| ავტორი: ბუდულა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 25 მარტი, 2014 |
მეთორმეტე კლასელებს ლიტერატურა არ უყვარდეთ, აქამდე ასეთი გამოცდილება არ მქონია ... (ყურებამდე შეყვარებულ მეთორმეტე კლასელებს გალაკტიონის ლექსებს რომ მივცემდი სასწავლად, ერთმანეთს ასწრებდნენ მოყოლასაც და გარჩევასაც...) არადა, სადამრიგებლო კლასი მყავდა , სამი წლის წინ, კლასში---მეამბოხე ბიჭები იმნაირი , გალაკტიონს და მის ლექსებს რომ არ სწავლობდნენ და რაღაცას აპროტესტებდნენ. ერთ დღეს კი კლასში შესულს დიმა მერხზე დამხვდა შემდგარი და ლექსს ხმამაღლა ყვებოდა: "გალაკტიონს ნუ მიკითხავთ, დამღალა გაიტანეთ ოთახიდან წიგნები! ზამთრის კვნესა მიწას სხივმა ახარა, შენ ამ დღიდან გაზაფხული იქნები"
ღმერთო --გულში გავიფიქრე, ეს რაღაც ახალია , რაც ჩემს თავს არასდროს მომხდარა მეთქი. ღრმად ჩავისუნთქე , ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინე, ფსიქოლოგიურად მოვემზადე და ვიკითხე: ---ვისია ეს ლექსი , ბავშვებო? ---ელიავასი---ერთხმად იყვირა ყველამ. ---ჩემდა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ელიავას არ ვიცნობ, ბავშვებო და ხომ არაფერს დაამატებდით, ვინაა მეთქი? ---დიახ, მასწავლებელო, მე ვიცი მისი ლექსებიო---წამოდგა დიმა და დაიწყო.
პირველად მოვისმინე ასეთი ემოციური შესრულება, ლექსის, რომელსაც როგორც მერე გავიგე, "გასაუბრება ღმერთთან" ერქვა.
---საინტერესო ავტორია, ბავშვებო, მაგრამ მოძღვარს მაინც წააკითხეთ მეთქი---ვიცოდი ნახევარი კლასი მარხულობდა. ---ელიავა ძაან მაგარია, მასწ! --- საიდან იცნობთ მეთქი? ---ინტერნეტით, ინტერნეტი მაგის ლექსებითა და მისივე წაკითხულითაა სავსეო. ჩემდა სამარცხვინოდ, ინტერნეტს ხელი არ მიმიწვდებოდა და კლასს ვთხოვე, თუ თქვენ ელიავას ლექსებით გამეჯიბრებით, მე ყოველ ლექსზე ერთს, გალაკტიონისას, ზეპირად წაგიკითხავთ მეთქი. ეს ამბავი თითქოს დავიწყებას მიეცა, როცა სანდრო და დიმა ჩემთან მოვიდნენ და პოეზიის საღამოზე დამპატიჟეს. საკუთარი ხელით მოსაწვევები გაუკეთებიათ და მეც მიმიწვიეს. გამიკვირდა ...წავედი. ორგანიზება მშვენივრად მოუხერხებიათ .დარბაზი დაუქირავებიათ. ეკრანზე ხან ელიავას ვიდეოები ცვლიდა ერთმანეთს, მისივე წაკითხულით, ხანაც ბიჭები კითხულობდნენ. სცენაზე პირველად იდგნენ, და ცოტას ღელავდნენ..ალიკა გიტარაზე უკრავდა.
მეორე დღეს ბიჭებს ვუთხარი, რადგან თქვენ თქვენი პირობა შეასრულეთ, მაშინ მეც ჩემს პირობას შევასრულებ და ერთი კვირის შემდეგ დავგეგმოთ გაკვეთილი---შეჯიბრი მეთქი.რამდენ ლექსსაც მე ვიტყვი, თქვენ ცალცალკე გამეჯიბრეთ მეთქი.
თუმცა ყველაფერი იმის გამო ჩაიშალა, რომ მათი კლასიდან ერთმა ბიჭმა ცოლი მოიყვანა და...ვინაიდან დამრიგებელი ვიყავი, მთელი კვირის სწავლის რეჟიმი აგვერია.
დიმას კი საბოლოო შეფასება მანამდე არ დავუწერე, ვიდრე გალაკტიონი არ ისწავლა :)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
51. აქ იმდენი რამ უთქვამთ,რომ რაღაა დავამატო?! :) აქ იმდენი რამ უთქვამთ,რომ რაღაა დავამატო?! :)
50. არ მომწონს...რისი თქმა უნდა ავტორს ვერ გავიგე...:) არ მომწონს...რისი თქმა უნდა ავტორს ვერ გავიგე...:)
49. მადლობა ყველას საკუთარი აზრის დაფიქსირებისათვის... არც კი მეგონა, ამდენ აურზაურს თუ გამოიწვევდა ჩემი შვილის თავგადასავალი:))
მადლობა ყველას საკუთარი აზრის დაფიქსირებისათვის... არც კი მეგონა, ამდენ აურზაურს თუ გამოიწვევდა ჩემი შვილის თავგადასავალი:))
48. ლექსი არ იყოლება, იკითხება. თუ ამ დონეზე არჩევთ ლიტერატურას, ესეც უნდა ვთქვათ. მერე მეორე, გემოვნების ამბავია, ვისაც რა უნდა ის წაიკითხოს. არ მოგბეზრდათ ეს უსარგებლო და ყოვლად არაფრისმომცემი კამათი? :) წლებია მიდის. უბრალოდ ხალხი მიჩვეულია, სხვის საქმეში ხეტიალს, მაშინ როცა საკუთარი არ გააჩნია. თუ ვინემს, უკეთესის თქმა უნდა და შეუძლია, თქვას. სხვის სახელს და სიძლიერეს არ უნდა ამოეფაროს ადამიანი, ის ავტორი რომ ძლიერია, მერე შენ რა? საკუთარი თავის რეპრეზენტაციულობა და სხვისი შესაძლებლობების ქვეშ ამოფარება, არის პარაზიტული დამოკიდებულება, მეტი არაფერი. პირადი ცხოვრება არ აქვს ხალხს და სხვასთანაა მიკედლებული. შემოცვივდებიან, წყველითა და გოდებით და გავარდებიან. არ დაიღალეთ?! სტერეოტიპის მსხვერპლნი ნუ გახდებით(იმაზე მეტად, ვიდრე ხართ) გალაკტიონი კი არა ათეისტები ღმერთის არსებობას არ აღიარებენ, რა გააჭირეთ საქმე. დასდევენ კიდე ერთმანეთის ლექსებს და სტროფებს. თუ ვინმეს უკეთესი შეუძლია აკეთოს. უბრალოდ ყოვლად მომაბეზრებელი გახდა ეს ყველაფერი, სხვა საქმე არა გაქვთ? სხვა საფიქრალი არა გაქვთ? აკეთე შენი საქმე ადამიანმა და იყავი რა. ლექსი არ იყოლება, იკითხება. თუ ამ დონეზე არჩევთ ლიტერატურას, ესეც უნდა ვთქვათ. მერე მეორე, გემოვნების ამბავია, ვისაც რა უნდა ის წაიკითხოს. არ მოგბეზრდათ ეს უსარგებლო და ყოვლად არაფრისმომცემი კამათი? :) წლებია მიდის. უბრალოდ ხალხი მიჩვეულია, სხვის საქმეში ხეტიალს, მაშინ როცა საკუთარი არ გააჩნია. თუ ვინემს, უკეთესის თქმა უნდა და შეუძლია, თქვას. სხვის სახელს და სიძლიერეს არ უნდა ამოეფაროს ადამიანი, ის ავტორი რომ ძლიერია, მერე შენ რა? საკუთარი თავის რეპრეზენტაციულობა და სხვისი შესაძლებლობების ქვეშ ამოფარება, არის პარაზიტული დამოკიდებულება, მეტი არაფერი. პირადი ცხოვრება არ აქვს ხალხს და სხვასთანაა მიკედლებული. შემოცვივდებიან, წყველითა და გოდებით და გავარდებიან. არ დაიღალეთ?! სტერეოტიპის მსხვერპლნი ნუ გახდებით(იმაზე მეტად, ვიდრე ხართ) გალაკტიონი კი არა ათეისტები ღმერთის არსებობას არ აღიარებენ, რა გააჭირეთ საქმე. დასდევენ კიდე ერთმანეთის ლექსებს და სტროფებს. თუ ვინმეს უკეთესი შეუძლია აკეთოს. უბრალოდ ყოვლად მომაბეზრებელი გახდა ეს ყველაფერი, სხვა საქმე არა გაქვთ? სხვა საფიქრალი არა გაქვთ? აკეთე შენი საქმე ადამიანმა და იყავი რა.
47. მერაბ ჯიხაძე, იქნებ ჯერ ერთმანეთის აზრის პატივისცემა ვიცწავლოთ და მერე ვილაპარაკოთ სხვა ღირებულებებზე, პატივი ეცი სხვის გემოვნებას და შენი რაღაც სათქმელი შენთვის დაიტოვე და ნუ პროფესორობ აქ. ჩემი აზრით, ის შენი ჩამოთვლილი პოეტებიდან როი საშუალო პოეტიც არაა, გაპიარებული პოეტია შენნაირი არაადეკვატური ადამინებისგან. სადაც ხმა მიგიწვდებათ როისა და საჯაიას რო ღრიალებთ. ის ფაქტიც აღმაშფოთებელია ჩემთვია, რომ გალაკტიონის სწავლა არ უნდათ და ელიავას ან რომელის სხვა თანამედროვე პოეტის სწავლა ურჩევიათ, ესაა კატასტროფა და მასწავლებლებმა უნდა უთხრათ რაღაც რომ თავში ჩაყარონ და გაიაზრონ რა სისულელეს ამბობენ, ესაა სირცხვილი!! არც აკაკის გარეშე შიძლება და არც სხვა კლასიკოსის გარეშე. სალუქვაძეს რაც შეეხება, სალუქვაძე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ლექსები არ უნდა ვწეროთ, და ელიავსთან შედარება სალუქვაძისა ცოტა არა, ძალიან უხერხულია და სასაცილოც უბრალოდ. მერაბ ჯიხაძე, იქნებ ჯერ ერთმანეთის აზრის პატივისცემა ვიცწავლოთ და მერე ვილაპარაკოთ სხვა ღირებულებებზე, პატივი ეცი სხვის გემოვნებას და შენი რაღაც სათქმელი შენთვის დაიტოვე და ნუ პროფესორობ აქ. ჩემი აზრით, ის შენი ჩამოთვლილი პოეტებიდან როი საშუალო პოეტიც არაა, გაპიარებული პოეტია შენნაირი არაადეკვატური ადამინებისგან. სადაც ხმა მიგიწვდებათ როისა და საჯაიას რო ღრიალებთ. ის ფაქტიც აღმაშფოთებელია ჩემთვია, რომ გალაკტიონის სწავლა არ უნდათ და ელიავას ან რომელის სხვა თანამედროვე პოეტის სწავლა ურჩევიათ, ესაა კატასტროფა და მასწავლებლებმა უნდა უთხრათ რაღაც რომ თავში ჩაყარონ და გაიაზრონ რა სისულელეს ამბობენ, ესაა სირცხვილი!! არც აკაკის გარეშე შიძლება და არც სხვა კლასიკოსის გარეშე. სალუქვაძეს რაც შეეხება, სალუქვაძე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ლექსები არ უნდა ვწეროთ, და ელიავსთან შედარება სალუქვაძისა ცოტა არა, ძალიან უხერხულია და სასაცილოც უბრალოდ.
46. მერაბ,ლექსს არ ჰყვებიან,ზეპირად წარმოსთქვამენ....მე ვარ ქართულის მასწავლებელია_იქნებ რა?! :)))) იქნებ ის,რომ ეთქვა ამ ბავშვისთვის:,, ელიავა და ჯიხაძის მიერ ჩამოთვლილი დანარჩენი ავტორები კი ,ნიჭიერები არიან,წერენ...მაგრამ ეს კლასგარეშედ წავიკითხოთ,ან იუთუბიზე მოვისმინოთ... არ ვიცით ჯერ,დატოვებენ თუ არა ისინი ღრმა კვალს ქართულ პოეზიაში,ისეთს,როგორიც დატოვა აკაკიმ, გალაკტიონმა...ჯერ-ჯერობით არ ჩანს ის,ვისაც ქართული ლექსის ,,ახალი ხაზით გამართვა"შესძლებოდა,ამიტომ,მოდით,გაკვეთილზე ქართული ლიტერატურის კორიფეებზე ვისაუბროთ,მათ შემოქმედებით გზას ჩავუღრმავდეთ და მათი ეპოქის გათვალისწინებით წავიკითხოთ და გავაანალიზოთ ,,განთიადი",,,მთაწმინდის მთვარე",,,ლურჯა ცხენები"... 21-ე საუკუნის კორიფე კი გამოსავლენია...დრო გამოავლენს.." და საკმაოდ საინტერესოდ მოვუყვებოდი ამ ყველაფერზე,ისე,რომ დამეინტერესებინა და დამენახვებინა,პოეტობა მარტო ის კი არ არის,-,,რომ სადმე თქვა ერთი,ორი"-აღიარებული პოეტი ლიტერატურული ეპოქის შემქმნელი უნდა იყოს,(ისე,სხვათა შორის,ეჭვი რომ არ შეგეპაროთ ჩემს კომპეტენტურობაში,ორი სერთიფიკატი მაქვს ჩემს საგანში...ახლა მონათესავე საგანშიც(ისტორიაში) ვაპირებ გამოცდის ჩაბარებას,ვიცი ნამდვილად შეუძლებელია ლიტერატურული ცხოვრების არსში ღრმად წვდომა ეპოქის გაუთვალისწინებლად).რაც შეეხება ჩემს პოეტობას-არასდროს მითქვამს პოეტი ვარ მეთქი...ეს ჩემი პროფესიის დანამატია...ზოგჯერ კი საკმაოდ კარგადაც გამომდის ხოლმე(ჰობის დონეზე,რა თქმა უნდა) ასე, რომ ქართულის მასწავლებელი რომ ყოფილიყო,იქნებ... =D...ჰო მერაბ,ლექსს არ ჰყვებიან,ზეპირად წარმოსთქვამენ....მე ვარ ქართულის მასწავლებელია_იქნებ რა?! :)))) იქნებ ის,რომ ეთქვა ამ ბავშვისთვის:,, ელიავა და ჯიხაძის მიერ ჩამოთვლილი დანარჩენი ავტორები კი ,ნიჭიერები არიან,წერენ...მაგრამ ეს კლასგარეშედ წავიკითხოთ,ან იუთუბიზე მოვისმინოთ... არ ვიცით ჯერ,დატოვებენ თუ არა ისინი ღრმა კვალს ქართულ პოეზიაში,ისეთს,როგორიც დატოვა აკაკიმ, გალაკტიონმა...ჯერ-ჯერობით არ ჩანს ის,ვისაც ქართული ლექსის ,,ახალი ხაზით გამართვა"შესძლებოდა,ამიტომ,მოდით,გაკვეთილზე ქართული ლიტერატურის კორიფეებზე ვისაუბროთ,მათ შემოქმედებით გზას ჩავუღრმავდეთ და მათი ეპოქის გათვალისწინებით წავიკითხოთ და გავაანალიზოთ ,,განთიადი",,,მთაწმინდის მთვარე",,,ლურჯა ცხენები"... 21-ე საუკუნის კორიფე კი გამოსავლენია...დრო გამოავლენს.." და საკმაოდ საინტერესოდ მოვუყვებოდი ამ ყველაფერზე,ისე,რომ დამეინტერესებინა და დამენახვებინა,პოეტობა მარტო ის კი არ არის,-,,რომ სადმე თქვა ერთი,ორი"-აღიარებული პოეტი ლიტერატურული ეპოქის შემქმნელი უნდა იყოს,(ისე,სხვათა შორის,ეჭვი რომ არ შეგეპაროთ ჩემს კომპეტენტურობაში,ორი სერთიფიკატი მაქვს ჩემს საგანში...ახლა მონათესავე საგანშიც(ისტორიაში) ვაპირებ გამოცდის ჩაბარებას,ვიცი ნამდვილად შეუძლებელია ლიტერატურული ცხოვრების არსში ღრმად წვდომა ეპოქის გაუთვალისწინებლად).რაც შეეხება ჩემს პოეტობას-არასდროს მითქვამს პოეტი ვარ მეთქი...ეს ჩემი პროფესიის დანამატია...ზოგჯერ კი საკმაოდ კარგადაც გამომდის ხოლმე(ჰობის დონეზე,რა თქმა უნდა) ასე, რომ ქართულის მასწავლებელი რომ ყოფილიყო,იქნებ... =D...ჰო
45. ყველას დიდი მადლობა :) ყველას დიდი მადლობა :)
44. არა ჰარალე, ეგ არ მიგულისხმია... ახლა გადავხედე ჩემს პირველ კომენტარს და თითქოსდა მასე გამომივიდა. მოკლედ სულ სხვა რამ ვიგულისხმე მაქ. მე თვითონ იმ ფაქტმა გამაღიზიანა რომ პატივცემული პედაგოგი, რომელიც შემდგომ მათემატიკოსი აღმოჩნდა თავის მოსწავლეს ნიშანს უწერს იმის გამო რომ მან ელიავას ლექსი მოუყვა: ) აზრზე ხართ ქართულის მასწავლებლისთვის რომ მოეყოლა ქართულის მასწავლებელს იქნებ... :D არა ჰარალე, ეგ არ მიგულისხმია... ახლა გადავხედე ჩემს პირველ კომენტარს და თითქოსდა მასე გამომივიდა. მოკლედ სულ სხვა რამ ვიგულისხმე მაქ. მე თვითონ იმ ფაქტმა გამაღიზიანა რომ პატივცემული პედაგოგი, რომელიც შემდგომ მათემატიკოსი აღმოჩნდა თავის მოსწავლეს ნიშანს უწერს იმის გამო რომ მან ელიავას ლექსი მოუყვა: ) აზრზე ხართ ქართულის მასწავლებლისთვის რომ მოეყოლა ქართულის მასწავლებელს იქნებ... :D
43. აი ჩემს ლექსებს რო ისწავლის მასინდაუწერე მხოლოდ უმა?ღლესი ი შეფასება :D აი ჩემს ლექსებს რო ისწავლის მასინდაუწერე მხოლოდ უმა?ღლესი ი შეფასება :D
42. ჰო,თუთიკო,ნამდვილად! აი,ზუსტი მისამართია...... :) ჰო,თუთიკო,ნამდვილად! აი,ზუსტი მისამართია...... :)
41. ჰა-რა-ლე -ვაი ჩვენს პატრონსო... _სხვა რა შეიძლება :)))) ჰა-რა-ლე -ვაი ჩვენს პატრონსო... _სხვა რა შეიძლება :))))
40. ჰა-რა-ლე...არაფერი ამბის ასატეხი ეგ არ იყო...იყო უბრალო ფაქტი აღწერილი...და იმის ნაცვლად,რომ გვეთქვა,ბავშვებს სათანადო დონეზე არ ვასწავლით ლიტერატურასო_ პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა ზოგიერთი.სკოლაში ჯერ -ჯერობით კლასიკოსად მიჩნეული ავტორები ისწავლებიან და თუ მომავალი ამ ავტორებს აღიარებს_შეიტანენ სასაკოლო პროგრამაში...მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. მე არც ელიავას საწინააღმდეგო მაქვს რამე და არც აქ ჩამოთვლილი სხვა ავტორებისა(პირიქით)მეც პედაგოგი ვარ,მაგრამ იმის თქმა,რომ უაკაკობა,უაილიაობა,უგალაკტიონობა შეიძლება _ ამას მე ვერ დავეტანხმები. ჰა-რა-ლე...არაფერი ამბის ასატეხი ეგ არ იყო...იყო უბრალო ფაქტი აღწერილი...და იმის ნაცვლად,რომ გვეთქვა,ბავშვებს სათანადო დონეზე არ ვასწავლით ლიტერატურასო_ პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა ზოგიერთი.სკოლაში ჯერ -ჯერობით კლასიკოსად მიჩნეული ავტორები ისწავლებიან და თუ მომავალი ამ ავტორებს აღიარებს_შეიტანენ სასაკოლო პროგრამაში...მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. მე არც ელიავას საწინააღმდეგო მაქვს რამე და არც აქ ჩამოთვლილი სხვა ავტორებისა(პირიქით)მეც პედაგოგი ვარ,მაგრამ იმის თქმა,რომ უაკაკობა,უაილიაობა,უგალაკტიონობა შეიძლება _ ამას მე ვერ დავეტანხმები.
39. ანუ, ახლა რა დასკვნაც მე გამოვიტანე, პატივცემულ ავტორს, თავის ნაწერიდან, ბატონი ელიავას ნაცვლად, ბატონ მერაბ ჯიხაძის სიაში მყოფი რომელიმე პოეტი რომ ჩაეწერეა, არ ატყდებოდა ამხელა ამბავი და ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა. რა ვთქვა?
ანუ, ახლა რა დასკვნაც მე გამოვიტანე, პატივცემულ ავტორს, თავის ნაწერიდან, ბატონი ელიავას ნაცვლად, ბატონ მერაბ ჯიხაძის სიაში მყოფი რომელიმე პოეტი რომ ჩაეწერეა, არ ატყდებოდა ამხელა ამბავი და ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა. რა ვთქვა?
38. მადლობა ყველას :) ნუთუ ბოლო წინადადება რომ შემეცვალა, ამხელა აჟიოტაჟს გამოიწვევდა???:))) მადლობა ყველას :) ნუთუ ბოლო წინადადება რომ შემეცვალა, ამხელა აჟიოტაჟს გამოიწვევდა???:)))
37. ჯაფარა 77, ნუ "გაგიჟდი" ახლა შენ, ასე გაიგე ეგ ლექსი? ...
აგიხსნი, რაკი ვერ გაიგე....ერთი დედა თორმეტჯერ დარჩა ფეხმძიმედ და თორმეტივე გააჩინა. მეორე დედამ თორმეტი აბორტი გაიკეთა და მხოლოდ ერთი გააჩინა... მიხვდი ხომ კი? ახლა კი მივხვდი რატომ არ გსურს კაკი და ილია... :) - გავიხსენოთ საფარბეგიც ჩვენი გამოზრდილია... :))) ჯაფარა 77, ნუ "გაგიჟდი" ახლა შენ, ასე გაიგე ეგ ლექსი? ...
აგიხსნი, რაკი ვერ გაიგე....ერთი დედა თორმეტჯერ დარჩა ფეხმძიმედ და თორმეტივე გააჩინა. მეორე დედამ თორმეტი აბორტი გაიკეთა და მხოლოდ ერთი გააჩინა... მიხვდი ხომ კი? ახლა კი მივხვდი რატომ არ გსურს კაკი და ილია... :) - გავიხსენოთ საფარბეგიც ჩვენი გამოზრდილია... :)))
36. ქარიშხალი ჭიქა წყალში! _ აღწერა ადამიანმა რეალური ფაქტი,დადო ,,სხვა" განყოფილებაში...იმაზე კი არ უნდა ვიდავოთ,სკოლაში უაკაკობა . უილიაობა შეიძლება თუ უგალაკტიონობა-იმან უნდა ჩაგვაფიქროს,საიდან მოსდის მოსწავლეს ასეთი აზრები...(ერთ დროს შენც მოსწავლე იყავი ჯაფარა 77 და ეტყობა თავის დროზე არ შეგაყვარეს ჩამოთვლილი ავტორების პოეზია)...აქედან ჩანს,რომ სკოლაში ნამდვილად ჭირს კარგი კადრი_ამაზე სერტიფიცირებამაც დაგვარწმუნა...რაც არ უნდა დიდ პატივს ვცემდე ელიავას,საჯაიას,რატიანს და როის_მე,როგორც პედაგოგი,ვერასოდეს მივცემ თავს იმის უფლებას, თემო ელიავას,ან სხვა ჩამოთვლილი ავტორის ლექსის ცოდნაში დავუწერო მოსწავლეს ნიშანი და ქართველი კლასიკოსები არ ვასწავლო,რატომ გვავიწყდება,რომ რუსთაველიდან მოყოლებული ქართული პოეზია ეროვნულ ნიადაგზე და ფესვებზე ვითარდება,ვინ უშლით,ისწავლონ,იკითხონ თანამედროვე პოეტებიც_მე პირადად ხშირად ვუკითხავ ჩემს მოსწავლეებს ახალგაზრდა პოეტების ლექსებს,ან ვურჩევ წაიკითხონ_მაგრამ ეს საგაკვეთილო საათების ხარჯზე ნამდვილად არ ხდება...უაკაკობა არ შეიძლება,არც უილიაობა,არც უგალაკტიონობა...ეს აქსიომაა.ქართული ლიტერატურის განვითარების მთლიან გზას თუ თვალს არ გაადევნებს ბავშვი,ისე ვერც ვერასოდეს გაიგებს რისთვის ისწავლება ლიტერატურა საერთოდ,ან რა არის საერთოდ პოეზია,მე არ ვამბობ,დღეს აკაკის ინტონაციებით წერო,არც იმას ვამბობ_გალაკტიონმა ყველა სატქმელი ამოწურა მეთქი_მაგრამ ჯერ-ჯერობით არც ახალი აკაკი ჰყავს საქართველოს და არც გალაკტიონი..ელიავას და როის ბევრი უკლიათ იქამდე,რომ კლასიკოსად აღიარონ...არა მგონია,თვითონაც არ იცოდნენ ეს-ამ ადამიანებსაც ნუ ვაგდებთ უხერხულ მდგომარეობაში...ვაცალოთ ,დრო გვიჩვენებს...ამას კი ატწლეულები ნამდვილად სჭირდება.
ქარიშხალი ჭიქა წყალში! _ აღწერა ადამიანმა რეალური ფაქტი,დადო ,,სხვა" განყოფილებაში...იმაზე კი არ უნდა ვიდავოთ,სკოლაში უაკაკობა . უილიაობა შეიძლება თუ უგალაკტიონობა-იმან უნდა ჩაგვაფიქროს,საიდან მოსდის მოსწავლეს ასეთი აზრები...(ერთ დროს შენც მოსწავლე იყავი ჯაფარა 77 და ეტყობა თავის დროზე არ შეგაყვარეს ჩამოთვლილი ავტორების პოეზია)...აქედან ჩანს,რომ სკოლაში ნამდვილად ჭირს კარგი კადრი_ამაზე სერტიფიცირებამაც დაგვარწმუნა...რაც არ უნდა დიდ პატივს ვცემდე ელიავას,საჯაიას,რატიანს და როის_მე,როგორც პედაგოგი,ვერასოდეს მივცემ თავს იმის უფლებას, თემო ელიავას,ან სხვა ჩამოთვლილი ავტორის ლექსის ცოდნაში დავუწერო მოსწავლეს ნიშანი და ქართველი კლასიკოსები არ ვასწავლო,რატომ გვავიწყდება,რომ რუსთაველიდან მოყოლებული ქართული პოეზია ეროვნულ ნიადაგზე და ფესვებზე ვითარდება,ვინ უშლით,ისწავლონ,იკითხონ თანამედროვე პოეტებიც_მე პირადად ხშირად ვუკითხავ ჩემს მოსწავლეებს ახალგაზრდა პოეტების ლექსებს,ან ვურჩევ წაიკითხონ_მაგრამ ეს საგაკვეთილო საათების ხარჯზე ნამდვილად არ ხდება...უაკაკობა არ შეიძლება,არც უილიაობა,არც უგალაკტიონობა...ეს აქსიომაა.ქართული ლიტერატურის განვითარების მთლიან გზას თუ თვალს არ გაადევნებს ბავშვი,ისე ვერც ვერასოდეს გაიგებს რისთვის ისწავლება ლიტერატურა საერთოდ,ან რა არის საერთოდ პოეზია,მე არ ვამბობ,დღეს აკაკის ინტონაციებით წერო,არც იმას ვამბობ_გალაკტიონმა ყველა სატქმელი ამოწურა მეთქი_მაგრამ ჯერ-ჯერობით არც ახალი აკაკი ჰყავს საქართველოს და არც გალაკტიონი..ელიავას და როის ბევრი უკლიათ იქამდე,რომ კლასიკოსად აღიარონ...არა მგონია,თვითონაც არ იცოდნენ ეს-ამ ადამიანებსაც ნუ ვაგდებთ უხერხულ მდგომარეობაში...ვაცალოთ ,დრო გვიჩვენებს...ამას კი ატწლეულები ნამდვილად სჭირდება.
35. გამეღიმა თქვენს კომენტარზე: ) კარგი ჯაფარა77 აღარ ვაპირებ კამათს თქვენთან და არც ამ გვერდზე მინდა კომენტარის დატოვება. კარგად ბრძანდებოდეთ და მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და გამძლე კლავიატურა რომ ისეთი მარგალიტები წეროთ როგორი ტექსტიცაა ეს და კიდევ ბევრი ბევრი კომენტარი აქ: ) გამეღიმა თქვენს კომენტარზე: ) კარგი ჯაფარა77 აღარ ვაპირებ კამათს თქვენთან და არც ამ გვერდზე მინდა კომენტარის დატოვება. კარგად ბრძანდებოდეთ და მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და გამძლე კლავიატურა რომ ისეთი მარგალიტები წეროთ როგორი ტექსტიცაა ეს და კიდევ ბევრი ბევრი კომენტარი აქ: )
34. ნეფერტარ პირადში გავაგრძელოთ თუ სურვილი გაქვს, გაგიქრეთ ეგებ ეგ ირონია. ეგება უკეთესი ვერსია მაქვს. უწიგნურობაც ფარდობითი ცნებაა. სოკრატემ წერა-კითხვა არ იცოდა მაგრამ:
ერთ ხელში ბიბლია რომ გაქვს და ქადაგებ რომ თვითმკვლელობა ცოდვაა, ხოლო მეორე ხელით გამზრდელს წერ, ამ ფინალით...
პირადში დანარჩენი ნეფერტარ პირადში გავაგრძელოთ თუ სურვილი გაქვს, გაგიქრეთ ეგებ ეგ ირონია. ეგება უკეთესი ვერსია მაქვს. უწიგნურობაც ფარდობითი ცნებაა. სოკრატემ წერა-კითხვა არ იცოდა მაგრამ:
ერთ ხელში ბიბლია რომ გაქვს და ქადაგებ რომ თვითმკვლელობა ცოდვაა, ხოლო მეორე ხელით გამზრდელს წერ, ამ ფინალით...
პირადში დანარჩენი
33. ახლა თქვენთან მოდაშია სექსი... დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს, ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში.
თორმეტივე ნაშვილებია? როგორ არიან აბა უსექსოდ? ასეთი ლაფსუსები რამდენიც გინდა არის მანდ.
რისი დანახვაც არ უნდა ადამიანს, ვერ დაინახავს. ნუღარ ვიკამათებთ. ყველა ორლექსიან ავტორს დრო ვერ შეინახავს. მშვიდობა აქ. ახლა თქვენთან მოდაშია სექსი... დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს, ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში.
თორმეტივე ნაშვილებია? როგორ არიან აბა უსექსოდ? ასეთი ლაფსუსები რამდენიც გინდა არის მანდ.
რისი დანახვაც არ უნდა ადამიანს, ვერ დაინახავს. ნუღარ ვიკამათებთ. ყველა ორლექსიან ავტორს დრო ვერ შეინახავს. მშვიდობა აქ.
32. რა პრობლემაა ჯაფარა77 ,
საერთოდ უწიგნურობაც შეიძლება, წერა კითხვის უცოდინარობაც შეიძლება და ყველაფერიც...
ისე აქ ურაკპარაკზე ერთმა ახალგაზრდამ, ალექსი შულაიამ "გამზრდელის" გაგრძელება დაწერა, http://www.urakparaki.com/?m=4&ID=56400 და ფინალი აქვს სხვანაირი. + + + რაღაც სასაცილოდ ტირის როიალი, რაღაც სასაცილოდ წვიმს და მეტირები, ზიხარ ფანჯარასთან სახით ლოიალურ, გარეთ წვიმებია, - შიგნით წყვეტილები. + + + როგორია? :)
რა პრობლემაა ჯაფარა77 ,
საერთოდ უწიგნურობაც შეიძლება, წერა კითხვის უცოდინარობაც შეიძლება და ყველაფერიც...
ისე აქ ურაკპარაკზე ერთმა ახალგაზრდამ, ალექსი შულაიამ "გამზრდელის" გაგრძელება დაწერა, http://www.urakparaki.com/?m=4&ID=56400 და ფინალი აქვს სხვანაირი. + + + რაღაც სასაცილოდ ტირის როიალი, რაღაც სასაცილოდ წვიმს და მეტირები, ზიხარ ფანჯარასთან სახით ლოიალურ, გარეთ წვიმებია, - შიგნით წყვეტილები. + + + როგორია? :)
31. არ მიყვარს ეს ბავშვური კამათი, ბრუსლი მოერევა თუ ჯეკიჩანის მსგავსი : )) თემურ ელიავას არცერთი ტექსტი არ ჯობია როის "ჩემი ნენე და დედაშენი"-ს. და ვიცი ბევრს რომ არ მოწონს კატეგორიულად, მაგრამ ამ ლექსმა თავის დროზე თქვა სათქმელი და შეცვალა ბევრი რამ. მაგრამ ამას გარდა როის ბევრი ისეთი ლექსი აქვს თემურ ელიავს მთელ შემოქმედებას + იუთუბის პოეტების შემოქმედებას ერთად რომ ეყოფა;) მაგალითად "ჩვენებურები", მხოლოდ ეს ერთი ლექსი. ; ) ხოდა ამ სალუქვაძეს ასე რო უყურებთ "კაკ ლენინ ნა ბურჟუაზიუ", მე პირადად დიდ სხვაობას ვერ ვხედავ ელიავას და მის შემოქმედებაში. არ მიყვარს ეს ბავშვური კამათი, ბრუსლი მოერევა თუ ჯეკიჩანის მსგავსი : )) თემურ ელიავას არცერთი ტექსტი არ ჯობია როის "ჩემი ნენე და დედაშენი"-ს. და ვიცი ბევრს რომ არ მოწონს კატეგორიულად, მაგრამ ამ ლექსმა თავის დროზე თქვა სათქმელი და შეცვალა ბევრი რამ. მაგრამ ამას გარდა როის ბევრი ისეთი ლექსი აქვს თემურ ელიავს მთელ შემოქმედებას + იუთუბის პოეტების შემოქმედებას ერთად რომ ეყოფა;) მაგალითად "ჩვენებურები", მხოლოდ ეს ერთი ლექსი. ; ) ხოდა ამ სალუქვაძეს ასე რო უყურებთ "კაკ ლენინ ნა ბურჟუაზიუ", მე პირადად დიდ სხვაობას ვერ ვხედავ ელიავას და მის შემოქმედებაში.
30. მერაბ, მეგობარი არაა, ადრე თქვა სადღაც და მახსოვდა, რაც შეეხება ვიდეოებს, საჯაიასი ერთი დევს მხოლოდ, რატიანის არ ვიცი, როისა დევს, მაგრამ მთავარი ალბათ ჩემი ნენე არის და ამის ნახვას, ალბათ ნებისმიერი ლექსი ნახონ ელიავასი ჯობია ჩემი აზრით. თუმცა კარგი ლექსებიც აქვს როის.
რაც შეეხება ელიავაზე ძლიერ ავტორებს ურაკზე:-- არ მესმის რატომ ახარისხებს ვინმე ვინმეს, ფაქტია რომ ცნობადობა ამ კაცს აქვს მეტი,(თუმცა სალუქვაძეს მეტი აქვს, მაგრამ იმას პოეტად ვერ ვთვლი) ალბათ იმიტომ, ალბათ ამიტომ, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ დანარჩენს დრო დაახარისხებს. შეიძლება ვერლიბრის ეპოქაში ისინი შემოიტოვოს დრომ, ვინც ჩამოთვალეთ, შეიძლება ისეთი დეფიციტი დადგეს კონვენსიის რომ სანთლით ვეძებოთ ელიავა და სხვებიც.
ნეფერტარ, გამზრდელი ყველაზე არასწორი ფინალით ნაწარმოებია ჩემთვის, მერწმუნე უაკაკობა შეიძლება, და კარგად თუ მოინდომებ უილიაობაც. ეს ჩემი აზრია და Nუ შემედავებით ვინმე აქ, პირადში მომწერეთ თუ რამე მერაბ, მეგობარი არაა, ადრე თქვა სადღაც და მახსოვდა, რაც შეეხება ვიდეოებს, საჯაიასი ერთი დევს მხოლოდ, რატიანის არ ვიცი, როისა დევს, მაგრამ მთავარი ალბათ ჩემი ნენე არის და ამის ნახვას, ალბათ ნებისმიერი ლექსი ნახონ ელიავასი ჯობია ჩემი აზრით. თუმცა კარგი ლექსებიც აქვს როის.
რაც შეეხება ელიავაზე ძლიერ ავტორებს ურაკზე:-- არ მესმის რატომ ახარისხებს ვინმე ვინმეს, ფაქტია რომ ცნობადობა ამ კაცს აქვს მეტი,(თუმცა სალუქვაძეს მეტი აქვს, მაგრამ იმას პოეტად ვერ ვთვლი) ალბათ იმიტომ, ალბათ ამიტომ, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ დანარჩენს დრო დაახარისხებს. შეიძლება ვერლიბრის ეპოქაში ისინი შემოიტოვოს დრომ, ვინც ჩამოთვალეთ, შეიძლება ისეთი დეფიციტი დადგეს კონვენსიის რომ სანთლით ვეძებოთ ელიავა და სხვებიც.
ნეფერტარ, გამზრდელი ყველაზე არასწორი ფინალით ნაწარმოებია ჩემთვის, მერწმუნე უაკაკობა შეიძლება, და კარგად თუ მოინდომებ უილიაობაც. ეს ჩემი აზრია და Nუ შემედავებით ვინმე აქ, პირადში მომწერეთ თუ რამე
29. თემურ აქ საუბარი შენზე არაა. აქ საუბარი იმაზეა რომ ასეთი ტექსტი დაიდო პორტალზე და ამ ტექსტის ავტორი პედაგოგია, თორემ შენს ნაცვლად აქ შეიძლება ზურა სალუქვაძე ყოფილიყო და იგივე დამეწერა. და შენ ჩემი კუჭის ჭია მასე უამბიციო ტიპი ნუ გგონია შენი ტექსტების კრიტიკით რომ ხარობდეს;) თემურ აქ საუბარი შენზე არაა. აქ საუბარი იმაზეა რომ ასეთი ტექსტი დაიდო პორტალზე და ამ ტექსტის ავტორი პედაგოგია, თორემ შენს ნაცვლად აქ შეიძლება ზურა სალუქვაძე ყოფილიყო და იგივე დამეწერა. და შენ ჩემი კუჭის ჭია მასე უამბიციო ტიპი ნუ გგონია შენი ტექსტების კრიტიკით რომ ხარობდეს;)
28. რას ბრძანებთ ბუდულა,
მაგ მასწავლებელმა ნიუტონის კანონების არსებობაც კი არ იცის, პასკალზე რომ არაფერი ვთქვა. =) რას ბრძანებთ ბუდულა,
მაგ მასწავლებელმა ნიუტონის კანონების არსებობაც კი არ იცის, პასკალზე რომ არაფერი ვთქვა. =)
27. "უბრალო, მარტივი...", ავტორი: ბუდულა ვინაიდან ჩემგან გამომდინარეობს ეს ამბავი, მერაბ ჯიხაძეს მინდა ურჩიო - ვიღაცის ან ვიღაცეების პროფისიონალიზმში ან არაპროფისიონალიზმში ეჭვისს შეტანას, ხომ არ აჯობებს ჩეემს გვერდზე გადაინაცვლო და იქ მაკრიტიკო რამდენიც გინდა თანაც რამდენიმე ლექსი გამოგრჩა:) იქ გაახარე შენი ჭია.
"უბრალო, მარტივი...", ავტორი: ბუდულა ვინაიდან ჩემგან გამომდინარეობს ეს ამბავი, მერაბ ჯიხაძეს მინდა ურჩიო - ვიღაცის ან ვიღაცეების პროფისიონალიზმში ან არაპროფისიონალიზმში ეჭვისს შეტანას, ხომ არ აჯობებს ჩეემს გვერდზე გადაინაცვლო და იქ მაკრიტიკო რამდენიც გინდა თანაც რამდენიმე ლექსი გამოგრჩა:) იქ გაახარე შენი ჭია.
26. ნეფერტარ, რას ერჩით იმ ფიზიკის მასწავლებელს? ნიუტონის კანონები შეცვალა? :) ნეფერტარ, რას ერჩით იმ ფიზიკის მასწავლებელს? ნიუტონის კანონები შეცვალა? :)
25. 9. კომენტარში იმას უნდა მიხვდე, რაც წერია...ანუ ისეთი ბიჭები არიან, გალაკტიონიც იციან!!! 9. კომენტარში იმას უნდა მიხვდე, რაც წერია...ანუ ისეთი ბიჭები არიან, გალაკტიონიც იციან!!!
24. ჩემს მეზობლად 147-ე საჯარო სკოლაა.. იქ ფიზიკის მასწავლებელია ... - თავი უნდა მოიკლას ნამდვილად. არც თავს იკლავს, არც დირექტორი კლავს, არც აგდებენ იმ სკოლიდან იმ სინდისგარეცხილ ქალს და დარჩნენ ბავშვები (მთელი სკოლა) ფიზიკის ცოდნის გარეშე... მაგისთანას დიპლომი უნდა გამოართვა და აკაკის "გამზრდელი" უნდა მისცე ხელში.
დიმა გალაკტიონს თუ არ ისწავლის - დიმას დააკლდება და არა გალაკტიონს =)))
ჩემს მეზობლად 147-ე საჯარო სკოლაა.. იქ ფიზიკის მასწავლებელია ... - თავი უნდა მოიკლას ნამდვილად. არც თავს იკლავს, არც დირექტორი კლავს, არც აგდებენ იმ სკოლიდან იმ სინდისგარეცხილ ქალს და დარჩნენ ბავშვები (მთელი სკოლა) ფიზიკის ცოდნის გარეშე... მაგისთანას დიპლომი უნდა გამოართვა და აკაკის "გამზრდელი" უნდა მისცე ხელში.
დიმა გალაკტიონს თუ არ ისწავლის - დიმას დააკლდება და არა გალაკტიონს =)))
23. მერაბ, ჩემო კარგო, როცა ამას ვაქვეყნებდი, ამ შენი სამი კითხვის შესახებ არაფერი ვიცოდი, თორემ სათითაოდ გავცემდი პასუხს:DDD არც ამხელა ამბიცია მქონია. ჟანრი "სხვაც" კი მივუთითე...
უბრალოდ ამის მერე თუ ყველგან კონფლიქტებში "მოჰყვებით", არ გაგიკვირდეთ, რადგან პირველი ყოველთვის თქვენ ესხმით ხოლმე სხვას თავს :D მერაბ, ჩემო კარგო, როცა ამას ვაქვეყნებდი, ამ შენი სამი კითხვის შესახებ არაფერი ვიცოდი, თორემ სათითაოდ გავცემდი პასუხს:DDD არც ამხელა ამბიცია მქონია. ჟანრი "სხვაც" კი მივუთითე...
უბრალოდ ამის მერე თუ ყველგან კონფლიქტებში "მოჰყვებით", არ გაგიკვირდეთ, რადგან პირველი ყოველთვის თქვენ ესხმით ხოლმე სხვას თავს :D
22. მეცხრე კომენტარში როგორ მივხვდე რომ მათემატიკოსი ხარ? ან შენ გგონია რომ ყველა გვერდზე სადაც შევდივარ წინა კომენტარებს ვკითხულობ? : ) კარგი, შენს ენაზე გეტყვი, როგორ არ გრცხვენია ასეთ ტექსტს რომ აქვეყნებ? და რა მიზნით გამოაქვეყნე ეს ტექსტი? რა დასკვნა უნდა გააკეთოს მკითხველმა? 1)ო რა სამარცხვინო მდგომარეობაა ჩვენს სკოლებში და რა გვეშველება. 2)ეს თქვენი ერთგვარი აღსარებაა ერისა და მამულის წინაშე 3)რა დროს ცოლი უნდოდა ერთერთ მოსწავლეს როცა წინ ამხელა გრანდიოზული საღამო ელოდებოდა. თუ რა? მეცხრე კომენტარში როგორ მივხვდე რომ მათემატიკოსი ხარ? ან შენ გგონია რომ ყველა გვერდზე სადაც შევდივარ წინა კომენტარებს ვკითხულობ? : ) კარგი, შენს ენაზე გეტყვი, როგორ არ გრცხვენია ასეთ ტექსტს რომ აქვეყნებ? და რა მიზნით გამოაქვეყნე ეს ტექსტი? რა დასკვნა უნდა გააკეთოს მკითხველმა? 1)ო რა სამარცხვინო მდგომარეობაა ჩვენს სკოლებში და რა გვეშველება. 2)ეს თქვენი ერთგვარი აღსარებაა ერისა და მამულის წინაშე 3)რა დროს ცოლი უნდოდა ერთერთ მოსწავლეს როცა წინ ამხელა გრანდიოზული საღამო ელოდებოდა. თუ რა?
21. ვინაიდან ჩემგან გამომდინარეობს ეს ამბავი, მერაბ ჯიხაძეს მინდა ურჩიო - ვიღაცის ან ვიღაცეების პროფისიონალიზმში ან არაპროფისიონალიზმში ეჭვისს შეტანას, ხომ არ აჯობებს ჩეემს გვერდზე გადაინაცვლო და იქ მაკრიტიკო რამდენიც გინდა თანაც რამდენიმე ლექსი გამოგრჩა:) იქ გაახარე შენი ჭია.
ვინაიდან ჩემგან გამომდინარეობს ეს ამბავი, მერაბ ჯიხაძეს მინდა ურჩიო - ვიღაცის ან ვიღაცეების პროფისიონალიზმში ან არაპროფისიონალიზმში ეჭვისს შეტანას, ხომ არ აჯობებს ჩეემს გვერდზე გადაინაცვლო და იქ მაკრიტიკო რამდენიც გინდა თანაც რამდენიმე ლექსი გამოგრჩა:) იქ გაახარე შენი ჭია.
20. ჯაფარა 77, უ ა კ ა კ ო ბ ა რატომ შეიძლება, გაუნათლებელმა მასწავლებლებმა თავი რომ არ მოიკლან ? =))))))
დაე იყოს აკაკი სკოლაში თავისი "გამზრდელით" და "ბაშიაჩუკით". შუამთაში მაინც დაჰყავთ ბავშვები ექსკურსიაზე თავმოსაკლავ მასწავლებლებს. :(
ჯაფარა 77, უ ა კ ა კ ო ბ ა რატომ შეიძლება, გაუნათლებელმა მასწავლებლებმა თავი რომ არ მოიკლან ? =))))))
დაე იყოს აკაკი სკოლაში თავისი "გამზრდელით" და "ბაშიაჩუკით". შუამთაში მაინც დაჰყავთ ბავშვები ექსკურსიაზე თავმოსაკლავ მასწავლებლებს. :(
19. მე არ მითქვამს, რომ მასალა დოკუმენტურია, უბრალოდ ფაქტია სიზუსტით აღწერილი. რადგან პირველ პირში წერია, ამაზე ნუ ამახვილებთ ყურადღებას:)
მე არ მითქვამს, რომ მასალა დოკუმენტურია, უბრალოდ ფაქტია სიზუსტით აღწერილი. რადგან პირველ პირში წერია, ამაზე ნუ ამახვილებთ ყურადღებას:)
18. დიდი მადლობა თქვენი აზრის გამოთქმისათვის:) მე მართლაც მათემატიკოსი ვარ და ... ნახეთ ჩემი 9. კომენტარი :) მერაბ , ჩემო კარგო, კლასიკოსებთან ერთად ელიავასაც უნდა კითხულობდნენ, "რატიანს, საჯაიას, გეთიაშვილს, რობერტ მესხს, როინ აბუსელიძეს, თორნიკე ჭელიძეს და ა.შ. " ავტორებსაც. და კიდევ: "როგორ არ გიტყდებათ ასეთ რამეს რომ აქვეყნებთ? როგორ? " რას ნიშნავს "მიტყდება?" ამისხნის ამ სიტყვას ვინმე? მე ასეთ ჟარგონებს არ ვიცნობ:DDD
დიდი მადლობა თქვენი აზრის გამოთქმისათვის:) მე მართლაც მათემატიკოსი ვარ და ... ნახეთ ჩემი 9. კომენტარი :) მერაბ , ჩემო კარგო, კლასიკოსებთან ერთად ელიავასაც უნდა კითხულობდნენ, "რატიანს, საჯაიას, გეთიაშვილს, რობერტ მესხს, როინ აბუსელიძეს, თორნიკე ჭელიძეს და ა.შ. " ავტორებსაც. და კიდევ: "როგორ არ გიტყდებათ ასეთ რამეს რომ აქვეყნებთ? როგორ? " რას ნიშნავს "მიტყდება?" ამისხნის ამ სიტყვას ვინმე? მე ასეთ ჟარგონებს არ ვიცნობ:DDD
17. ჯაფარა77 თუ კარგად წაიკითხე ტექსტი ავტორი წერს: (ყურებამდე შეყვარებულ მეთორმეტე კლასელებს გალაკტიონის ლექსებს რომ მივცემდი გაკვეთილად, ერთმანეთს ასწრებდნენ მოყოლასაც და გარჩევასაც...) შენი მეგობარი თუა და მისი ავტობიოგრაფია იცი ეგ სხვა საქმეა უკვე: )) ამ ტექსტიდან ისე ჩანს რომ ის ქართულის პედაგოგია და არა აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა. გომელაურს შეიძლება არ ქონდა ძლიერი ლექსები, მაგრამ სალუქვაძის გვერდით ნაღდად არ უნდა ახსენო. ვიდეოებს რაც შეეხება, რატიანისაც დევს, საჯაიასიც, აბუსელიძესიც, თორნიკესიც და რა ვიცი რომელი ერთი გითხრა. ართულის პედაგოგს უნდა მოთხოვოთ იმუშაოს იმაზე, რომ ახალი რომ გიყვარს, არ ნიშნავს რომ ძველს ზურგი აქციო უნდა <<>> ანუ ახალი ელიავაა? : ) ელიავაზე უკეთ რომ წერს ას ავტორს ჩამოგითვლი მარტო ურაკპარაკიდან : )) და მე რო ჩამოვთვალე თანამედროვე ავტორების სია, იქ ის კი არა მიგულისხმია რომ ძველს აღარ კითხულობენ და ამათზე გადავიდნენო, უბრალოდ კლასგარეშე და თავიანთი ინიციატივით ეცნობოდნენ ბავშვები ჩემს მიერ ზემოთხსენებულ ავტორებს... ჯაფარა77 თუ კარგად წაიკითხე ტექსტი ავტორი წერს: (ყურებამდე შეყვარებულ მეთორმეტე კლასელებს გალაკტიონის ლექსებს რომ მივცემდი გაკვეთილად, ერთმანეთს ასწრებდნენ მოყოლასაც და გარჩევასაც...) შენი მეგობარი თუა და მისი ავტობიოგრაფია იცი ეგ სხვა საქმეა უკვე: )) ამ ტექსტიდან ისე ჩანს რომ ის ქართულის პედაგოგია და არა აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა. გომელაურს შეიძლება არ ქონდა ძლიერი ლექსები, მაგრამ სალუქვაძის გვერდით ნაღდად არ უნდა ახსენო. ვიდეოებს რაც შეეხება, რატიანისაც დევს, საჯაიასიც, აბუსელიძესიც, თორნიკესიც და რა ვიცი რომელი ერთი გითხრა. ართულის პედაგოგს უნდა მოთხოვოთ იმუშაოს იმაზე, რომ ახალი რომ გიყვარს, არ ნიშნავს რომ ძველს ზურგი აქციო უნდა <<>> ანუ ახალი ელიავაა? : ) ელიავაზე უკეთ რომ წერს ას ავტორს ჩამოგითვლი მარტო ურაკპარაკიდან : )) და მე რო ჩამოვთვალე თანამედროვე ავტორების სია, იქ ის კი არა მიგულისხმია რომ ძველს აღარ კითხულობენ და ამათზე გადავიდნენო, უბრალოდ კლასგარეშე და თავიანთი ინიციატივით ეცნობოდნენ ბავშვები ჩემს მიერ ზემოთხსენებულ ავტორებს...
16. ამ ქართველებმა ოღონდ განტევების ვაცი ვიპოვოთ და დანარჩენი მეორეხარისხოვანია.
მერაბ დამრიგებელი ვიყავიო, თორე ავტორი მათემატიკის მასწავლებელია.
გემოვნება კიდე სადავო საქმეა. გალაკტიონი დარწმუნებული ვარ ისწავლება ჯერ კიდე სკოლაში, ხოლო ბავშვებს თუ კლასგარეშედ ვიღაც კიდე მოსწონთ, ცუდს ამაში ვერაფერს ვხედავ, თუმცა გეთანხმები რომ ის ვიღაც პოეტი უნდა იყოს და არა სალუქვაძე ან გომელაური, შენს მიერ ჩამოთვლილი ავტორები არ აკეთებენ თავისი ლექსების ვიდეორგოლებს (რამდენიმეა მხოლოდ)და შესაბამისად ამ თაობისთვის, რომელსაც კითხვა ეზარება და მხოლოდ ინტერნეტ კლიპებზეა დამოკიდებული, ხელმისაწვდომობა შეზღუდული აქვთ თანამედროვე ხარისხიან ლიტერატურაზე. ხოლო ზოგიერთი თქვენს მიერ ჩამოთვლილი ავტორი ჩემთვისაც კი არაა ის ავტორი, რომელითაც უნდა ჩაანაცვლოთ ელიავა. ზოგი, -ვაკონკრეტებ.
რაც შეეხება ამ ამბავს, ბუდულა, როგორც კლასის დამრიგებელმა, ქართულის პედაგოგს უნდა მოთხოვოთ იმუშაოს იმაზე, რომ ახალი რომ გიყვარს, არ ნიშნავს რომ ძველს ზურგი აქციო უნდა. რომ დაიბადება ქართულ რეალობაში გალაზე დიდი, სიხარულით გაცნობებთ და ერთად გადავერთოთ მეც და თქვენი მოსწავლეებიც, რადგან მეც დამღალა ერთიდაიგივემ, თუნდაც გენიალურმა(მე ესეც საეჭვოდ მიმაჩნია) მანამდე კი უნდა ისწავლონ გალაც, შოთაც, ვაჟაც, ტერენტიც, და ასე შემდეგ. უაკაკობა შეიძლება ჩემი აზრით ამ ქართველებმა ოღონდ განტევების ვაცი ვიპოვოთ და დანარჩენი მეორეხარისხოვანია.
მერაბ დამრიგებელი ვიყავიო, თორე ავტორი მათემატიკის მასწავლებელია.
