ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვალტერ ეგო
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2014


* * * (მხარი)

                   
ლექსის წერა დავიწყე, მაგრამ მივხვდი,
რომ რასაც ადამიანები ვფანტავთ,
ქარი არასდროს მოიტანს უკან.
ისეთი აღარ იყო ეს ლექსი.
არც ისეთი, როგორიც ჩავიფიქრე.

ის რაც მაწერინებდა, არ იყო ისეთი,
როგორიც უკვე იყო,
ის იყო, როგორიც ახლა ჩავიფიქრე,-
ორმხრივი.

მაგრამ ის, რასაც ვფიქრობთ,
და მერე ქარს ვატანთ,
სხვა იჭერს და სინანულიც
სინანულივით გვიანია.

ისევ ამტკივდა მხარი,
რომელიც არასდროს მქონია,
რომ თავი მოეყრდნო.

ის და მისი ცალხრივი სიყვარული.
მე და ჩემი ცალმხრივი სიყვარული.
მედლის მეორე მხარე,
რომელიც ვერასდროს შეამჩნევს პირველს.

თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ,
რომ იმ მეორე მხარზე მეყრდნობა,
რომელზეც მხოლოდ მეგობრები ისვენებენ.

და ის ვერასდროს გაიგებს,
რომ თვითონ იყო,
რომელზეც ვუყვებოდი
და რომელიც ქარს გავატანე.

მხარი ამტკივდა,
მეორე მხარიც.

00:09
09.04.2014წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს