იცი დღეს შენი ვარდისფერი პუანტები დავინახე. ხო რა იყო არ გჯერა? ნაცრისფერ ასფალტზე უბრალოდ ვარდისფერი პუანტები მიაბიჯებდნენ. მეც უკან ავედევნე და ისევ არიადნას ძაფის წაღება დამავიწყდა. დამავიწყდა და დავიკარგე კიდეც, მაგრამ როგორც ყოველთვის არ მინაღვლია. იასამნისფერ სივრცეში თავს გადასარევად ვგრძნობდი. მე ხომ უბრალდო კოკტეილით მთვრალი ვიყავი. გუშინ ფიქრის დრო არ მქონდა, არც თავი მაინც მთვრალი ვიყავი და... ხოდა რატომღაც საკუთარი ფიქრების ხატვა გადავწყვიტე. ჯიუტი არსება ვარ და რა ვქნა? იცი რა შედევრი შევქმენი? ხა ხა ხა... ერთი ჩვეულებრივი მანათობელი ბოძი დავხატე, ჩემი ოთახის ფანჯრიდან, რომ ჩანს და თითქმის არც კი ჩანს. მაღლა ვცხოვრობ, ძალიან მაღლა და ყველაფერს ვხედავ თუნდაც წერტილებად.
მახსოვს ვარდისფერი პუანტბი დედამ მაჩუქა. ცეკვა არ ვიცოდი, ამიტომ დიდ კარადაზე ასაძვრომად ვიყენებდი. ეს მთელი რიტუალი იყო. ფეხზე სწრაფად წამოვიცვამდი, ბანტს ფეთხუმურად გავიკრავდი, ასახტომად მოვემზადებოდი და... ტექსტი: ,,უფ კიდევ კარგი არ ჩამოვარდი”. მერე მინას ხელის გულებს ვადებდი და საცოდავ ბოძს გაკვირვებული ვუყურებდი. ცოტახანში კი კარადიდან შავ პიანინოზე გადავინაცვლებდი და თეთრ კლავიატურაზე უბრლოდ პუანტებით უსაშინლეს ვალს ვასრულებდი. მაშინ სახლი სულ სხვანაირი იყო. ოთახში პატარა ქოლგები და წითელი ხის კუბიკები ეყარა. მორთული ნაძვის ხე კი გაზაფხულამდე იდგა. რას მიშლიდა რო? არც არაფერს. ხოდა ვერთობოდი, პრიალა სათამაშოებს გაოცებული თვალებით ვაკვირდებოდი, ფერად ნათურებს ვაციმციმებდი და საკუთარი სასაცილო გამომეტყველების ანარეკლს მხიარულ სათამაშოებში ვხედავდი. ხანდახან ნიკებიც მოდიოდა და კუბიკებით უზარმაზარ წითელ ქალაქს ვაშენებდით. მერე ისევ მიდიოდა და დედა ნაძვის ხეს ჭაღზე კიდებდა. ასე ამბობდა ეს ბავშვი მავნეა და გადააყირავებსო. მე ყველაზე, ყველაზე მაგარი ახალი წელი მქონდა. ჩემს ფანჯრებში ხომ ჰაერში გამოკიდებული ნაძვის ხე ჩანდა.
ხოდა იმას ვამბობდი, შენმა ვარდისფერმა პუანტებმა, ჯიუტი სიზმრის ვარდისფერ ლიფტში შესვლა გადაწყვიტეს და იცი რა ქნეს? ყველა სიზმარი მოიარეს. ანტოშკასთანაც ითამაშეს, ბაბა მარიას უცნაურ სითხეშიც ჩატოპეს და გნომებიანი რადიოს სიხშირეებსაც გაყვნენ. მერე იმ დიდ ბუშტზე დაიწყეს ხტომა, მე რომ ძალიან მეშინოდა. ბოლოს კი კოლეიდოსკოპში ჩაძვრნენ და სადღაც გაუჩინარდნენ. უზრდელები არიან შენი პუანტები, არც შენ წამოგიყვბანეს და მეც დამემალნენ. ხოდა გავებუტე! ამ დროს კი მაღვიძარამ გამაღვიძა და წყენა გადამავიწყდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მატასიიიიიი როგორ ხააარ? :-* მატასიიიიიი როგორ ხააარ? :-*
14. თბილუკაააააააააა :-* ძალიან რომ მომენატრე იცი? :( თბილუკაააააააააა :-* ძალიან რომ მომენატრე იცი? :(
12. ძალიან საყვარელი პუანტებია ილუსტრაციაზე... ბავშვობაში ბალეტზე მიმიყვანეს,მწარედ მახსოვს:) ძალიან საყვარელი პუანტებია ილუსტრაციაზე... ბავშვობაში ბალეტზე მიმიყვანეს,მწარედ მახსოვს:)
11. ბარნო.. ბარნო.. :) :) ბარნო.. ბარნო.. :) :)
10. კიდე წამეკითხა :)
მაშინ სახლი სულ სხვანაირი იყო. ოთახში პატარა ქოლგები და წითელი ხის კუბიკები ეყარა. მორთული ნაძვის ხე კი გაზაფხულამდე იდგა. რას მიშლიდა რო? არც არაფერს.
ეს ძაან მააგრია :D
:-*****
კიდე წამეკითხა :)
მაშინ სახლი სულ სხვანაირი იყო. ოთახში პატარა ქოლგები და წითელი ხის კუბიკები ეყარა. მორთული ნაძვის ხე კი გაზაფხულამდე იდგა. რას მიშლიდა რო? არც არაფერს.
ეს ძაან მააგრია :D
:-*****
9. ველოდებიიიიიიიიიიი :-* ველოდებიიიიიიიიიიი :-*
8. ბარნოოოოოოო :-******** ისე შენ გავხარ საყვარელ ვარდისფერ პუანტებს :)) მაგარი წერილია ძააან და აუ ეხლა ჩემ სახლში ისეთები ხდება ბევრს ვერ გწერ :))
პირდაპირ წერილად მოგწერ რა :)) ბარნოოოოოოო :-******** ისე შენ გავხარ საყვარელ ვარდისფერ პუანტებს :)) მაგარი წერილია ძააან და აუ ეხლა ჩემ სახლში ისეთები ხდება ბევრს ვერ გწერ :))
პირდაპირ წერილად მოგწერ რა :))
7. ირი :-* ია-ია როგორ დამამშვიდე რომ იცოდე =))) ასწორებს ასეი სიზმრები კი ;) ნადირს მადლობაააა ნატ როგორ ხარ მომენატრე :) იმედო გაიხარე:) ვაა ტაბულააა მარიამ მაგარ კომენტარს მიკეთებ როგორც ყოველთვის:D
და საერთოდ სადაა ნეტკა? ირი :-* ია-ია როგორ დამამშვიდე რომ იცოდე =))) ასწორებს ასეი სიზმრები კი ;) ნადირს მადლობაააა ნატ როგორ ხარ მომენატრე :) იმედო გაიხარე:) ვაა ტაბულააა მარიამ მაგარ კომენტარს მიკეთებ როგორც ყოველთვის:D
და საერთოდ სადაა ნეტკა?
6. ეგეთი სიზმრები წყალს არ მოუყვე და არც ცეცხლზე დაწვა, დაწერე ხოლმე და ჩვენ წვიკითხავტ, შე ძალიან ბარნო,შემა და კიდე ის კი არ დამვიწყნია: ასეორგრიწინალური ზღაპრისკუდა სიზმარნულიკების გარშემო როსკიპალირტობ ხოლმე თუ სიზმარკლიპარტულოშენა:) ეგეთი სიზმრები წყალს არ მოუყვე და არც ცეცხლზე დაწვა, დაწერე ხოლმე და ჩვენ წვიკითხავტ, შე ძალიან ბარნო,შემა და კიდე ის კი არ დამვიწყნია: ასეორგრიწინალური ზღაპრისკუდა სიზმარნულიკების გარშემო როსკიპალირტობ ხოლმე თუ სიზმარკლიპარტულოშენა:)
5. გუშინ მწარე წმალი დავლიე იმიტომ რომ ჩემმა თაგვმა უარი თქვა. გუშინ მწარე წმალი დავლიე იმიტომ რომ ჩემმა თაგვმა უარი თქვა.
3. კოლეიდოსკოპი ცხოვრებას გავს :D ვარდისფერი პუანტები ბავშვობას ( ?! ):D მიყვარს შენ ნაწერებში "ქექვა" კოლეიდოსკოპი ცხოვრებას გავს :D ვარდისფერი პუანტები ბავშვობას ( ?! ):D მიყვარს შენ ნაწერებში "ქექვა"
2. გენაცვალე გოგოოოოოოო :-* ისე იცოდე, ეგ სულელური სიზმრები თუ გაქვს :) ბოლომდე ეგრე გაგრძელდებააააა :)) საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვი ;) და რომ იცოდე ძაან მაგარიააააააა :-* გენაცვალე გოგოოოოოოო :-* ისე იცოდე, ეგ სულელური სიზმრები თუ გაქვს :) ბოლომდე ეგრე გაგრძელდებააააა :)) საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვი ;) და რომ იცოდე ძაან მაგარიააააააა :-*
|
|
მონაცემები არ არის |
|
|