ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი 13
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2014


***

ჩემი გათენება მინდა იყო,
ჩემთვის ამოსული მზის სხივები,
შენი ღიმილით, რომ იწყებოდეს
დილით გათენების მიზეზები.
ჩემი მოყოლილი ამბის გმირი,
ლექსის ყველა რითმის მაჯისცემა,
ჩემი უტკბილესი ცოდვა იყო
ყოველწამიერი, ხშირი გაფიქრება.
ჩემი სიმარტოვის განცდა იყო,
ნიავსგაყოლილი დარდის დავიწყება,
შენი თვალისფერი ზეცა დამყურებდეს,
მეცოტავებდეს გრძნობის მომეტება.
ჩემი ოცნებების იყო დასაბამი,
ყველა დღე და ღამე ჩემი გაზაფხულის,
ჩემი მელოდია შენი სუნთქვა იყოს,
ყველა ჩემი სიტყვა შენი მისამართით.
მინდა ჰაერივით სულ რომ მჭირდებოდე,
იყო ამ მარტივით ჩემზე ცვალებადი,
სითბომოკლებულის ნუგეში და
ყველა იმედისთვის თითო ნაპერწკალი.
ჩემი მონატრება მინდა იყო,
წარსულს გამოვეყო სიშორიდან
ცხოვრებას წერტილი დავუსვა
შენი შეყვარების მომენტიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები