ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2014


სძინავს თუ არა

მითხარი ცაო, საიდუმლო მაგ სილამაზის,
-რასაც  გვიმალავ...
ტყუილისთვის ნუ გამიმეტებ,
მე ხომ მიყვარხარ!?

მითხარი მზეო, შეყვარებულ მთვარეს გაფიცებ,
მითხარ სიმართლე!
ჩაუქრობელ ცეცხლით რომ იწვი,
როგორ გიმართლებს?..

დღეო, მითხარი, მაგ თეთრ სახეს, -ღამდება როცა,
-მტრედისფერმკლავებს,
სად მალავ ასე, საგულდაგულოდ,
სულ რომ არ მოსჩანს?...

ანდა შენ , ღამევ, -გრძელი კაბის- ვარსკვლაველვარევ,
როცა თენდება,
სად მალავ ასე მოხერხებულად,
-ბოლოებს შავებს?...

მითხარი ღამევ, შენს გაშავებას!...გავიზიარებ
მე შენ  შავ დარდებს...
ის ვარსკვლავი, რატომ ზის დაბლა, სხვები კი-მაღლა,
მთვარეს რომ დასდევს?..

ჰე, ღამევ, ღამევ, შემოშავღამევ!
მთვარემ ცას უკვე შემოუარა...
-ის მაინც მითხარ, ამ შუაღამეს,
სძინავს თუ , არა?...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები