ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
29 მარტი, 2014


პარადოXი

მეტროს ვაგონში ხალხის ტევა აღარ იყო, ოღონდ ჩუმად ისხდა ყველა, საკუთარ ფიქრებქვეშ შეყუჟულნი...
გაჩერებაზე რამდენიმემ დატოვა ვაგონი, რამდენიმეც დაემატა.  სხვებს ორნი შემოყვნენ.  ერთს ხელში ერთჯერადი პლასტმასის ჭიქა ეჭირა, მეორეს ძველი, არც თუ მთლად კარგად შემონახული  აკორდეონი...
- ამ ვაგონში ვიყავით უკვე... – სარეკლამო ბანერზე სურათს უყურებდა ერთი,  ჭიქიანი...
- ვაგონი კი იგივეა, ხალხია სხვა... – უპასუხა მეორემ...
- ხალხს რა შეცვლის... – თავისთვის ჩაილაპარაკა პირველმა...
იმ ერთმა, რომელსაც ხელში აკორდეონი ეჭირა, თითები კლავიშებსა და ბანის ღილაკებზე  აათამაშა.  მუსიკის გამებმა გაავსო ვაგონი... მერე მეორეს თავი დაუქნია, ალბათ დაიწყეო ამით ანიშნა და იმანაც დაიწყო... – დენ პაბედი...
ვინც მღეროდა, იმას ხმა უკანკალებდა, ვინც უკრავდა იმას ხელი...  დაამთავრეს  სიმღერა და ჭიქიანმა ხალხის ჩამოვლა დაიწყო... ექვსჯერ ახმაურდა ჭიქაში ხურდა...
-    დაემატა რამე?  - იკითხა მან, ვისაც აკორდეონი ეკიდა...
-    კი,  ოცდაათი თეთრი...
გაჩერებაზე  უხმოდ გავიდნენ ვაგონიდან.  სხვა ვაგონისკენ აღარ წასულან, იქვე  ქვის თლილ სკამებზე ჩამოსხდნენ,  მატარებელმა რომ ჩაიარა, მათ წინ იგივე სურათი გამოჩნდა, რაც ვაგონში...
სარეკლამო ბანერზე სისხლით მოსვრილი ახალგაზრდა ბიჭი იყო გამოსახული, ცალი ხელი სისხლიანი ნაჭრით კისერზე ჰქონდა ჩამოკიდებული... თუმცა მაინც ამაყად იდგა, სურათის ქვეშ კი  ქართულ-ლათინურად ეწერა: პარადოXი...

გაზეთებიდან: თბილისის რესტორნებში საღამოობით „დენ პაბედის” უკრავენ...
29.03.2014 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები