ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლონდონელი მამაძაღლი
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2014


არა მგონია რამე ვთქვა...

არა მგონია, რამე ვთქვა
და თუ მაინც ვიტყვი,
ჩემი სიტყვები გულ-მუცლიდან დაიხრიალებს,
მსგავსად ცარიელი ავზის ონკანისა,
თუკი მოუშვებ,
ჰაერი რომ გამოსდევს მხოლოდ.
არა მგონია, რამე ვთქვა
და თუ მაინც ვიტყვი,
ვიტყვი უმიზნოდ, სხვათაშორის, გვერდის აქცევით.
რომ ჩემი სიტყვა უსახლკარო, უმისამართო
იქცეს ბოგანოდ, თავს რომ შველის,
ვეღარც გაქცევით,
ვეღარც ხვეწნით,
ვეღარც მუდარით.
და საწყალობლად ქუჩა-ქუჩა დახეტიალობს,
პირმომღიმარი, თვალამწვარი, ჭირის უფალი.
არა მგონია რამე ვთქვა
და თუ მაინც ვიტყვი,
ვიტყვი ბოლოსკენ,
გზის დასასრულს, გაყრის ადგილას...
ბოლო სიტყვაა, გიმძიმს როგორ,
გაწვალებს ფიქრი,
მაგრამ ბაგიდან იმარცვლება ისე ადვილად,
აჩქარებს სიკვდილს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები