ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2014


#

                                ***
ტორტმანებს მიწა
და კერკეტ კაკალს კბილებით ამტვრევს.
და როცა ბუდე ენგრევათ ბარტყებს
და ცივი სუსხი დაუვლის დილას,
ფრთებს წააფარებს დედა ბეღურა
ქარით წაქცეულ ხმელ „ოქროს ვილას“.


              ***
ჩუმად ამოცურდა დილა საკვამურთან,
ფანჯრებს მოსწოლია ზამთრის თალხი ნისლი,
თოვლის სველი წვეთი კარზე აკაკუნებს,
მე კი ვერა ვბედავ მეშინია მისვლის.
მეშინია ვნახო თვალში ცივი  სუსხი,
გულზე დამაწვება სევდის მძიმე ზვავი,
მერე მზად მექნება უთვალავი ნუსხა,
რომ არ გაპატიო, არ დაგიდო ზავი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები