| ავტორი: საპყარი ჟანრი: პოეზია 9 აპრილი, 2014 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ღმერთო შემინდე, შევეცი, პირჯვარს ვიწერ და მე გეტყვი.
მზე რომ ანათებს დარია, ცუდი ამინდი-ავდარი, შენ არ იდარდო მარია სულიკვეთება კარგია.
სული ტანჯული ასეა, ბედნიერება კი ისე, გულკეთილობა მახეა, სიგარაც, შენ რომ იკისრე.
სამხრეთით როცა დარია, ჩრდილოეთით კი ავდარი, სიკეთე შენი ბრალია, სიგარაც , მგონი , მაგარი.
სამხრეთით ისევ დარია, ჩრდილოეთს გამოანათა, სიმართლე გითხრა მარია, შიში შენი რა ბრალია.
საღამო დადგა, შენ ისევ ბრალეულობა მიგიძღვის, აბა მაშ ვის დავაბრალო ღმერთი მიწისკენ მიგვიძღვის.
მისი ცოდვები ჩვენშია, სიკეთე კიდევ ვაშლებში, ყველა ცოდვა კი ღმერთშია. -ადამს შევქმნი და გავძვრები.
ადამმა ევას, "მე" კი შენ, ასეა ცოდვის ამბავი, მე ვამბობ შენ არ შეშინდე, ჯერ არ მთავრდება ზღაპარი.
ცოდვა მახეა სულისთვის, გულკეთილობა კი მახე, ღმერთო ახლა კი შენ ის თქვი, თიხა რაღატომ იხმარე.
ღმერთო მადლობა შექმნისთვის, თიხავ! იქნებ და შენ იყო, ბოდიშს მე გიხდი იმისთვის, ღმერთმა რომ "თითი" შეგიყო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ეს ყურადღების მიქცევის ფორმაა, თანაც ავტორს ალბათ ნიჭმა არ მისცა საშუალება, რომ სათქმელი შეფარულად, თუმცაღა გასაგებად მოეტანა. მხოლოდ იმის წამოყრანტალება, რაც ენის წვერზე მოგადგებათ ვერაფერი ამბავია :) ეს ყურადღების მიქცევის ფორმაა, თანაც ავტორს ალბათ ნიჭმა არ მისცა საშუალება, რომ სათქმელი შეფარულად, თუმცაღა გასაგებად მოეტანა. მხოლოდ იმის წამოყრანტალება, რაც ენის წვერზე მოგადგებათ ვერაფერი ამბავია :)
5. წვეთი წვეთს ეკვრის , ის კი მალე ზღვათაც იქცევა. სიმართლე ჩემი, თქვენთვის თურმე ფუჭად იმსხვრევა.
სიმართლეს ყველანაირი სახე აქვს. წვეთი წვეთს ეკვრის , ის კი მალე ზღვათაც იქცევა. სიმართლე ჩემი, თქვენთვის თურმე ფუჭად იმსხვრევა.
სიმართლეს ყველანაირი სახე აქვს.
4. დასაწყისი და ბოლო წავიკითხე მხოლოდ, თუმცა ესეც საკმარისი იყო - ზედმეტიც კი. ვფიქრობ, არ არის საჭირო ჩვენი ყველა ცოდვიანი ფიქრი "პოეზიად" ვაქციოთ...
დასაწყისი და ბოლო წავიკითხე მხოლოდ, თუმცა ესეც საკმარისი იყო - ზედმეტიც კი. ვფიქრობ, არ არის საჭირო ჩვენი ყველა ცოდვიანი ფიქრი "პოეზიად" ვაქციოთ...
3. ასე რთულია ამოცნობა ცოდვიანი ადამიანის ფიქრებისა?! დიახ ეს მკრეხელობაა იმ ადამიანისა რომელიც ცოდვისაგან დამძიმებულა. ფიქრები რომელბსაც შეუჭამიათ ცოდვიანი ადამიანის გონება და სული. ყოველი ცოდვა მამაა ასეთი ფიქრებისა და მე ეს ფიქრები დავინახე ყველა ცოდვილი ადამიანის სულში და მათ შორის ჩემშიდაც. როდესაც ცოდვა იმორჩილებს ყველაფერ ადამიანურს ეს ფიქრები მოიცავს ყველაფერს. ცოდვისაგან დამძიმებულმა ადამმა ევას გადააბრალა შეცდომა ისევე როგორც ყოველი ადამიანი აბრალებს სხვას ცოდვებს. "ადამმა ევას, "მე" შენ. ასეა ცოდვის ამბავი" და ბოლოს, დასასრულს ადამიანი ყველაფერს ღმერთს აბრალებს. 'რატომ გამაჩინე მე ეს არ მითხოვია" ასეთი სიტყვები და ფიქრები მრავლად არის გამოყენებული ნაწარმოებებში და ბევრიც მომისმენია. ვფიქრობ ეს ცოდვების ფიქრებია. ასე რთულია ამოცნობა ცოდვიანი ადამიანის ფიქრებისა?! დიახ ეს მკრეხელობაა იმ ადამიანისა რომელიც ცოდვისაგან დამძიმებულა. ფიქრები რომელბსაც შეუჭამიათ ცოდვიანი ადამიანის გონება და სული. ყოველი ცოდვა მამაა ასეთი ფიქრებისა და მე ეს ფიქრები დავინახე ყველა ცოდვილი ადამიანის სულში და მათ შორის ჩემშიდაც. როდესაც ცოდვა იმორჩილებს ყველაფერ ადამიანურს ეს ფიქრები მოიცავს ყველაფერს. ცოდვისაგან დამძიმებულმა ადამმა ევას გადააბრალა შეცდომა ისევე როგორც ყოველი ადამიანი აბრალებს სხვას ცოდვებს. "ადამმა ევას, "მე" შენ. ასეა ცოდვის ამბავი" და ბოლოს, დასასრულს ადამიანი ყველაფერს ღმერთს აბრალებს. `რატომ გამაჩინე მე ეს არ მითხოვია" ასეთი სიტყვები და ფიქრები მრავლად არის გამოყენებული ნაწარმოებებში და ბევრიც მომისმენია. ვფიქრობ ეს ცოდვების ფიქრებია.
2. მე ეს მკრეხელობა მგონია ეს....სხვა რა ვთქვა? :( მე ეს მკრეხელობა მგონია ეს....სხვა რა ვთქვა? :(
1. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ბოლო ორი ხაზისთვის დაიწერა მთელი ეს "აბსურდი"
ნეტა არ წამეკითხა.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ბოლო ორი ხაზისთვის დაიწერა მთელი ეს "აბსურდი"
ნეტა არ წამეკითხა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|