ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
30 მარტი, 2014


გია ფერაძის შესახებ

გია ფერაძე - ადამიანი, რომელიც უღვთოდ გასწირა ბედისწერამ. ზოგჯერ რა დაუნდობელია წუთისოფელი, ადამიანს ისე სტანჯავს, ლამის თვითმკვლელობამდე მიჰყავს იგი. გია ფერაძე ცხოვრებამ ტრაგიკულ პიროვნებად აქცია, ციხის კედლებში გამოკეტა... მიუხედავად ამისა, მას ამ ცხოვრებისთვის ზურგი არ შეუქცევია, ვაჟკაცურად უმკლავდებოდა თავის ხვედრს.
ირინა მიქატაძეს ძველი თბილისის კოლორიტი გულწრფელად უყვარდა, მაგრამ ვაი რომ არ დასცალდა მის გვერდით ტკბილად დაბერება. იმ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, „არასერიოზული კაცისა“ და „ლეკო თათაშელის“ როლების შემსრულებელი უკვე ლექსებში იგონებდა თავის ძვირფას მეუღლეს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ვერ დაივიწყა.
დაბოლოს, მინდა ეს ჩემი სტატია ჩემივე ლექსით დავასრულო, რომელსაც მე ’’გია ფერაძის მონოლოგი“ დავარქვი:

გია ფერაძის მონოლოგი

ეჰ, ქალბატონო დეიდა...
თქვენ ის ხართ, ვინც მე მჭირდება!
ეს გაუმარჯოს მეიდანს,
ძველი თბილისის დიდებას!
ეჰ, ქალბატონო დეიდა...
რა ვქნა, ცხოვრებამ დამღალა!
ჩემი ბავშვობის ხეივანს
აღარ ვახსოვარ ჭაღარა!
ბედმა უღმერთოდ გამწირა,
როს გამიმეტა ციხისთვის!
დროის დამძლია ქარ-წვიმამ,
ვერ ვიარწივე მიწისთვის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები