ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2008


დაგელოდები

დაგელოდები უკანასკნელ დღემდე იმედით,
ოღონდ, ვიცოდე ბოლო წუთს რომ ერთად ვიქნებით,
მუდამ შენთან ვარ ჩემი აზრით, გრძნობით, ფიქრებით,
შენზე ლოცვებით, სანთლის შუქზე ღამეს გითევდი.
მე დავინახე, შემოაღე დარაბი ფართოდ
და საკუთარ თავს აღარ ვგრძნობდი ამ ქვეყნად მარტო,
შენ შემოხვედი ჩემს სულში და  ახლაც მასში ხარ
და მიკოცნიდი წითელ ტუჩებს, თვალებს ნაღვლიანს,
მეფერებოდი, ყურში ჩუმად მეუბნებოდი,
ვეღარ გავძლებო, საყვარელო მე უშენობით...
შემდეგ, არ მახსოვს დასასრული, ნუთუ წახვედი?
ჩემს გულში კარგო, დღემდე ბუდობს დიდი ნაღველი.
დაგელოდები უკანასკნელ დღემდე იმედით,
გთხოვ შემომფიცე, ბოლო წუთს რომ ჩემთან იქნები.


ნ.ლ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები