 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 11 მარტი, 2014 |
საბჭოთა კავშირი სულს ღაფავდა. მაგრამ დილის ექვს საათზე რადიოში მაინც ამაყად გაისმოდა ჰიმნი. იმხანად იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი. აქ უცნაური ამბები ხდებოდა რადგან საერთი ტუალეტი გვქონდა, ყველა საკუთარი ნათურებით დავდიოდით, ჯიბეგამობერილები.შევიდოდით,ნათურას მივუყენებდით , აინთებოდა და სანამ ჩვენი საქმით ვიყავით გართულნი, ენთო, მერე მოვხსნიდით, ისევ ჯიბეში ჩავიდებდით და გამოვიდოდით.... ჰო და ერთხელაც, შემოდგომის პირქუშ საღამოს, როცა წვიმდა, ჩრდილოეთის ქარი ქროდა და სევდამაც შემიპყრო, ავიღე ნათურა, გარეთ გამოვედი, აივანს გავუყევი, სადღაც ქვემოდან ნარდის ხმა მესმოდა, ხოლო ზედა მეზობელი არტურა ჩუმად ამღერებდა მაგნიტოფონს.....ბითლზების სიმღერების შინაარსი მაშინ არ მესმოდა მაგრამ მაინც რატომღაც სულში მწვდებოდა ხოლმე, ალბათ იმიტომ რომ უცხო იყო, უცხო და მიუწვდომელი....გარშემო მეზობლების ტელევიზორები საზარლად ბუბუნებდნენ.....საბჭოური ჟანრი კრიზისს განიცდიდა და მაინც რაღაც გამოუცნობი მიზეზების გამო არსებობას განაგრძობდა....შემაკანკალა, კიბე სწრაფად ჩავირბინე, მყრალი კარი გამოვაღე , შევედი ტუალეტში,ჩავკეტე,ერთი ამოვიოხრე, ავძვერი და ნათურის მიხრახვნა ვცადე....დიდხანს ვიწვალე, ბნელოდა, მერე როგორღაც მივახრახნე და არ აინთო... შევყოვნდი, მივაყურადე, ბითლზების სიმღერას ნარდის ხმა ერეოდა, შიგადაშიგ მოგუდულად გინებაც მესმოდა .....ნათურა ისევ მოვხსენი, თვალები მოვჭუტე და კარის ღრიჭოდან შემომავალ შუქზე ყურადღებით გავხედე, შევარხიე...ვოლფრამის ძაფი ისე მშვიდად ირწეოდა, როგორც აბლაბუდა , ყველგან რომ იყო მოდებული...... ისევ თავიდან ვცადე ნათურის მიხრახვნა და ამ დროს დენმაც დამარტყა.... ის 220 ვოლტი, რომელიც მაშინ მთელი საბჭოთა კავშირის ელექტროსადგურებიდან მოედინებოდა, საშინელი ძალისა იყო....ამ დროს მივხვდი კიდევაც, რა საშინელება იყო კომუნიზმი! .....დენმა მთელს ტანში დამიარა... გამაჟრიალა, ჩამოვვარდი, თავი კედელს მივარტყი და....
..........................................................................................................................................................................................................
....თვალი რომ გავახილე , შევშინდი, გარშემო უზარმაზარი, უკიდეგანო სივრცე იყო....ბნელი, მთელი ეს სივრცე კი ნათელი წერტილებით იყო მოჭედილი...აჰ..ეს ხომ კოსმოსია.! სივრცეში ვიყავი გამოკიდებული.ნელა მივცურავდი, აბსოლუტურ სიჩუმეს რაღაც შრიალი არღვევდა, სადღაც მარჯვნიდან ჩემსკენ ადამიანის მოყვანილობის საგანი მოცურავდა, აი მომიახლოვდა, ადამიანი იყო და თან სახე საოცრად ნაცნობი ქონდა...მერე უცებ ვიცანი და ყვირილი დავიწყე: ---ჯორდანო! ჯორდანო! ჯორდანო ბრუნოოოო!.... ეს მართლაც ბრუნო გახლდათ, ახლოს მოცურდა და გამიღიმა. ---ჯორდანო! ---შევყვირე გახარებულმა, რა კარგია რომ გნახე! ზუსტად ისეთი ხარ როგორც ისტორიის წიგნებშია.... --დიახ,--- ჩაიფრუტუნა მან და დამაკვირდა ---- მაგრამ შენ რომ აქ არ უნდა იყო.? ეს მარადისობაა.... --როგორ?..განა მე მოვკვდი?---- ვკითხე შეშინებულმა --უცნაური კითხვაა,---- მომიგო მან, არავინ იცის რაა სიცოცხლე და რა--- სიკვდილი. მხოლოდ ფაქტები არაფერს ნიშნავს, არც შეგრძნებები, არც გამოცდილება..და საერთოდ...სამყარო ცოტა სხვანაირადაა მოწყობილი ახალგაზრდავ! მაგრამ ეს შენ ჯერ არ უნდა იცოდე..... დავიბენი. ის კი განაგრძობდა. --ეს მარადისობაა..... მარადისობა!... გასაგებია, ვუთხარი დარცხვენით, მაგრამ ვერაფერი გავიგე. მერე უცებ გამახსენდა. ---ხო, მართლა, ისა და...დედამიწა ბრუნავსო, ბრუნავსო და მართლა ამის გამო.....---აქ პაუზა გავაკეთე. რადგან პირველად მომიწია გარდაცვლილთან ასეთ მიმართებაში საუბარი, არც ვიცოდი, იქნებ ვაწყენინო მეთქი----დაგწვეს....მართლა დაგწვეს? ---ოჰ, რა პრობლემაა,---- მიმიხვდა ბრუნო.---- დიახ, დამწვეს. -----მერე გაიცინა.----- განა პირველად გესმის რომ სიმართლის გამო ადამიანებს სჯიან?.... მე ხმა ვერ ამოვიღე. ის კი განგრძობდა.......------- ჰო, აი ასეა ადამიანთა 99 % მოწყობილი, მათ სჯერათ ტუტუცური დოგმებისა, და ანალიზის უნარი კი არ გააჩნიათ, აი, მას მერეც კი , რაც მართლაც დამტკიცდა რომ დედამიწა მრგვალია და ბრუნავს, მაინც ვერ ისწავლეს ჭკუა...ეს იცი რას ნიშნავს? --არაა...ამოვღერღე ძლივს. რას და....---- განაგრძო მან----შეიძლება მრავალი ათასი წლის შემდეგ აღმოჩნდეს რომ დედამიწა სამკუთხედია და არ ბრუნავს....მიმიხვდი?...ანუ ყველაფერი იცვლება,ხოლო ის 99% ადამიანებისა, ამას ვერ გაიგებენ, მოკლავენ, ციხეში ჩასვამენ, აწამებენ!...ანდა დაწვავენ კიდევაც ამის მთქმელს, კიდევ მრავალჯერ დაწვავენ! რადგან დოგმა უფრო ძლიერია ასეთი ადამიანების აზროვნებაში, ვიდრე სიახლე, გინდაც უტყუარი და მართალი... ----ბრუნო კიდევ ბევრს ლაპარაკობდა....გაიხსენა თუ როგორ შერაცხეს წმინდანად ახლახანს.... ---და ეს სულაც არაა გაკვეთილი ადამიანებისთვის..--ხელების ქნევით მიყვებოდა ის---.ისინი კიდევ ბევრ სისულელეს ჩაიდენენ..ეჰ...წავედი, მეტი თქმის უფლება არ მაქვს....მშვიდობით ახალგაზრდავ.....მშვიდობით და რამე მოიხურეთ, აქ ცივა....-237 გრადუსია... და ის გაფრინდა.
** ** ** გული დამწყდა , ასეთ დიდებულ ადამიანს რომ დავშორდი...თან დამავიწყდა მოკითხვა გადამეცა გალილეოსთვის....ისევ მივექანებოდი , კიდევ ვიღაც გამოჩნდა ....თვალები მოვჭუტე და ....ღმერთო დიდებულო!.... უილიამ შექსპირი????? -----დიახ, სერ,----- მითხრა მან უცნაური, წმინდა ინგლისური აქცენტით---- . სწორადაც შექსპირი გახლავართ. ----ო ღმერთო!---- აღმომხდა ----- გენიოსი ხართ თქვენ , სერ უილიამ!... თქვენი სონეტები.... რა მართალი იყავით....უფ, რა მართალი ბრძანებულხართ! ---აბა რომელი სონეტი? ---ეშმაკურად ჩამეკითხა უილიამსი და შლიაპა მოიხადა მედიდურად,--- ბრძანეთ ახალგაზრდავ..
ვაკუუმი შევისუნთქე და სწრაფად , თვალდახუჭულმა ჩამოვარაკრაკე, თან ვცდილობდი არ შემშლოდა , გამოთქმით და პათოსით მეთქვა:
..........................................................................................
""რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება!
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება.....
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად!...
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა..........
..................................................................................
--როგორ?...----გაიკვირვა შექსპირმა,როცა მოვრჩი მისი სონეტის დეკლარირებას და თვალი გავახილე----- განა ისევ იგივე ხდება დედამიწაზე?...თუმცა...აჰ....რა სულელი ვარ.......აბა რა ჯანდაბა შეცვლიდა.? -----განა ისევ უვიცები და რეგვენები ბრძენობენ,?..---განაგრძო მან -----თან ყველაფერს წყვეტენ,?... საზოგადოებრივ აზრს ქმნიან? ისინი ადგენენ რაა კარგი და მისაღები, რაა ცუდი , ანუ დედამიწა ისევ იგივეა?.... მას მერე მაგალითად კიდევ რამდენ უღირსს დაადგეს დაფნის გვირგვინი?...აბა?...ბევრს არა???? --მე თვალები დავაელამე და შევეცადე ჩამომეთვალა, მაგრამ უცებ დავიბენი, თან დანარჩენი ადამიანების მაგივრად შემრცხვა....ბოლოს თავი გადავაქნიე და ვარჩიე მეთქვა ასე: --ბევრს. სერ უილიამ, ძალიან ბევრს დავადგით. --დაიხ.თქვა მან ოხვრით. ასეა ....ახლა კი უნდა დაგტოვოთ, ჩემო მეგობარო,კიდევ ერთი სონეტი მაქვს დასაწერი და მერე კი სატრფოს უნდა შევხვდე...მშვიდობით.... --მშვიდობით---ვუთხარი მექანიკურად და მერე უცებ ავყვირდი---არა! არ წახვიდეთ სერ! არ დამტოვოთ! კიდევ მითხარით რამე! სერ! ....სად წახვედით? სერ უილიამ!....შეიცადეთ!... მან მოსასხამის კალთა აიქნია, ღიმილით თავი დამიკრა და სწრაფად გაუჩინარდა..... კიდევ დიდხანს მივექანებოდი, მერე გვერდზე გადახრა დავიწყე, თითქოს რაღაც მიზიდავდა უხილავი , ძლიერი ხელებით, მერე თავბრუდამხვევი სიჩქარე განვავითარე და სწრაფად დავენარცხე მიწას..............
გაგრძელება იქნება!
ს.ნ. 2014.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მომეწონა...ველი გაგრძელებას ...5 მომეწონა...ველი გაგრძელებას ...5
4. უი/:) მომეწონა ხო იცი .ჩამირაკრაკდა კითხვისას.++ უი/:) მომეწონა ხო იცი .ჩამირაკრაკდა კითხვისას.++
3. მშვენიერია ! მომეწონა დაველოდები გაგრძელებას. ჩვენც საერთო გქონდა ტუალეტი, მაგრამ საკუთარი "სპიჩკის კოლოფით " დავდიოდით. მშვენიერია ! მომეწონა დაველოდები გაგრძელებას. ჩვენც საერთო გქონდა ტუალეტი, მაგრამ საკუთარი "სპიჩკის კოლოფით " დავდიოდით.
2. ამაზე ნაკლებღირებული აღარაფერი დაწერო, თორემ მე თავად გაგაგზავნი ანდრომედასკენ! არ შეგეძლოს-მაინც წერა?!
ამაზე ნაკლებღირებული აღარაფერი დაწერო, თორემ მე თავად გაგაგზავნი ანდრომედასკენ! არ შეგეძლოს-მაინც წერა?!
1. "არავინ იცის რაა სიცოცხლე და რა--- სიკვდილი. მხოლოდ ფაქტები არაფერს ნიშნავს"
შემიყვარდა აქ შემოსვლა :) "არავინ იცის რაა სიცოცხლე და რა--- სიკვდილი. მხოლოდ ფაქტები არაფერს ნიშნავს"
შემიყვარდა აქ შემოსვლა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|