ნაწარმოებები


გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2014


ქართული მიწის ჩივილი

ამ უმადური კაცთა მოდგმის რჩენა-ატანა
იმად ღირს მარტო,
გლეხკაცი რომ  ბეჭებს მფხანს გუთნით,
თოხისპირით მეალერსება.
დღეს ჩემი გულის მეხვაშიადე
დგას ჩემს სხეულთან სქელი ფენით
დაშორებული,
ჩემს მკვდარ ქსოვილზე,
რომელსაც ქალაქს ეძახიან.
ყიდის ხელსახოცს, ყიდის ბანანს...
და  გროშებს ითვლის
ტკივილამდე უკოჟრო ხელით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები