ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დალილა
ჟანრი: საბავშვო
29 მარტი, 2014


კაპასი კრუხი

ბებომ მითხრა წიწილები
დამიჭირე ლალი,
გადამღალეს ონავრებმა
აღარავარ ქალი.

სიხარულით მივირბინე
ჩვენს გაფხორილ კრუხთან,
წიწილების დაჭერა და
გულში ჩაკვრა მსურდა.

მაგრამ, უცებ იმ კაპასმა
წაიგრძელა კისერი
და კინაღამ მომაჭამა
ჩემი სუსტი თითები.

წყენისა და ტკივილისგან
გადმომცვივდა ცრემლები,
გამარჯობას არ ვაღირსებ
ეზოში რომ შევხვდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები