ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2014


... მაჟორიდან - მინორამდე ...


                  * * *

ჩემს თავს ვუნიშნავ
სურნელოვან ინჰალაციას...
დღეს ატმის ბაღთან ვკრავ ერთდღიან კოალიციას ...

27.03.2014

              * * *

თითქოს მესიზმრე, 
უკითხავად  შემომეჭერი, 
ვით ანგელოსი, 
გაზაფხულის მახარებელი.
ტანთ გეცვა მოვის,
ფერად ნისლი, შესამოსელი,
რიდედ  ციაგი,
ვარსკვლავების, გეხვია მწველი.

01.04.2014

                                * * *

მუდამ აქაა,  ჩემს ზურგს  უკან,  დგას  და  მდუმარებს,
დროში  დანთქმულა,  მისი  ყველა,  ფიქრი,  წადილი...
თვალებში  სპლინი.  სევდიანი,  თითქოს მწუხარებს...
მუდამ  აქაა,  ჩემს  ზურგს უკან,  დგას  და  მდუმარებს
და  ელოდება,  ჩემს  სულს  ნება როდის  უგანებს...
სახეჩამქრალი,  მარადისი,  შავი  აჩრდილი -
მუდამ  აქაა,  ჩემს  ზურგს  უკან,  დგას  და  მდუმარებს,
დროში დანთქმულა,  მისი  ყველა,  ფიქრი,  წადილი...

03.04.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს