ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 აპრილი, 2014


უკვდავი სული

საქართველოს ისტორიაში ზვიად გამსახურდია გარდაცვალების შემდეგაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად. ამ ადამიანმა სრულიად უანგაროდ გაუწია სამსახური თავის საფიცარ ქვეყანას... მერაბ კოსტავასთან ერთად იგი აქტიურად იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, რასაც საბოლოოდ მიაღწია კიდეც... დასანანია მისი სულიერი ძმა და თანამებრძოლი რომ ვერ მოესწრო 1991 წლის 26 მაისს, მერაბ კოსტავა ხომ ამ დღეს იყო დაბადებული.
ჩემთვის - როგორც ერთი რიგითი ქართველისთვის, ზვიად გამსახურდია დღემდე რჩება თავისუფლების სიმბოლოდ. მე და ჩემი თაობა ზვიადის და მერაბის გზის გამგრძელებელი თაობა ვართ.
ჩემთვის ქართული ოცნება - ეს არის ზვიადისა და მერაბის ოცნება - თავისუფალი და ერთიანი საქართველო.
გაუმარჯოს ჩვენი ქვეყნის პირველი პრეზიდენტის უკვდავ სულს, დაე არასოდეს მოჰკლებოდეს ღვთისმშობლის მფარველობა ამ მრავალტანჯულ ივერიას!
დაბოლოს, მე მინდა ჩემი ეს სტატია ჩემივე ნაწარმოებებით დავასრულო... ერთს „ქრისტესმიერ ძმებს-მერაბს და ზვიადს“ დავარქვი, ხოლო მეორეს „ზვიად გამსახურდიას მონოლოგი“.

ქრისტესმიერ ძმებს-მერაბს და ზვიადს

აღსდექ მერაბ! აღსდექ ზვიად!
არ გაქვთ ძილის უფლება.
საფრთხეშია, სულს ძლივს ღაფავს
ერის თავისუფლება.
წამოდექით! გაგვიძეხით,
მტერს ხმლით გავუმასპინძლდეთ.
მწამს, მოიგებს საქართველო
ახალ-ახალ ასპინძებს.

ზვიად გამსახურდიას მონოლოგი

ჩემს ცაზე ისე აკიაფდა
რწმენის ვარსკვლავი,
შუაღამისას თვითმკვლელობა გადავიფიქრე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს