ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2014


ოპა, ოპა, ეუროპა, ანუ სურეალისტული ,,გადაგდება

  ოპა, ოპა, ეუროპა, ანუ
  სურეალისტური ,,გადაგდება”

,,ფრანკთა” ცხენების ნატერფალიც ,,ამშვენებს” დიდგორს,
ნეტავი იმ დროს,
დავითობდა ,,სეხნია ხმალი” ...
ჰო, ეუროპამ, მე ბრძოლაში მიხილა მაშინ
და მედგა მხარში,
ოღონდ ამის არ მქონდა დარდი.
რაც იყო ნაღდი,
საუცხოოდ ეჭირა თავი.
სად ჩამოიფქვა, კოლბაში თუ ,,დარჩა ქვიშებად,”
ისე მიჰყვება
,,დაწერილს” და იმკის ,,თიბათვე,”
უკვე პირამდე
ამოვავსე ძვლებით სამარე
და რაც დამართეთ
საბას სურვილს, იყოს არამი;
გამონაცვალი,
როგორც ჭინჭი, მომიგდეს გუდა
და ვზოგავ, უკვე მერამდენედ, მსუსხავს ზამთარი,
ჩამონათვალი
შეშფოთების, ,,ფეხზე მკიდია”...
ის კი მშვიდია ...
ნაწილ-ნაწილ გაცვდა და მოლპა,
და ეუროპა! ...
,,ტკბილად” მიმღერს ქართულ სიმღერას:
,,ოპა, ოპა გაგახარე, ოპა, შენ მენაცვალე!” ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები