ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2014


ზამთარი ფიქრის ინტერიერში

თავი ჰქონდა მიდებული მინაზე
ფიქრს და სევდის სილუეტებს ხატავდა.
ფიქრის ხაზიც მეტყველებდა იმაზე,
რომ უჭირდა გრძელი ზამთრის ატანა.
უსახლკარო თოვლი იწვა მერხებზე,
გულისწყრომა ეტყობოდათ ამინდებს.
ცას განსმდგომი კაცის თვალით შევხედე,
ზედ ეწერა სევდის ამონარიდი.
დრო კი თოვლზეც არ ტოვებდა ნაკვალევს,
თან მიჰქონდა, რაც არ დაიტოვება.
ხსოვნას, როგორც მარადიულ საყვარელს,
ჩემთან სურდა მყუდრო განმარტოვება.
ფიქრს უწევდა ახლა სევდის დედობა,
შემცივნებულს ფიქრის ფიქრში ახვევდა.
სველი სარკმლის სრული უიმედობა
თოვლის ფარდას დაეფარა ნახევრად.
მოცივზამთრო მელოდიას უსტვენდა
ჩამომჯდარი ქარი სახლის ყავარზე.
მართალია, თვითონ იყო უსმენო,
მელოდია ჰქონდა ოღონდ, ლამაზი...
არაფერი არ ხდებოდა ისეთი,
გრძელი იყო ზამთარი, მე - სულმოკლე.
ფიქრის სახლში მეც დათვივით ვიწექი
და გულს დარდის ქვა-მარილი ვულოკე...
            24.03.14



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები