ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლონდონელი მამაძაღლი
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2014


***

ამოიწვერე მხოლოდ მზეო, მეტს ნუ გადმოხვალ...
ცის კართან დადექ, გაიყინე, თუნდაც დროებით,
განა არ მინდა, რომ გიხილო უფრო ახლოდან,
გინაც სიბნელე გააძევო ნიშნის მოგებით-
"მე ვარ ნათელი. თაყვანს მცემენ ყველგან მოგვები."
განა არ მინდა ასე მოხდეს, ასე ინებო,
ან ამ აზრამდე, ღმერთო ჩემო, რა გზით მივედი...
იქნებ, ცოტა ხნით, განთიადზე, ძაღლმა იყეფოს,
ირიბ სხივებზე გაწოლილი ლურჯი იმედი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები