ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2014


’’მინდა გაკოცო, მაკოცო“

გული ზღვასავით მიღელავს,
ხარ ჩემი სულის ნაჟური,
მსურს შენთვის ვჭექო სიმღერა -
ესოდენ გარიჟრაჟული.
’’მინდა გაკოცო, მაკოცო“,
კოცნით აგივსო თვალები,
და ერთხელ კიდევ დავლოცო
ის შენი ნატერფალები.
არ ვიცი, გითხრა მეტი რა,
ეშხით დამდაგე ყმაწვილი,
მე - შენი ცრემლის წვეთი ვარ,
შენ - ჩემი სულის ნაწილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები