ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2014


***

მიწამ გაზაფხული უკვე ილოგინა,
ირგლივ სურნელია ახალშობილების.
კარგად გაიზმორა ნაზამთრალ ლოდინმა
და ზედ საყელოსთან შეიხსნა ღილები...
მოდის გაზაფხული მწვანე კორდებიდან,
მოჰყავს სიყვარული უნაზეს ხელკავით.
თეთრად გაიპუდრა ნუშმა ტოტები და
ჩიტები მხიარულ ”ჩიკ-ჩირიკს” ცეკვავენ...
მზემ გამოიხედა ღრუბლების პლისედან,
სხივით მოეფერა ბალახებს, აწვერილს.
მიწა გაზაფხულის სურნელით ივსება,
კვირტების აკვნებს კი ქარები არწევენ...
            17.03.14
***
გამოაყარა გაზაფხულმა ხეებს
კვირტებად,
გაგიკვირდება,
ხეზე ადრე მე ვგაზაფხულობ...
ფიქრი ჯიუტად უბრუნდება
ისევ იმ თემას,
ნუთუ, არ გინდა მომინახულო?..
          18.03.14








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები