე ძალიან სწორედ პირველი პაემნის ეპიზოდი და "ნაადრევი კოცნა" მომეწონა. რაც უფრო ალოგიკურია, მით უფრო ზუსტია "სიყვარულის აღწერა". არ გადააკეთოს-მეთქი, იმის შიშით ვტოვებ კომენტარს :) ყველაზე ძალიან სწორედ პირველი პაემნის ეპიზოდი და "ნაადრევი კოცნა" მომეწონა. რაც უფრო ალოგიკურია, მით უფრო ზუსტია "სიყვარულის აღწერა". არ გადააკეთოს-მეთქი, იმის შიშით ვტოვებ კომენტარს :)
20. უნივერსიტეტის პირველ კურსელი 18 წლის გოგონამ , მთვრალი კაცი მიიპატიჟა ტაქსში და მერე... ტელეფონზე საუბრები.., კოცნა.. სიყვარული..., "უწონადობის" შეგრძნება, ეს ყველაფერი რა საჩქარო იყო, ნუთუ პირველკურსელობა, ახალგაცნობილი სტუდენტები ნაკლებ საინტერესო იყო ვიდრე ეს უცნობი "მთვრალი" ? , ვიქნები გულწრფელი ,არ მომეწონა .
უნივერსიტეტის პირველ კურსელი 18 წლის გოგონამ , მთვრალი კაცი მიიპატიჟა ტაქსში და მერე... ტელეფონზე საუბრები.., კოცნა.. სიყვარული..., "უწონადობის" შეგრძნება, ეს ყველაფერი რა საჩქარო იყო, ნუთუ პირველკურსელობა, ახალგაცნობილი სტუდენტები ნაკლებ საინტერესო იყო ვიდრე ეს უცნობი "მთვრალი" ? , ვიქნები გულწრფელი ,არ მომეწონა .
19. უკვე თქვენი პროზაც თქვენს პოეზიასავით მომწონს :)
რამდენიმე "ფიზიკოს-ლირიკოსს" ვიცნობ და რა ზუსტად გაქვთ ხასიათი დაჭერილი.
და სათაურის რა მოულოდნელი და საინტერესო ახსნა იყო.
დასაწყისში ცოტათი კი მეუცნაურა უცნობი, მთვრალი მამაკაცი რომ მიიპატიჟა ტაქსიში 18 წლის გოგომ, მაგრამ იქვე გამახსენდა, რომ მეც მინდოდა მაგ ასაკში მსგავსი რამეების გაკეთება- უბრალოდ, ვერ გავბედე :) უკვე თქვენი პროზაც თქვენს პოეზიასავით მომწონს :)
რამდენიმე "ფიზიკოს-ლირიკოსს" ვიცნობ და რა ზუსტად გაქვთ ხასიათი დაჭერილი.
და სათაურის რა მოულოდნელი და საინტერესო ახსნა იყო.
დასაწყისში ცოტათი კი მეუცნაურა უცნობი, მთვრალი მამაკაცი რომ მიიპატიჟა ტაქსიში 18 წლის გოგომ, მაგრამ იქვე გამახსენდა, რომ მეც მინდოდა მაგ ასაკში მსგავსი რამეების გაკეთება- უბრალოდ, ვერ გავბედე :)
18. ვკითხულობ ინტერესით.
ვკითხულობ ინტერესით.
17. ძალიან ლაღად იკითხება. პერსონაჟთა სახეები ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. დაველოდები გაგრძელებას. ძალიან ლაღად იკითხება. პერსონაჟთა სახეები ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. დაველოდები გაგრძელებას.
16. კარგია ძალიან, დაველოდები გაგრძელებას 5 კარგია ძალიან, დაველოდები გაგრძელებას 5
15. საინტერესო იყო, ,,ჩამითრია,, აბა ვნახოთ რა მოხდება :) საინტერესო იყო, ,,ჩამითრია,, აბა ვნახოთ რა მოხდება :)
14. მომეწონა..საინტერესოდ წერთ.დაველოდები გაგრძელებას. (ისე,იმ ყაჩაღს ზურასთან ხომ არაფერი აკავშირებს? ეჭვი გამიჩნდა.. :) )
წარმატებები + + მომეწონა..საინტერესოდ წერთ.დაველოდები გაგრძელებას. (ისე,იმ ყაჩაღს ზურასთან ხომ არაფერი აკავშირებს? ეჭვი გამიჩნდა.. :) )
წარმატებები + +
13. კარგია. ნუ გააპროზაულებ ზურას:) პს. მოგვწონს ქალებს როცა სულს გვიკაწრავენ:) კარგია. ნუ გააპროზაულებ ზურას:) პს. მოგვწონს ქალებს როცა სულს გვიკაწრავენ:)
12. კარგია. ნუ გააპროზაულებ ზურას:) პს. მოგვწონს ქალებს როცა სულს გვიკაწრავენ:) კარგია. ნუ გააპროზაულებ ზურას:) პს. მოგვწონს ქალებს როცა სულს გვიკაწრავენ:)
11. კარგია. ნუ გააპროზაულებ ზურას:) პს. მოგვწონს ქალებს როცა სულს გვიკაწრავენ:) კარგია. ნუ გააპროზაულებ ზურას:) პს. მოგვწონს ქალებს როცა სულს გვიკაწრავენ:)
10. "შენც ჭამე, სხვასაც აჭამე და სახლშიდაც მოიტანეო".__ასე იყო ზღაპარშიც, მანეთობის ეპოქაშიც, კუპონობისასაც და ლარობაზეც. გინდ ევროპაში შედი, გინდა_"ნატო"-ში, სტუდენტობა სტუდენტობაა. "შენც ჭამე, სხვასაც აჭამე და სახლშიდაც მოიტანეო".__ასე იყო ზღაპარშიც, მანეთობის ეპოქაშიც, კუპონობისასაც და ლარობაზეც. გინდ ევროპაში შედი, გინდა_"ნატო"-ში, სტუდენტობა სტუდენტობაა.
9. ქალბატონო ტენდი, გმადლობ კომენტარსთვის. დავფიქრდი თქვენს შენიშვნაზე, მაგრამ რადგან ამ ორი პერსონაჟის შეხვედრას წინ უსწრებდა ხანგრძლივი სატელეფონო საუბრები, ჩავთვალე, რომ ქალზეც და კაცზეც ერთნაირად მოქმედებს "აუდიო" ანუ უფრო აახლოვებს... თუმცა, თქვენს ვერსიაზეც ვიფიქრებ... ქალბატონო ტენდი, გმადლობ კომენტარსთვის. დავფიქრდი თქვენს შენიშვნაზე, მაგრამ რადგან ამ ორი პერსონაჟის შეხვედრას წინ უსწრებდა ხანგრძლივი სატელეფონო საუბრები, ჩავთვალე, რომ ქალზეც და კაცზეც ერთნაირად მოქმედებს "აუდიო" ანუ უფრო აახლოვებს... თუმცა, თქვენს ვერსიაზეც ვიფიქრებ...
8. ვნახოთ აბა გაგრზელება ++ ვნახოთ აბა გაგრზელება ++
7. :) კარგია. რასაკვირველია, მაგრამ კოცნა ცოტა ნაადრევი მგონია :)))
5 :) :) კარგია. რასაკვირველია, მაგრამ კოცნა ცოტა ნაადრევი მგონია :)))
5 :)
6. :) კარგიარასაკვირველია, მაგრამ კოცნა ცოტა ნაადრევი მგონია :)))
5 :) :) კარგიარასაკვირველია, მაგრამ კოცნა ცოტა ნაადრევი მგონია :)))
5 :)
5. დასაწყისისთვის კარგია, თან ფიზიკოსიო... ხელიდან გასაშვები არაა, წავიკითხავ ბოლომდე :) დასაწყისისთვის კარგია, თან ფიზიკოსიო... ხელიდან გასაშვები არაა, წავიკითხავ ბოლომდე :)
3. "იგროკი" ზურა.
უკვე კარგია ნაწერი, ანუ...
"იგროკი" ზურა.
უკვე კარგია ნაწერი, ანუ...
2. სასურველი დოზისთვის ყველაფერზე წამსვლელ ნარკომანს ჰგავდა ნია! რა კარგი შედარებაა. ველოდები გაგრძელებას. სასურველი დოზისთვის ყველაფერზე წამსვლელ ნარკომანს ჰგავდა ნია! რა კარგი შედარებაა. ველოდები გაგრძელებას.
1. :D ველოდები გაგრძელებას...საინტერესოდ გამაოცა: :D ველოდები გაგრძელებას...საინტერესოდ გამაოცა:
|
|
მონაცემები არ არის |
|
|