გემოვნება კიდე სადავო საქმეა. გალაკტიონი დარწმუნებული ვარ ისწავლება ჯერ კიდე სკოლაში, ხოლო ბავშვებს თუ კლასგარეშედ ვიღაც კიდე მოსწონთ, ცუდს ამაში ვერაფერს ვხედავ, თუმცა გეთანხმები რომ ის ვიღაც პოეტი უნდა იყოს და არა სალუქვაძე ან გომელაური, შენს მიერ ჩამოთვლილი ავტორები არ აკეთებენ თავისი ლექსების ვიდეორგოლებს (რამდენიმეა მხოლოდ)და შესაბამისად ამ თაობისთვის, რომელსაც კითხვა ეზარება და მხოლოდ ინტერნეტ კლიპებზეა დამოკიდებული, ხელმისაწვდომობა შეზღუდული აქვთ თანამედროვე ხარისხიან ლიტერატურაზე. ხოლო ზოგიერთი თქვენს მიერ ჩამოთვლილი ავტორი ჩემთვისაც კი არაა ის ავტორი, რომელითაც უნდა ჩაანაცვლოთ ელიავა. ზოგი, -ვაკონკრეტებ.
რაც შეეხება ამ ამბავს, ბუდულა, როგორც კლასის დამრიგებელმა, ქართულის პედაგოგს უნდა მოთხოვოთ იმუშაოს იმაზე, რომ ახალი რომ გიყვარს, არ ნიშნავს რომ ძველს ზურგი აქციო უნდა. რომ დაიბადება ქართულ რეალობაში გალაზე დიდი, სიხარულით გაცნობებთ და ერთად გადავერთოთ მეც და თქვენი მოსწავლეებიც, რადგან მეც დამღალა ერთიდაიგივემ, თუნდაც გენიალურმა(მე ესეც საეჭვოდ მიმაჩნია) მანამდე კი უნდა ისწავლონ გალაც, შოთაც, ვაჟაც, ტერენტიც, და ასე შემდეგ. უაკაკობა შეიძლება ჩემი აზრით
15. ოპანაააა: ))) მეამბოხე კი არა უგემოვნო ბიჭები გყოლიათ კლასში, რომელთაც მათმა არაპროფესიონალმა პედაგოგმა გემოვნება ვერ ჩამოუყალიბა და ძალიან ცუდია რომ თქვენისთანა არაპროფესიონალებითაა ხშირ შემთხვევაში სკოლები დაკომპლექტებული და ყველაზე სამარცხვინო ისაა რომ ამ ამბავს ასე დაუფარავად ყვებით: ) სკოლასთან მეც მქონდა შეხება, გაბაიძე გიორგი 4 წლის განმავლობაში ბათუმის #12 საჯარო სკოლის ორგანიზატორი იყო და ხშირად დავსწრებივარ ამ სკოლის ბავშვების პოეზიის საღამოებს მაგრამ ელიავას ლექსებს კი არ კითხულობდნენ არამედ რატიანს, საჯაიას, გეთიაშვილს, რობერტ მესხს, როინ აბუსელიძეს, თორნიკე ჭელიძეს და ა.შ. ჯერ რა შინაგანი პროტესტის გრძნობა უნდა გქონდეს კაცს რომ ელიავას ლექსი ისწავლო გალაკტიონის ნაცვლად ?:D როგორ არ გიტყდებათ ასეთ რამეს რომ აქვეყნებთ? როგორ?
ოპანაააა: ))) მეამბოხე კი არა უგემოვნო ბიჭები გყოლიათ კლასში, რომელთაც მათმა არაპროფესიონალმა პედაგოგმა გემოვნება ვერ ჩამოუყალიბა და ძალიან ცუდია რომ თქვენისთანა არაპროფესიონალებითაა ხშირ შემთხვევაში სკოლები დაკომპლექტებული და ყველაზე სამარცხვინო ისაა რომ ამ ამბავს ასე დაუფარავად ყვებით: ) სკოლასთან მეც მქონდა შეხება, გაბაიძე გიორგი 4 წლის განმავლობაში ბათუმის #12 საჯარო სკოლის ორგანიზატორი იყო და ხშირად დავსწრებივარ ამ სკოლის ბავშვების პოეზიის საღამოებს მაგრამ ელიავას ლექსებს კი არ კითხულობდნენ არამედ რატიანს, საჯაიას, გეთიაშვილს, რობერტ მესხს, როინ აბუსელიძეს, თორნიკე ჭელიძეს და ა.შ. ჯერ რა შინაგანი პროტესტის გრძნობა უნდა გქონდეს კაცს რომ ელიავას ლექსი ისწავლო გალაკტიონის ნაცვლად ?:D როგორ არ გიტყდებათ ასეთ რამეს რომ აქვეყნებთ? როგორ?
13. :DDDD მადლობა თუთიკო
:DDDD მადლობა თუთიკო
12. ^_^ ... ბოლო წინადადებამ ცოტა არ იყოს მომაწყინა... ვფიქრობ ელიავას პოეზიის სიყვარული არ უნდა გამორიცხავდეს დიდი პოეზიის სიყვარულს... თუმცა გვაცადეთ ბიძია... იქნებ რამდენიმე ათეული წლის მერე იმან აღგაშფოთოთ რომ მეთორმეტე კლასელს ელიავასა ლექსები არ უყვარდეს....
^_^ ... ბოლო წინადადებამ ცოტა არ იყოს მომაწყინა... ვფიქრობ ელიავას პოეზიის სიყვარული არ უნდა გამორიცხავდეს დიდი პოეზიის სიყვარულს... თუმცა გვაცადეთ ბიძია... იქნებ რამდენიმე ათეული წლის მერე იმან აღგაშფოთოთ რომ მეთორმეტე კლასელს ელიავასა ლექსები არ უყვარდეს....
11. :D მადლობა ძალიან კარგი:)
:D მადლობა ძალიან კარგი:)
10. მე, ელიავას უცხადებ სოლიდარობას:)
მე, ელიავას უცხადებ სოლიდარობას:)
9. ისეთი ბიჭები არიან, გალაკტიონიც კი იციან:DDD ისეთი ბიჭები არიან, გალაკტიონიც კი იციან:DDD
8. გული დამწყდა გალაკტიონი რომ არ ისწავლა...მე ვფიქრობ მასწავლებელს უნდა რაღაც ისეთი მოეხერხებინა, კრეატიული და შემოქმედებითი გაკვეთილი ჩაეტარებინა, რაღაც ისეთი, რითაც დააინტერესებდა ბავშვებს. მითუმეტეს გალაქტიონს ისეთი ბიოგრაფია აქვს .....
მაგალითად მე დიდად არ ვიხიბლები აკაკი წერეთლის პოეზიაზე, მაგრამ თავს არ მივცემდი უფლებას, რომ მისი ლექსები არ მცოდნოდა. მისმა ბიოგრაფიამ შემაყვარა მერე აკაკი, როგორც პოეტი .... კეთილი , ღუნღულა მოხუცი :) გული დამწყდა გალაკტიონი რომ არ ისწავლა...მე ვფიქრობ მასწავლებელს უნდა რაღაც ისეთი მოეხერხებინა, კრეატიული და შემოქმედებითი გაკვეთილი ჩაეტარებინა, რაღაც ისეთი, რითაც დააინტერესებდა ბავშვებს. მითუმეტეს გალაქტიონს ისეთი ბიოგრაფია აქვს .....
მაგალითად მე დიდად არ ვიხიბლები აკაკი წერეთლის პოეზიაზე, მაგრამ თავს არ მივცემდი უფლებას, რომ მისი ლექსები არ მცოდნოდა. მისმა ბიოგრაფიამ შემაყვარა მერე აკაკი, როგორც პოეტი .... კეთილი , ღუნღულა მოხუცი :)
7. საინტერესოა. ++ საინტერესოა. ++
5. მოგიკითხეთ მეც მოგიკითხეთ მეც
4. მოკითხვა ავტორს.:) მოკითხვა ავტორს.:)
2. რეალური ამბავია. სიტყვასიტყვით...
სულ დამავიწყდა, რომ ჟანრი 'სხვა" აღდგა.მივწერ ადმინს და იქნებ შეასწოროს. რეალური ამბავია. სიტყვასიტყვით...
სულ დამავიწყდა, რომ ჟანრი `სხვა" აღდგა.მივწერ ადმინს და იქნებ შეასწოროს.
1. რა ვიცი, პროზაა ეს?
თან მათემატიკის მასწავლებელი ბრძანდებით და რეალური ამბავიც ვერ იქნება. რა ვიცი, პროზაა ეს?
თან მათემატიკის მასწავლებელი ბრძანდებით და რეალური ამბავიც ვერ იქნება.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|