ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 აპრილი, 2014


***

ვაშავებ, განვიკითხავ, მიყვარს თუ  ვფორიაქობ,
ყველაფერზე ვფიქრობ...- გარდა ღმერთისა,
"ის" კი, მოთმინებით მომსდევს შორი-ახლო,
გზადაგზა მეფერება...-თავზე ხელს მისვამს.

სიკვდილი?...-
არეალს გასაცდენი,
ჩაკეტილ-ჩარაზული,
ბოქლომით -ვადამდელი,
სიკვდილად გასაღებულ...
ტკივილით შესაღები,
აქედან, იქით...-კარია
გასასვლელი, სადაც
ის გველის... ის' -
"გამცილებელი"...

ვწუწუნებ უმადური: " ცხოვრება მისჯილი მაქვს..."
ყველაფერს ვიხსენებ, გარდა სიკვდილისა.
"ის " კი,  მოთმინებით, სახით სათნოებით,
აქ ხომ მეფერება, თურმე მიცდის იქაც.

ღმერთო მაპატიე!
მაგ შენ სიდიადეს,
თუ ჩემი უბადრუკი გონება ვერა სწვდება,
თვალზე  ცრემლი მომდის,
ისაც  შეუცნობლად და
შემინდე, შემინდეს,
გული გეხვეწება!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები