ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია123
ჟანრი: პროზა
11 მარტი, 2014


რატომ ? რისთვის ? როგორ ?

იმ დღეს საოცარად მშვიდად ვგრძნობდი თავს .  სიცოცხლე მიხაროდოდა , ადამიანები მიყვარდა , მეგობრები მენატრებოდა , ახლობლების ნახვის სურვილი მკლავდა და შენთნ დამშვიდობება მიმძიმდა  . არ ვიცი ეს რა იყო ან რა იქნებოდა , მაგრამ ვხვებოდი რომ ჩემი სხეული სულს სცილდებოდა და ერთმანეთს სამუდამოდ კარგავდა .  დილა გათენდა , ეტყობოდა ისიც ჩემსავით მხიარულობდა , მე ბედნიერი ვიყავი . ყველას შევხვდი  , პატიება ვთხოვე , მაგრამ  არ ვიცი  რისთვის . სიცოცხლე მინდოდა , მაგრამ ვგრძნობდი რომ ხდებოდა ის რასაც ადამიანები სახელს ვერ არქმევენ . ვჩქარობდი შენს შესახვედრად . როგორ მინდოდა მომესწრო მოსვლა , კიდევ ერთხელ შემომეხედა შენთვის თვალებში , მხოლოდ ერთხელ მეთქვა ის რასაც აქამდე ვერ ვბედავდი . დრო გადიოდა , მზე ჩასვლას ლამობდა , შენ კი არ ჩანდი . სულ ასე ხდებოდა ხოლმე , როცა ნახვას მოვისურვებდი სადღაც უჩინარდებოდი და ქრებოდი , როცა მჭირდებოდი , მაშინ მტოვებდი , როცა მახსენდებოდი , მაშინ მივიწყებდი . როგორ ამაღლებულად ვგრძნობდი ხოლმე თავს , როცა შემაქებდი , როცა მეტყოდი რომ ჩემნაირი ადამიანები გჭირდება გვერდით . შენ არ იცი როგორ მიძგერდა ხოლმე  გული ,როცა  წარმოვიდგენდი როგორ იბადებოდა ერთად ყოფნის აწმყო . ერთხელ გითხარი , რომ მქონდა ოცნება , რომელსაც რეალობაში ვერ განვახორციელებდი, ხო მეოცნებე ადამიანი ვიყავი , რომელსაც მომავლის იმედი ჰქონდა ,  მაგრამ გრძნობდა რომ ოცნებები ფოთლებივით ეფანტებოდა . რა რთულია შენთან დამშვიდობება და რა სასიამოვნოა იმის განცდა , რომ მომავალში მუდამ შენს გვერდით ვიქნები. თვალს არ მოგაცილებ , ვიზრუნებ და ხელის გულზე გატარებ . დაგიცავ და გაგრძნობინებ რომ ცხოვრება მშვენიერია . მომავლის იმედს დაგიბრუნებ  და  გასწავლი  , რომ დააფასო ის რაც გაქვს ...
    ნუ , ნუ ტირი ჩემო მეგობარო , ვერ ავიტან შენი ცრემლები ჩემს სხეულს ხვდებოდეს . მე შენ მხიარული და ამაყი მჭირდები .  რა გულჩვილი და და მგრძნობიარა მყავხარ . სად წავიდა ის გოგონა , რომელიც მტკიცე ნებისყოფის და მკაცრი იერის მატარებელი იყო . ნუთუ ასე გაგანადგურა ჩემა წასვლამ , ეს რომ მცოდნოდა ხო მ არასდროს მიგატოვებდი . ნუთუ  ასე გიმძიმს ჩემთან დამშვიდობება , რომ ცრემლებს ვერ იშრობ ? რა დიდი სიყვარული გცოდნია და ვერ შევამჩიე . ადექი ,  წელში გასწორდი და თავი მაღლა ასწიე . გესმის ? შეწყვიტე სასწრაფოდ ტირილი . ჩვენ ერთხელ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს და მადლობას გადაგიხდი იმ ადგილისთვის , რომელიც თურმე შენს გულში მჭერია .
    რამდენ ადამიანს ვყვარებივარ თურმე ? ყველას ცრემლები ადგება და ტირის , მაგრამ რატომ ? მე ხომ ბედნიერი ვარ ? ჩემო დედიკო ,  შავები რატომ ჩაგიცვამს ? განა არ იცი , რომ კარგად ვარ ? ყველა რატომ ტირის ? არ გესმით მე კარგად ვარ ?  ეს უცხო ხალხი ვინ არის , ვერავის ვცნობ ? აქამდე რატომ არასდროს მინახავს ? მაგრამ  ზოგს დიდად არ ანაღვლებს  რაც ხდება ირგვლივ , თითქოს მოვალეობის მოხდის გამო იკრიბებია ჩემს ირგვლივ . რამდენ ადამიანს კეთებია თურმე ნიღაბი  ?  ხედავთ  გიცანით ბოლოს მაინც  ?
  ჩემო პრინცესა  ნუთუ შენ კიდევ  აქ ხარ მუხლმოდრეკილი ?  ჩემო მშვენიერო  , როგორ გიხდება თურმე ცრემლები , რომელიც არასდროს მინახავს შენს თვალზე . ვერ ვიჯერებ , რომ ასე განიცდი ჩემს არყოფნას ? რატომ ერთხელ არ მაგრძნობინე რომ გიყვარდი , მხოლოდ ერთი შენი სიტყვა  იქნებოდა საჭირო სიკვდილის  დასამარცხებლად, თუმცა  ბედნიერი ვარ , რომ ასე მშვიდად მივდივარ ამ ყვეყნად .
    2 საათი ხდება , ყველა რატომ წამოდგა ფეხზე ? ჩემს პრინცესას რა სჭირს სად წაიყვანეს? რატომ ვეღარ ვხედავ ვერაფერს ? ეს რა სიბნელეა ? სად ვარ ?  რა ხმაური ისმის ?  ნუთუ ყველა წავიდა ?  ირგვლივ სიბნელეა , სიჩუმეა ,  ქარის ზმუილი ისმის მხოლოდ ...
    ასე წარმომედგინა ჩვენი დაშორება , ეს წერილი იმისთვის არ დამიწერია , რომ დამნაშავედ გეგრძნო თავი , არც იმისთვის რომ კიდევ ერთხელ მხურვალედ გეტირა , უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა ჩენთვის  , რომ მაშინაც ბედნიერი ვიქნებოდი , თუ მომაკვდავს დამიტირებდი და მკვდარს მიპატრონებდი . ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებით  და მაშინ მაინც გეტყვი , თუ როგორ მიყვარხარ . სიზმრებშიც მოვალ ხოლმე შენთან და რჩევებს მოგცემ , არ შეგეშინდეს  მე მუდამ შენთან  ვიქნები ....
    რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ , რაც ეს წერილი შემთხვევით ვნახე , გული ამიჩქარდა და სულმა შფოთვა დამიწყო . მისი ძებნა დავიწყე , მაგრამ ის ჩემთან არ იყო , მაშინ მივხვდი რომ ძალიან მიყვარდა , ვეძებე ძალიან ბევრი ვეძებე და ბოლოს ვიპოვე . ისევ მუხლი მოვიდრიკე დ პატიება ვთხოვე , როცა ზევით ავიხედე დავინახე გაშავებული წარწერა , სადაც ეწერა : დაიბადა ...... გარდაიცვალაა ...... ის ცინიკურად მიმზერდა მხოლოდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს