ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2014


ისევ გვიმღერე ქალაუ...

ისევ გვიმღერე ქალაუ,
კვლავ გაგვიხარე გულები,
მაგ მთის ჰანგებით ბარელთაც
გვატკბობ და გვებულბულები.
ისევ გვიმღერე ქართველებს,
გაგვიხანგრძლივე წუთები,
კარგ საქმის კეთებისათვის
მოვალთ და ჩაგეხუტებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები