ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 მარტი, 2014


წიგნს ალტერნატივა არ გააჩნია

როგორც ყველა ადამიანს, მეც ბევრი ოცნება მქონდა. ერთ - ერთი ოცნება იყო: მინდოდა პროფესიონალი მოცეკვავე გამოვსულიყავი. ორ ადგილას დავდიოდი ქართულ ხალხურ ცეკვებზე, თან პარალელურად ვსწავლობდი. ფოთის პორტში ორი უძლიერესი ქორეოგრაფი - ლადო ლომინეიშვილი და ედიშერ ალექსანდრია (ამ უკანასკნელმა 2004 წელს ფილარმონიაში გამართულ ფესტივალ „ჩვენებურებზე“ პირველი ადგილი აიღო) მასწავლიდა, ხოლო ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის კულტურის სახლში ნანა შონია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ცეკვას კარგად ვცეკვავდი და აჭარულის სოლისტიც ვიყავი, ბოლომდე მაინც არ გავყევი ცეკვას, მაინც სწავლა ვარჩიე, წიგნი.

საბოლოოდ დავრწმუნდი რომ სწავლას არაფერი სჯობს, წიგნს კომპიუტერი ვერასოდეს ვერ შეცვლის, წიგნს, ადამიანის გონების განვითარებისთვის, ალტერნატივა არ გააჩნია დათო ტურაშვილის თქმის არ იყოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები