ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2014


მე ზღვა ვარ

მე ზღვა ვარ , ზღვა  და ამ ზვირთების  მას ეშინია
ვინც ჩემს ტალღებში სურვილების გამხელას ბედავს
დასაბამიდან ვარ გულგრილი ყველა  მოკვდავის
ვინც მეხება და არ  ფიქრობს,  ალერსი მინდა

ჰო მე  ზღვა ვარ,  ზღვა!
ბევრი წყლით და  ჟანგბადით ცოტა
და როცა სუნთქვას დავაპირებ, ფილტვები მტკივა
თუმცა ვინა თქვა, რომ მე ვსუნთქავ...ეს ხომ  ოხვრაა, 
დაბადებიდან ასეთია ყველა ზღვის ოხვრა.
მე ვტირი უფრო მლაშე ცრემლით, ვიდრე წყალია.
ეს ტკივილია ,
ტკივილივით მწკლარტეა ცრემლიც
დაობლებული ზღვა ვარ და ვტირი...

მე ზღვა ვარ, ჰო ზღვა....
ვბერავ ფილტვებს და ვიკავებ სუნთქვას,
როგორც იმ ტკივილს
რომლითაც  ვმარხავთ  დედას და  მამას,
რადგანაც  ვიცით ,  ვეღარსად  ვნახავთ....

მე ზღვა ვარ!
ზოგისთვის მხოლოდ აზვირთებული , დაუნდობელი
აღელვებული , ცბიერი  და ვერაგიც კი ვარ...
მაგრამ შენს  გამო , დედამიწავ,  შვილების გამო,
ვარ მუდამ მშვიდი!









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები