ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2014


ორი ყლუპი

ელოდება ჩემი გული,
როგორც ჭაში ჩაკიდული
სავსე სათლი...
რომ ზაფხულმა ისე დაგჭრას,
არ დაუწყო ძებნა სხვა ჭას
მზით და სანთლით...

და ასეთი ,,იმედებით"
(შორს რომ აღარ ვიხედები)
იქსოვება სწორედ ყულფი...
ჭაში, სავსე გელოდები
უსუსურად!
შენ კი ბოლოს მომადგები
სულ უსუროდ...

აღმოჩნდება- გდომებია ორი ყლუპი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები