ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ზაქაიძე
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2014


  ჩამოტვირთვა

წერილი მამას

შუაღამისას, მახსოვს დედა ყვებოდა ამბებს,
თბილ ქვეყნებიდან როგორ მოჰყათ წეროებს ბავშვი,
ვფიქრობ და ფიქრი “დედის ძველი მძივივით მაბნევს,”
სად მიდის წერო უკვალოდ, რომ დამტოვა ქარში.

რამდენჯერ სხვებში შეგამჩნიე ნეტავ ვინ დათვლის?!
იცი ?! სარკმელთან მოლოდინი ხშირად მქონია,
შენი წვერივით თერდებოდა დღეები ზამთრის.
შენს ნახატებში სევდაა და მელანქოლია.

ამ წერილს ვწერ და მგონია რომ ღრუბელი არის,
ერთ დღეს იწვიმებს, რომ გაიგო როგორ მაკლიხარ.
უშენოდ ყოფნა იგივეა დახურო კარი,
დამალო დღეს და გაამხილო ძველი ნაკლი ხვალ.

ჩემი ცხოვრება გოლგოთას გავს ოღონდ უღმერთოს,
ანუ ტალანტი გამაჩნია ზოგჯერ ამაო,
ბავშვობიდანვე მარტოობის კერპი აღვმართე
და მის აკვანში უკვდავობის სენით ვქანაობ.

მეცვლება ხშირად ხასიათი - შენი გენია
და გემოვნებაც ცვალებადი დამყვა ასევე,
მაგრამ ეს სისხლი ამომიღეს, თითქოს, ვენიდან
ცარიელ ადგილს სევდითა და დარდით ავსებენ.

ძნელია დედა შუაღამით ყვებოდეს ამბავს,
წეროს ზღაპარზე, როცა უკვე ბავშვი დიდია,
როცა “უღელი მეუღლეებს კარგად ვერ აბამს
და წეროების მსგავსად ზოგი სხვაგან მიდიან.”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები