ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 მარტი, 2014


ჩემი ფიქრები

არ შეიძლება ადამიანმა ყველაფერი იცოდეს, ყველაფერი იცის მარტო ღმერთმა.



ცხოვრებაში სამი რამ არის ყველაზე მთავარი: პატიოსნება, ერთგულება, სიყვარული.




ყოველთვის იყავი სამართლიანი, მიმტევებელი და თავმდაბალი, რადგან ღმერთს ასეთები უყვარს. ’’მიბაძე ქრისტეს და სოკრატეს“.



არასოდეს დაგეზაროს სიკეთის კეთება. სიკეთის თესვა ადამიანის ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა.



გიყვარდეს ხელოვნება, განსაკუთრებით ცეკვა. ცეკვას ისე, როგორც სხვას არაფერს, შეუძლია, სასიცოცხლო ენერგიით აავსოს და ახალი ფერები შემატოს შენს ცხოვრებას.



რაც შეიძლება ხშირად გაიღიმე, ღიმილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს.



თუ ხალხში კარგი რეპუტაცია გაქვს, სიცოცხლის შემდეგაც დაფასებული იქნები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები