ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
19 მარტი, 2014


ანდრომედა (გაგრძელება )

......მიწას კი დავენარცხე მაგრამ სამწუხაროდ ეს პლანეტა დედამიწა არ აღმოჩნდა, თუმცა კი ძალიან გავდა. ხანდახან  მეჩვენებოდა რომ ეს დედამიწა იყო, რამდენიმე ათასი წლის წინ, ანდა პირიქით, რამდენიმე ათასი წლის უკან...
ეს მსგავსება არ იყო..რაღაც უფრო მეტი იყო....მაგრამ ეს ხომ მთავარი არაა!
დიახ. პლანეტა პაწაწკინტელა იყო.პაწუკა. საყვარელი, ლამაზი..და ფარისევლური....
პლანეტას ფარისეა  ერქვა!....
ფარისეა  ულამაზესი იყო!...
პლანეტის მაცხოვრებლები მოაზროვნე არსებები იყვნენ, მაგრამ თუ რამდენად მოაზროვნენი, ამაში თავად დარწმუნდებით.
ქალაქის შესასვლელთან  უზარმაზარი, გაკაპასებული  ქალის ქანდაკება დაედგათ, ქალს ცალ ხელში მაღალი ძაბვის აკუმულატორი ეკავა, ხოლო მეორეში 35 მილიმეტრიანი ლაზერული ქვემეხი ქონდა ჩაბღუჯული...
--ეს ჩვენი პოლიტიკის სიმბოლოა!---- ამაყად მიყვებოდნენ  ფარისეველები---- მოყვარეს  და სტუმრებს მაგრად, უფასოდ, ვტუმბავათ  მაღალი ძაბვით, ხოლო მტრებს კი, ლაზერული ქვემეხით  ვუმასპინძლდებით!...
დიახ,  ისინი უსაზღვროდ ფარისეველი და სტუმართმოყვარე არსებები იყვნენ...
---შენ ჩვენი სტუმარი ხარ!---- ყვიროდნენ ისინი ---- ახლა  შენს აკუმულატორებს  დამუხტვა ჭირდება..წავედით, დავიმუხტოთ!
და პასუხს არც დალოდებიან, ისე წამათრიეს უახლოეს  დასამუხტ  სადგურში....მიმაერთეს.
სამი მუხტის შემდეგ  თვალები გადმოცვენაზე მქონდა....
--აღარ  შემიძლია მეთქი და  ...მიდიო!  დამუხტვის უარყოფა  იგივე ჩვენი  შეურაცჰყოფააო..ბოლომდეო!, ბოლომდე დაიმუხტეო....ორას კილოვატიანი  ტერმინალი ხელში მომაჩეჩეს....( და ვერ დავდგი, ისე იყო მოწყობილი)
    რომ დავიმუხტე ბოლომდე, თავი ძლივს ავწიე ...ხმები მესმოდა რაღაც..საოცრად მელოდიურად  და გაბმულად  მღეროდნენ.
სასტუმროში მომათავსეს. სასტუმროც უცნაური იყო. მთელი ღამე გარშემო  ჭრაჭუნი და კვნესა მესმოდა..ალბათ ასეთი წესია მეთქი და არაფერი მიკითხავს...
დილით საშინელი  ელექტრონული  "პახმელია" მქონდა...
ფარისეას მაცხოვრებლები უაღრესად ფარისევლები იყვნენ!
  მათი გასართობი დაწესებულებები პირდაპირ საკულტო ტაძრების გვერდით მდებარეობდა , მთელი ღამის გართობის შემდეგ ისინი შეცვივდებოდნენ საკულტო ნაგებობაში და იწმინდებოდნენ. გაწმენდის შემდეგ კი  ისევ გასართობ დაწესებულებაში შერგავდნენ თავს...მეჩვენებოდა რომ ისინი ასეთი ყოფით  საოცრად  ბედნიერები იყვნენ.
      მათი ყოველდღიური  გასართობიც უცნაური იყო. ქალაქის მთავარ ქუჩაზე დასეირნობდნენ, ყველა ცდილობდა ერთმანეთისთვის ეჩვენებინა თუ რა ლამაზად და ძვირფასად იყო ჩაცმული. ახლა მათი ავტომობილები! ამ დროს ზოგიერთი მათგანი, თუმცა ქალაქში მოძრაობის წესები მოქმედებდა, არღვევდნენ წესრიგს, რაც წესების არ ცოდნაში კი არ გამოიხატებოდა, არამედ იმაში რომ ისინი შეემჩნიათ !....
        იქმნებოდა შთაბეჭდილება რომ ისინი საკუთარი ცხოვრებით კი არ ცხოვრობდნენ, არამედ საერთო-სახალხო-საზოგადო ფარსში მონაწილეობდნენ.ყოველდღე საჩვენებელი გამოსვლები იმართებოდა. ქალაქის მაცხოვრებლები, (რომლებსაც შემდგომში ფარისევლებად მოვიხსენიებ )კონკურსებსაც  აწყობდნენ ხოლმე რომ რაღაცა ტუტუცობებში საუკეთესოები წარმოეჩინათ.
ასე მოვხვდი ერთ კონკურსზე, უზარმაზარ სცენაზე რაღაც ხდებოდა..
--რა ხდებაააა ?---  ვკითხე გვერდზე მდგომს
--დღეს ხომ ცეკვების კონკურსია, როგორ, არ იცით? ციდან ჩამოვვარდით?--გაიკვირვა მან და პირი იბრუნა.
ხმა აღარ ამომიღია, სცენას მივაჩერდი.იქ ქალბატონები გამოდიოდნენ სათითაოდ და ცეკვავდნენ.
ხალხი ღრიალებდა, იწონებდა, ან უარყოფდა.
ბოლოს ერთი ქალბატონიც გამოვიდა , უმშვენიერესი იყო,....მივაშტერდი, კი, ქალი მართლაც ღვთაება იყო მაგრამ აი ცეკვით.....ვერა.
მაგრამ ხალხმა ისეთი მოწონების ღრიალი ატეხა, კინაღამ დავყრუვდი.
--ეს ვინაა?...----ხმაურში ძლივს გავაგონე ერთ ფარისეველს.
---როგორ?  არ იცით? ეს ხომ ჩვენი ქალაქის მერის ქალიშვილია! მაგრად ცეკვავს არაა?
--ჰმ. --ჩავფიქრდი და ისევ მივაშტერდი--მართლაც მშვენიერი ქალია, მაგრამ მგონი ცოტა მოუქნელად ცეკვავს...
ფარისეველი სიბრაზისაგან წამოწითლდა და მიყვირა:
--რაო? რა ბრძანებთ! გშურთ ალბათ, უგუნურო! ფუჰ....--მერე მიტრიალდა და ღრიალი განაგრძო.
დამაინტერესა და წინ გავძვერი ბრბოში. თან ქალს თვალს არ ვაშორებდი .რაც წინ მივდიოდი, ხმაური უფრო აუტანელი ხდებოდა, წამყვანი ამაყად აცხადებდა:
---მიენიჭოს.....დიახ!... მიენიჭოს ამ მშვენიერ ქალბატონს, ჩვენს სიამაყეს , ულამაზეს  ანდრომედას ,  ყველაზე საპატიო, პირველი პრემია და დაჯილდოვდეს  ვარდისფერი, ჭაობის ჯოჯოს ფიგურით! გიხაროდენ, გიხაროდენ ფარისევლებო!...მან დამსახურებულად გაიმარჯვა!
    ხალხი ცოტა ჩაჩუმდა, ყურებში კი  ისევ გრიალი მედგა.გავიბრძოლე, უფრო ახლოს მივედი, დავიცადე , სანამ მეორე ადგილს გამოაცხადებდნენ, მერე პაუზით ვისარგებლე . ორივე ხელი ზემოთ ავწიე , და მეც მათნაირი საქონლური  ღრიალი დავიწყე:
--გენიალურია! მშვენიერ ანდრომედას მართლაც ეკუთვნის ჭაობის ჯოჯო! გადასარევად  ცეკვავს! ასეთი რამ მთელს გალაქტიკაში არ მინახავს!...გიხაროდენ , გიხაროდენ ფარისევლებო! ..მე ვამაყობ თქვენი არჩევანით!...რა მშვენიერებაააა!...
ანდრომედა, მშვენიერი ქალბატონი, მერის ქალიშვილი, შეცბა და  დამაშტერდა. მე ცინიკურად გავუღიმე და მანაც  პასუხად  გამიღიმა, თუმცა.....  რაღაც ბოროტმა ნაპერწკალმა იელვა მის თვალებში..თუ მომეჩვენა?...




..........................................................გაგრძელება იქნება ..............................................................................................................




ს.ნ.19.03.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები