ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2014


მითში...


მითში იყავი, მითის სქელ ხუფში
საგულდაგულოდ შეფუთული და დაგმანული.
ერთ დღეს ახადეს ამ ხუფს თავი
და დაგანახეს
ბუზანკალებითა და ღრიანკალებით
სავსე ჭაობი,
ესეც შენი სამშობლოაო, _ დააყოლეს
და შენ გაოცდი,_
რაო, უნდა შევიყვაროო?
ჰო, ჰო, უნდა შეიყვაროო,_
დაგკიოდნენ ღამის მიკიოტებივით.
გამოხდა ხანი,
ახლა შენ ხარ და
ჭაობის სუნი ...
                            1980 წელი.
* * *
შენს ბედზე ვფიქრობ,
რკინის ეშვებით გადაღვლეფილო
ნერვო შიშველო,
ჩემო დაღლილო პატიოსნებავ,
ამ სასტიკ დროში
როგორ გიშველო...
                                  1983 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები