ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2014


წვეთი დარდის ღრუბლიდან

იმ მერცხლის მტკივა სასოწარკვეთა
მისკენ რომ იხმო სივრცე - ხავერდმა .
უსასრულობა ფრთებით გაკვეთა, 
ქარიშხალს ნებით გადაამეტა.     
ბუდე-კერია გულმა მოძებნა…     
და სიხარული ექცა გოდებად. -
დახშული დახვდა სარკმელი, ვიწრო.
შავი ჩარჩოდან, ფანჯრების შიგნით
დიასახლისის ღიმილი იცნო...

კედლებს, გაჟღენთილს დედის სხივ-მადლით,
შვილმა ქალაქის არჩია სილბო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები