| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 24 მარტი, 2014 |
მოჰგავს წვიმა ირიბს, წყვეტილებს კი აზრი. შეუცვლელი ნირი უძილობას გასდევს... მოწუწუნე წუთებს აღარ უსმენს წამი. ამდენ ღამეუთევს არც ფიქრის მაქვს თავი. მაინც დგანან ჯარად ფიქრები და უკვირთ, საიდან მაქვს ძალა სუსტი მქვია თუკი... რატომ არის წვიმა ირიბი და ასე, ჰო, ცოტა ხნის წინათ სულ გადავაფასე, რისიც მწამდა ადრე, რაზეც თავსაც ვდებდი. ჩემს თავს მინდა ვგავდე, არაფერი მეტი!.. 21.03.14 განცდების მემატიანე
საწერ მაგიდას გაუხუნდა მწვანე მუშამბა, მაგიდის ლამფას ჩაუღამდა თვალი სრულიად. ჰო, კაცი ახლა სულიდან ჯინს ამოუშვებდა, სამი ნატვრიდან, თუნდაც ერთის შესასრულებლად. რას ვინატრებდი? ძმის აღდგენას ლაზარესავით, დედის მხნეობას, შვილებისთვის - შემდგარ ქვეყანას! მოგვძალებია ყველა ჯურის ენის მლესავი, საქმე საქმემდე არაფრით რომ არ მიგვეყვანა... უნაპირო ფიქრს ვეძალები ერთი პირობით, ყოფის სიმძიმეს სამოსივით თუკი გამხდიან. სულის კედლები ირღვეოდნენ, განა ტიროდნენ, როცა იმედი გადიოდა ჩემი სახლიდან... მე კი სულ ვწერდი, როგორც განცდის მემატიანე, მიყუჩდებოდნენ ტკივილები სტრიქონ-პწკარედით. მადლობა ღმერთს, რომ მე ჩემს თავში ისევ ვწრიალებ, და დასაჭერად მეძახიან კიდევ წამები... 23.03.14
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ღმერთმა ნუ გაიყვანოს იმედი თქვენი სახლიდან!
"სამი ნატვრიდან, თუნდაც ერთის შესასრულებლად." პოეზიის საღამოზე აგსრულებოდეთ სურვილები! ღმერთმა ნუ გაიყვანოს იმედი თქვენი სახლიდან!
"სამი ნატვრიდან, თუნდაც ერთის შესასრულებლად." პოეზიის საღამოზე აგსრულებოდეთ სურვილები!
15. +++++ კარგია. +++++ კარგია.
14. "განცდების მემატიანე"- თქვენ ხართ თქვენი ლექსების ყველაზე ზუსტი შემფასებელი.
"განცდების მემატიანე"- თქვენ ხართ თქვენი ლექსების ყველაზე ზუსტი შემფასებელი.
13. ვეთანხმები ტენდიის:*
პირველ ლექსში მეგონა ჩემს თავს ვკითხულობდი:) მეც ეგრე ვარ ზუსტად:* მოკითხვა დიდი სიყვარულით<3 5 ვეთანხმები ტენდიის:*
პირველ ლექსში მეგონა ჩემს თავს ვკითხულობდი:) მეც ეგრე ვარ ზუსტად:* მოკითხვა დიდი სიყვარულით<3 5
12. კარგია ძალიან. განწყობა მოაქვს.
პირველი ლექსი მუსიკასავით არის, თანანა. :) კარგია ძალიან. განწყობა მოაქვს.
პირველი ლექსი მუსიკასავით არის, თანანა. :)
11. ორივე ლექსი მომეწონა. პირველი მსუბუქია, ამას განაპირობებს არა მარტო შინაარსი, არამედ ლექსის ზომაც - მისი მუსიკა. მეორე ლექსი უფრო სევდიანი და ღრმაა. პირველი ორი სტრიქონით ავტორი გვამზადებს შემდეგი სტრიქონებისთვის, გვიქმნის სათანადო განწყობას, რათა შემდეგ თქვას: ~ჰო, კაცი ახლა სულიდან ჯინს ამოუშვებდა,/სამი ნატვრიდან, თუნდაც ერთის შესასრულებლად. ~ მე მაინც იმ პირველ ორ სტრიქონზე შევჩერდები, რომელსაც დანარჩენი მრავალწახნაგოვანი სევდა–იმედით გაჯერებული სტრიქონების შესავალად ვთვლი: ~საწერ მაგიდას გაუხუნდა მწვანე მუშამბა, / მაგიდის ლამფას ჩაუღამდა თვალი სრულიად.~ პოეტის სამუშაო მაგიდის მუშამბა გასულიერებულია. ის პოეტის მეგობარია, მისი განცდების მესაიდუმლეა,მისი მეორე მეა მაგიდის ლამფასთან ერთად. ერთი მეგობარ–მესიდუმლე გახუნდა, მეორეს კი თვალები ჩაღამებია და ეს ორივე მეგობარი ავტორთან ერთად ერთი მთლიანობაა. სინამდვილეში არ არსებობს არც გახუნებული მუშამბა და არც ჩაღამებული ლამფა. ერთი პოეტის შინაგანი ემოციური ფონია და მეორე სულიერი სხივი და მკითხველი ამ ყველაფრის გაუაზრებლად ეხვევა იმ განწყობის ბურუსში, რომელიც ავტორმა ჩაიფიქრა. ეს ორი სიმბოლო შესაშურად კარგად ასრულებს დაკისრებულ ფუნქციას და ეს არის ხელოვნება. ორივე ლექსი მომეწონა. პირველი მსუბუქია, ამას განაპირობებს არა მარტო შინაარსი, არამედ ლექსის ზომაც - მისი მუსიკა. მეორე ლექსი უფრო სევდიანი და ღრმაა. პირველი ორი სტრიქონით ავტორი გვამზადებს შემდეგი სტრიქონებისთვის, გვიქმნის სათანადო განწყობას, რათა შემდეგ თქვას: ~ჰო, კაცი ახლა სულიდან ჯინს ამოუშვებდა,/სამი ნატვრიდან, თუნდაც ერთის შესასრულებლად. ~ მე მაინც იმ პირველ ორ სტრიქონზე შევჩერდები, რომელსაც დანარჩენი მრავალწახნაგოვანი სევდა–იმედით გაჯერებული სტრიქონების შესავალად ვთვლი: ~საწერ მაგიდას გაუხუნდა მწვანე მუშამბა, / მაგიდის ლამფას ჩაუღამდა თვალი სრულიად.~ პოეტის სამუშაო მაგიდის მუშამბა გასულიერებულია. ის პოეტის მეგობარია, მისი განცდების მესაიდუმლეა,მისი მეორე მეა მაგიდის ლამფასთან ერთად. ერთი მეგობარ–მესიდუმლე გახუნდა, მეორეს კი თვალები ჩაღამებია და ეს ორივე მეგობარი ავტორთან ერთად ერთი მთლიანობაა. სინამდვილეში არ არსებობს არც გახუნებული მუშამბა და არც ჩაღამებული ლამფა. ერთი პოეტის შინაგანი ემოციური ფონია და მეორე სულიერი სხივი და მკითხველი ამ ყველაფრის გაუაზრებლად ეხვევა იმ განწყობის ბურუსში, რომელიც ავტორმა ჩაიფიქრა. ეს ორი სიმბოლო შესაშურად კარგად ასრულებს დაკისრებულ ფუნქციას და ეს არის ხელოვნება.
10. ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
24 მარტი, 2014
მეორე! ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
24 მარტი, 2014
მეორე!
9. მეორე, მეორე, მეორე... 5.
რას ვინატრებდი? ძმის აღდგენას ლაზარესავით, დედის მხნეობას, შვილებისთვის - შემდგარ ქვეყანას! მოგვძალებია ყველა ჯურის ენის მლესავი, საქმე საქმემდე არაფრით რომ არ მიგვეყვანა... მეორე, მეორე, მეორე... 5.
რას ვინატრებდი? ძმის აღდგენას ლაზარესავით, დედის მხნეობას, შვილებისთვის - შემდგარ ქვეყანას! მოგვძალებია ყველა ჯურის ენის მლესავი, საქმე საქმემდე არაფრით რომ არ მიგვეყვანა...
8. მეორე ლექსი მომეწონა ძალიან + + მეორე ლექსი მომეწონა ძალიან + +
7. ბევრად მოიგო ლექსმა...:-* კარგია...მეორეზე ვამბობ...5
პირველი...-მსუბუქი...:-* ბევრად მოიგო ლექსმა...:-* კარგია...მეორეზე ვამბობ...5
პირველი...-მსუბუქი...:-*
6. მადლობა თქვენ ამ საოცარი კადრებისთვის: ) მადლობა თქვენ ამ საოცარი კადრებისთვის: )
5. დიდი მადლობა ნია-კო, ყოველთვის ვგრძნობ შენს კეთილგანწყობას! მადლობა მერაბსაც "მაკვარანცხი" თვალისთვის... დიდი მადლობა ნია-კო, ყოველთვის ვგრძნობ შენს კეთილგანწყობას! მადლობა მერაბსაც "მაკვარანცხი" თვალისთვის...
4. მადლობა ღმერთს, რომ მე ჩემს თავში ისევ ვწრიალებ, და დასაჭერად მეძახიან კიდევ წამები...
ჩემს თავს მინდა ვგავდე, არაფერი მეტი!..
შენ ჰგავხარ შენ თავს... შენ შენ ხარ სულ... გამახსენდა შენი წიგნის წინასიტყვაობიდან: რამდენიმე ქალი ვარო... ჰო... და ყველა განუმეორებელია, ყველა საოცარი... მიყვარხარ ძალიან... და შენი პოეზია მიყვარს კიდევ
მადლობა ღმერთს, რომ მე ჩემს თავში ისევ ვწრიალებ, და დასაჭერად მეძახიან კიდევ წამები...
ჩემს თავს მინდა ვგავდე, არაფერი მეტი!..
შენ ჰგავხარ შენ თავს... შენ შენ ხარ სულ... გამახსენდა შენი წიგნის წინასიტყვაობიდან: რამდენიმე ქალი ვარო... ჰო... და ყველა განუმეორებელია, ყველა საოცარი... მიყვარხარ ძალიან... და შენი პოეზია მიყვარს კიდევ
3. სულის ჭაში მყოფს თავში სათლს თუ არ ჩამახლიან.
საინტერესო კადრია: ) მოგიკითხეთ. სულის ჭაში მყოფს თავში სათლს თუ არ ჩამახლიან.
საინტერესო კადრია: ) მოგიკითხეთ.
2. ,,მადლობა ღმერთს, რომ მე ჩემს თავში ისევ ვწრიალებ." მომეწონა. ++ ,,მადლობა ღმერთს, რომ მე ჩემს თავში ისევ ვწრიალებ." მომეწონა. ++
1. პირველი, ასე ვთქვათ, არ არის საჩემო:) აი მეორე კი, ძალიან მომეწონა ++ პირველი, ასე ვთქვათ, არ არის საჩემო:) აი მეორე კი, ძალიან მომეწონა ++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|