ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნი
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2014


(ნატვრისფერი დასდებია შენს ღიმილებს)

ნატვრისფერი დასდებია შენს ღიმილებს,
აპრილია- ქედს გიხრიან ენძელები,
მეშინია შენი გული ვერ მიმიღებს
და გონებას ოცნებადაც ეძნელები.

ცალი ფეხით მოვალ გნახავ (შორს ხარ ვიცი)
შენს მისამართს მაჩუქებენ ბეღურები,
და თუ მარტიც არ მოიშლის კუდის ქიცინს,
მოვალ.... მოვალ და თბილ საბნად გეხურები.

13.04.2014


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები