ЧЕРНОВИК. Жизнь моя - черновик, На котором все буквы - созвездия... Сочтены наперёд все ненастные дни. Жизнь моя - черновик. Все удачи мои, невезения Остаются на нём Как надорванный выстрелом крик.
შავი წიგნაკი
ცხოვრება ჩემი-შავი წიგნაკია, ვარსკვლავთ-ბგერებით მუქად მოხატული... სადაც, წინდაწინ აღნუსხავენ წვიმიან დღეებს. ცხოვრება ჩემი-შავი წიგნაკია. ყოველი ჩემი გამარჯვება თუ მარცხი უნებლიე დარჩება მასში, როგორც გავარდნილ თოფის ხმაზე- კივილი ბავშვის.
КТО Я? Глазами чьими я смотрю на мир? Друзей? Родных? Зверей? Деревьев? Птиц? Губами чьими я ловлю росу, С упавшего листа на мостовую? Руками чьими обнимаю мир, Который так беспомощен, непрочен? Я голос свой теряю в голосах Лесов, полей, дождей, метели, ночи... Так кто же я? В чём мне искать себя? Ответить как всем голосам природы?
ვინ ვარ მე?
ვისი თვალებით ვუცქერ სამყაროს? მეგობრების? ნათესავების? ცხოველების? მცენარეების თუ ფრინველების? ან ვის ეკუთვნის ეს ბაგეები, რომ გახიდულან ფოთლებსა და ქვაფენილს შორის, წვიმის წვეთისთვის. ვისი ხელებით ვეხები მიწას, ასეთ უმწეოს და გამოფიტულს? ვიდრე ჩემი ხმა იკარგება ტყეების, მინდვრების, წვიმების, ქარტეხილების თუ ღამეების ხმებში, მე ვსვამ შეკითხვას, დაღლილი და აღელვებული, თუ სად ვეძებო თავი ჩემი,რომელ საგანში? პასუხი ჩემი ნაწევრდება ბუნების ხმებად...
КАЖДЫЙ ЧЕЛОВЕК ИЩЕТ СВОЙ ПУТЬ. Каждый человек ищёт свой путь, Но всё равно попадает на ту дорогу, По краям которой стоят жизни и смерть. Я бы хотела дольше идти по той стороне, Где не заходит солнце, Но за днём всегда наступает ночь... Поэтому я ищу тропинку.
ყველა ადამიანი თავის გზას ეძებს
ყველა ადამიანი თავის გზას ეძებს, და მაინც მიდის გზაგასაყართან- სიკვდილისა და სიცოცხლის. მე ვისურვებდი მიმეკვლია იმ მხარისათვის, სადაც მზე მარად ანათებს, ჩაუქრობელად. თუმცა დღეს ყოველთვის მოყვება ღამე... სწორედ ამიტომ ვეძებ ბილიკს, ვიწროს,უეკლოს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მხოლოდ პირველი ლექსის თარგმანი წავიკითხე და დანარჩენი ვეღარ წავიკითხე. შარშანდელი ყოფილა, ახლა თუ გადახედავთ უფრო დაიხვეწებოდა. ხედვა გექნებათ შეცვლილი, ორი წელიწადი დიდი დროა.
черновик - არ არის შავი წიგნაკი, ეს ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, არსებითად შეცვლილია თარგმანში ლექსი, მთლიანადაც აცდენილია დედანს მხოლოდ დედააზრია მოწოდებული. http://urakparaki.geostargeorgia.com/?m=4&ID=54953 - აი ეს არის თარგმანის იდეალური ვარიანტია ჩემი აზრით.
საერთოდ მომეწონა რომ ამ "კნიაჟნას" ლექსებს ყურადღება მიაქციეთ, მიივიწყა ყველამ, და ახლა თუ დაუბრუნდებით და ყველას შეახსენებთ, შესანიშნავი იქნება.
მხოლოდ პირველი ლექსის თარგმანი წავიკითხე და დანარჩენი ვეღარ წავიკითხე. შარშანდელი ყოფილა, ახლა თუ გადახედავთ უფრო დაიხვეწებოდა. ხედვა გექნებათ შეცვლილი, ორი წელიწადი დიდი დროა.
черновик - არ არის შავი წიგნაკი, ეს ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, არსებითად შეცვლილია თარგმანში ლექსი, მთლიანადაც აცდენილია დედანს მხოლოდ დედააზრია მოწოდებული. http://urakparaki.geostargeorgia.com/?m=4&ID=54953 - აი ეს არის თარგმანის იდეალური ვარიანტია ჩემი აზრით.
საერთოდ მომეწონა რომ ამ "კნიაჟნას" ლექსებს ყურადღება მიაქციეთ, მიივიწყა ყველამ, და ახლა თუ დაუბრუნდებით და ყველას შეახსენებთ, შესანიშნავი იქნება.
6. ნიკა ტურბინა, მართლაც ვუნდერკინდი იყო. მისი თარგმნის სურვილი კარგია. სამწუხაროდ, შესრულება ვერ მოვიწონე. ვფიქრობ, ბევრი რამ არის დასახვეწი და ხელშესავლები. შეგნებულად არ ჩამოვთვლი მაგალითებს. დარწმუნებული ვარ მთარგმნელმა ჩემზე უკეთ იცის ეს ლაფსუსები. პატივისცემით: ნიკა ტურბინა, მართლაც ვუნდერკინდი იყო. მისი თარგმნის სურვილი კარგია. სამწუხაროდ, შესრულება ვერ მოვიწონე. ვფიქრობ, ბევრი რამ არის დასახვეწი და ხელშესავლები. შეგნებულად არ ჩამოვთვლი მაგალითებს. დარწმუნებული ვარ მთარგმნელმა ჩემზე უკეთ იცის ეს ლაფსუსები. პატივისცემით:
5. "ან ვის ეკუთვნის ეს ბაგეები, რომ გახიდულან ფოთლებსა და ქვაფენილს შორის",_უჰ, როგორ მოუხდა ახლა ეს განწყობა ამ ლექსს!
"ან ვის ეკუთვნის ეს ბაგეები, რომ გახიდულან ფოთლებსა და ქვაფენილს შორის",_უჰ, როგორ მოუხდა ახლა ეს განწყობა ამ ლექსს!
4. კარგი თარგმანია. მომეწონა. თუმცა ტექსტს არ მიჰყვება თარგმანი. რაც ჩემი აზრით დასაშვებია. ++ კარგი თარგმანია. მომეწონა. თუმცა ტექსტს არ მიჰყვება თარგმანი. რაც ჩემი აზრით დასაშვებია. ++
3. რამდენიმე დღის წინ ფბ-ზეც გავიხსენე ეს საოცარი ბავშვი.
ჩემი აზრით, კარგადაა შენარჩუნებული ნიკა ტურბინას შემოქმედებისთვის დამახასიათებელი სისადავე და სინათლე.
სულ ბოლოს რომ "ვიწრო, უეკლო" გიწერიათ, მგონი ზედმეტი იყო, ორიგინალში ხომ არსად მინიშნებაც კი არაა, ავტორი უეკლო ბილიკებს რომ ეძებდეს.
რამდენიმე დღის წინ ფბ-ზეც გავიხსენე ეს საოცარი ბავშვი.
ჩემი აზრით, კარგადაა შენარჩუნებული ნიკა ტურბინას შემოქმედებისთვის დამახასიათებელი სისადავე და სინათლე.
სულ ბოლოს რომ "ვიწრო, უეკლო" გიწერიათ, მგონი ზედმეტი იყო, ორიგინალში ხომ არსად მინიშნებაც კი არაა, ავტორი უეკლო ბილიკებს რომ ეძებდეს.
2. ვეთანხმები მედეას. მადლობა ავტორს , მართლაც კარგ საქმეს ემსახურება. გაიხარე. ვეთანხმები მედეას. მადლობა ავტორს , მართლაც კარგ საქმეს ემსახურება. გაიხარე.
1. გენიოსი იყო.ძალიან ცოტა იყო მისთვის28 წელი.. ავტორს მადლობა გახსენებისთვის... გენიოსი იყო.ძალიან ცოტა იყო მისთვის28 წელი.. ავტორს მადლობა გახსენებისთვის...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|