ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
21 აპრილი, 2014


მდინარე

მე ის მიყვარდა.
მას კი ალბათ არა.
სამყაროს არასრულფასოვნება მტანჯავდა,ანუ რატომ არ შეიძლება გრძნობები ორმხრივი იყოს?..მე ხომ ის გულწრფელად და ამაღლებულად მიყვარდა..
მას კი ალბათ არა.
თუმცა ხშირად ვსეირნობდით და ვსაუბრობდით ათას რამეზე, მაგრამ სიყვარულზე სიტყვაც არ მითქვამს.
..ერთხელაც, ძალიან კი მომძიმს ამის გახსენება!...ერთხელაც....
შემოდგომის პირზე ბაღში ვსეირნობდით, მერე ხის ძირას გავჩერდით, ისევ წამოვიწყე ლაპარაკი ათას სისულელეზე და უცებ მივხვდი რომ ახლა უნდა ვუთხრა!
ის ამდროს თავაწეული იდგა და მშვიდად ათვალიერებდა ფოთლებისაგან გაძარცულ ხის კენწეროებს, მერე ქვემოთ ჩამოიტანა მზერა , ამჯერად ფეხის თითებს დაუწყო თვალიერება.
მომეჩვენა რომ არ მისმენდა, მაშინ ხელი ვტაცე, მისი ნორჩი სხეული მოვიზიდე სულ ახლოს, თვალებში ჩავხედე და გაშმაგებულმა ჩავჩურჩულე:
--მიყვარხარ ჩემო პატარავ..გამომყევი ცოლად...
გოგონამ ხელი გამაშვებინა, მერე კატასავით შეიბერტყა და ასე მითხრა: " "არაო, შენ ერთი უბრალო , რომანტიკოსი მჯღაბნელი ხარ, მე კი სერიოზული მამაკაცი მინდაო გვერდით...""
..........................................................................................................................................................................................................
გამწარებული განვერიდე და ღამის წყვდიადს მივეც თავი, უკან მიხედვა მიმძიმდა და იმავდროულად გაუსაძლისად მსურდა კიდეც!..აი ასე ვიტანჯებოდი და საშველი არ ჩანდა, გაუცნობიერებლად სულ შორს და შორს მივაბიჯებდი, ტყე მორჩა და ახლა მონდორზე მივათრევდი დაღლილ ფეხებს...
ცაზე მთვარე კაშკაშებდა, შუაღამე გადასულიყო .
ასე ვიარე სანამ მდინარეს არ მივადექი, თუმცა კი არ დამინახავს რადგან წარსულის ხილვებში ვიყავი ჩაფლული...მხოლოდ მდინარის საზარელმა ხმაურმა გამომაფხიზლა!....
დიდხანს ვიჯექი გაუნძრევლად მდინარის პირას, მციოდა , ახლა წარსულს უკან გადაეწია და მომავლისათვის დაეთმო ასპარეზი...ვფიქრობდი, ამის მერე როგორ უნდა მეცხოვრა, რას უნდა გავეხარებინე ყოველ დილით გაღვიძებისას და რისი, რისი იმედით უნდა მომეხუჭა თვალი საღამოობით?..ანდა რაზე უნდა მეფიქრა ძილის წინ?...რაზე?...რას უნდა დაეწყნარებინა და ეწამლა ჩემი ამღვრეული და სასოწარკვეთილი სულისთვის?...მაშ ახლავე უნდა მოვისწრაფო სიცოცხლე, ახლავე მდინარეს უნდა მივცე ჩემი უბედური სხეული!....
..........................................................................................................................................................................................................
უცებ ისე გამიწყდა აზრი, თითქოს წიგნის ორი შეწებებული ფურცელი გადავშალე შემთხვევით.
--ნება მომეცით არ დაგეთანხმოთ----ჩაილაპარაკა ვიღაცამ სულ ახლოს.
---თქვენი სისულელე ყოველგვარ საზღვრებს სცილდება---ისე მომახალა უცნობმა, უფრო სწორად უცნობის ლანდმა, სახე და მით უმეტეს სხეული ძლივს მოსჩანდა ბნელში...რადგან მთვარე ჩასულიყო. გაკვირვებულმა ნაბიჯი წავდგი წინ და შევეცადე უცნობი დამეთვალიერებინა, მაგრამ ის იმწამს უკუიდგა....გრძელი სახელოებით დაფარული ხელები გამოიშვირა წინ .
---საჭირო არაა..-----უკმაყოფილოდ ჩაიბურდღუნა მან---ასეც მშვენივრად შევძლებთ საუბარს.
უხმოდ დავეთანხმე და გავიფიქრე,იქნებ საუბარში მაინც გამოვტყუო მეთქი ვინაობა,ან მოსვლის მიზეზი, ან იქნებ ის რომ მთელი გზა უკან მომდევდა?...კი მაგრამ რისთვის?....
რომ იგრძნო დავყაბულდი, თავადაც ჩამოჯდა.....ერთხანს დუმდა,მერე შეცვლილი ხმით მითხრა:
---სიყვარული დაგიკარგავს და მასთან ერთად საღი აზრიც...მაგაზე არ ინაღვლო,წასული სიყვარული ეს მხოლოდ მკვდარი, დროში გაქვავებული ემოციებია და მეტი არაფერი, შემდეგ დრო გადის, ადამიანი ნელ-ნელა განიხიბლება და .....ხოლო მომავალი აუცილებლად....
საოცარი იყო და ახლაც ჩუმად დავთანხმე, მართალი გითხრათ , კამათის თავიც არ მქონდა.
..........................................................................................................................................................................................................

ის დიდხანს საუბრობდა, დედამიწის ზურგზე ძნელად თუ მოიძებნებოდა მასავით ამაყი და ამავე დროს მგრძნობიარე კაცი....თუმცა უკვე ეჭვი მიღრღნიდა გულს რომ უცნობი მოსაუბრე სულაც არ იყო კაცი!....
ამ აღმოჩენამ ისე ამაღელვა რომ წამოვხტი და მისკენ წავიწიე....ახლა უკვე აღარ გამძალიანებია,აკანკალებული ხელებით ჯერ თავსაბურავი გადავაძრე , მერე მოსასხამი....და მშვენიერი ქალი ვიხილე .
---ვინ ხარ?...---მხოლოდ ესღა მოვახერხე და ძალაგამოლეული ძირს დავეცი.....
..........................................................................................................................................................................................................

მდინარე ისევ ხმაურობდა................................................................................




ს.ნ. 2014.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები