ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: საბავშვო
12 მაისი, 2014


გაიბუტა ფისუნია

ფისო, ფისო, ფისუნია,
მანდ რომ ზიხარ ყინვაში,
სანამ ჩემთან თამაშობდი,
განა ცუდად იყავი?
მერე რა რომ გაგიბრაზდი,
რა წესია გაბუსვა,
ყველა დედას შეუძლია,
თავის შვილის დატუქსვა.
მანდ ეზოში, რომ იცოდე,
დიდი ცუგა აბია,
ჰოდა, თუკი დაგინახა,
ჩემზე უფრო ავია.
გირჩევნია შემირიგდე,
შენს საქციელს რა ჰქვია?
სახლში რძე გიცივდება და
გარეთ კიდევ ქარია.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები