ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი 13
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2014


თითქოს იყო, არც იყო...

თითქოს იყო არც იყო, რაღაც სითბოს მაგვარი
შემოდგომას უთვლიდა სექტემბერი საათებს,
შენ კი ისე შორიდან მოიტანე ფიქრები
იმ ღამითვე ბავშვურად მზერა შემომანათე.
რაღაც გრძნობისმაგვარი დამრჩენია წარსულში,
გახსენება იოლი, დავიწყება რთულია,
შენით გაღვიძებული დილა თავს რომ მახსენებს,
ის ღიმილი, თვალები როგორ მომნატრებია.
დავუწუნებ სამყაროს მორალსა და ზნეობას,
სანამ ფეხზე ვიდგები შენი სუნთქვით გამთბარი,
ვიცოტავებ გრძნობებზე აყოლებულ აკორდებს,
შენი სახლის ვიქნები ჰაერი და ჟანგბადი.
ფეხაკრეფით მოვირბენ დედამიწას წამებში
ოღონდ მინდა ვიცოდე როგორ დამელოდები,
დამელოდე იქ, სადაც დუმილს გამოეთხოვე
მზერაგამოპარული უჩვეულო სალამით.
თითქოს იყო არც იყო, რაღაც სითბოს მაგვარი
ეს ცხოვრება მეტწილად ზღაპარი თუ მითია,
ჩემი გულიანი და ჩემი უპროფესიო
დრო გადის და ვერც ხვდება როგორ მომნატრებია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები